x
მარკ ცუკერბერგი - ინტერნეტის გაფართოება განვითარებად ქვეყნებში 140 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის

imageგანვითარებად ქვეყნებში ინტერნეტისადმი წვდომის გაფართოება 160 მილიონ ადამიანს სიღარიბიდან გამოიყვანს, 140 მილიონი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას გააჩენს და 600 მილიონ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს განათლება სერიოზული დანახარჯების გარეშე. ამის შესახებ სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა გაეროს შტაბ-ბინაში ერთ-ერთ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც მდგრადი განვითარების შესახებ მსჯელობდნენ.
ცუკერბერგის განცხადებით, დღეისთვის 4 მილიარდ ადამიანს არ გააჩნია წვდომა იმ შესაძლებლობებთან, რომელსაც გლობალური ქსელი გვთავაზობს. მისი თქმით, ინტერნეტი - ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ კომპიუტერული ქსელი.

0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0