x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
გლდანის პატიმრის დღიური - 02.06.2011 (ჯოჯოხეთის დასაწყისი)

image


დილა გათენდა, უცნაური გრძნობა დამეუფლა, ალბათ ასეთ განწყობაზეა ხოლმე, ბაზარზე გასაყიდად გაყვანილი საქონელი. დღეს ჩემით უნდა ივაჭრონ. ამაზრზენია ეს ყველაფერი. პირი დავიბანეთ ვისაუზმეთ და ველოდებით. ოთხივეს დღეს გვაქვს სასამართლო. უკვე ვიცით რომ მე დათოს და მამუკას ერთად წაგვიყვანენ და თელავში გაგვასამართლებენ, ხოლო ზვიადს გურჯაანში მოუწევს გასეირნება. მამუკა გვამშვიდებს, ამ საქმეში "გამოცდილი კაცია", პირველი შემთხვევაა და ორ ორი ათასში გაგიშვებენო. ასე სამი საათისთვის წაგვიყვანეს თელავში. გზაზე გამომძიებელმა შემომხედა და მკითხა, შენ ახლა პოლიტპატიმრად ითვლეობიო? მერე მეორეს მიუტრიალდა და უთხრა, ეს იცი ვინ ყოფილა თურმე ტელევიზორში ხშირად გამოდის და ხალხს ჭკუას ასწავლისო. სისხლი საფეთქლებში მომაწვა. დამცინის კიდეც. მიხარია რომ გაჩუმება შევძელი.
სასამართლოში, მთავარი კარიდან შეგვიყვანეს. წინ ჩემები შემხვდნენ, თვალები ცრემლებით აქვთ სავსე. ჩემი სიძის დამ პატარა მიხო მომიყვანა, მიხომ სახეში ცემა დამიწყო და ცუდია იტა ძიაო გაიძახოდა. გულში ჩავიკარი და ბოღმამ დამახრჩო ლამის, მაგრამ თავი შევიკავე. არავინ უნდა ნახოს შენი ცრემლები ვუთხარი საკუთარ თავს. ოჯახმა იმიტომ რომ უარესად ან ინერვიულონ. და განსაკუთრებით იმ მწვალებლებმა ვინც დღეს უზომოდ გახარებულია. გამიკვირდა ბევრი ისეთი ადამიანი დავინახე ვის დანახვასაც არ ველოდი. განსაკუთრებით გამახარა მზიას და მისი ოჯახის ხილვამ, აქ არის შოთიკო, სოფო. ცრემლებს ძლივს ვიკავებ ვატყობ წნევამ ამიწია.

მოსამართლემ წესიერად არც კი მოგვისმინა, ორ თვიანი პატიმრობა შეგვიფარდა. მიზეზი, შესაძლო მიმალვა და ძიებისთვის ხელის შეშლა იყო. ასეც ვიცოდი, სხვას არც ველოდებოდი. დათოც არ გაუშვეს. ეტყობა "ეუხერხულათ" ერთ საქმეზე ერთის დატოვება და მეორის გაშვება. სასამართლოს მერე ფინანსურ პოლიციაში აგვიყვანეს და შეგვპირდნენ რომ ახლობლებს გვაჩვენებდნენ.

როცა ვთხოვე ჩემებს შემახვედრეთ მეთქი, მითხრეს უფროსი მოვა და მერეო. უცებ ჩურჩული ატყდა ხუტა, ხუტაო და ყველანი კაბინეტებში შეიმალნენ. ერთმა მითხრა, ერეკლე მე შენი ახლობლის ნაცნობი ვარ და ვიცი ვინც, ხარ დამიჯერე თუ შენი თავისთვის და დათოსთვის კარგი გინდა იქ არ წამოაყრანტალო ოპოზიციაში რომ ხარო. ერთი მაღალი ახმახი კაცი შემოვიდა თითი გამოიშვირადა მითხრა წამოდი ჩემთანო. გავყევი, მან კიდევ ერთ გამომძიებელს დაუძახა და წამოიყვანა, აშკარად უფროსია, ისე იქცევა. თურმე აქაც ხუტა უფროსი ჰყოლიათ. კაბინეტში შემიყვანა დაჯდა და მეც მითხრა დაჯექიო.მერე შემომხედა და მეუბნება "ეს დედა მოტ..... ჭკვაზე თუ გვარიგებ როგორ, ვიცხოვროთ შენ მაინც ნუღარ აკეთებ ყ....ებსო". მოკლედ ვუპასუხე თქვენ კარგად იცით რას ვაკეთებ და რას არა მეთქი. "ახლა ორი გზა გაქვს თავისუფლებისაკენ. ან დიდი ფული, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ შენს ოჯახს არ აქვს, ან შენს პარტიაზე უნდა მოგვაწოდო ინფორმაციები, მის საგარეო კურსზე და დამფინანსებლებზე, სხვა ყველა ვარიანტში ციხეში წახვალ იქ კი ტყ..ა და შიმშილი არ აგცდება"- ო. მერე იმ გამომძიებელს მიუტრიალდა იცი ეს იმ პარტიის წევრია საქართველოს რომ მტრობენო.მე ვუთხარი არაფერი ვიცი იმ რგოლის მმართველობაში არ ვარ, ფინანსებზე და პარტნიორებზე მქონდეს ინფორმაცია მეთქი. "ჩემს ...-ეს ეგ შენი საქმეაო მითხრა. ავდექი ჩემკენ წამოვიდა და მკერდში მუშტი მსუბუქად მომარტყა ძველბიჭობა გინდა შენ ეტყობაო.". ჩამეცინა.
ჩემები მაჩვენეს, დედაჩემი. კოტე, შოთიკო, ჩემი და და სიძეც შემოვიდნენ ბავშვს მოვეფერე და ჩავეხუტე ეს იყო ცრემლიანი საათი, როდესაც სულ ფეხებზე მეკიდა ვინ ნახავდა ჩემს ცრემლებს.

ჩვენებმა სიგარეტი და საჭმელი მოგვაწოდეს და წასვლის დროც დადგა. ხო მართლა მამუკა სულ დამავიწყდა მასაც ორთვიანი მისცეს, და ახლა ერთად წაგვიყვანენ გლდანში. გაგვიყვანეს, შავ პიკაპში ჩაგვსვეს სამივე, ერთმანეთზე ბორკილებით გადაგვაბეს და მანქანა დაიძრა. ასე საათნახევრის შემდეგ გამომძიებელმა გადაგვახედა ფანჯრიდან აგერ ბიჭებო განათებული როა ეგ არის ციხე, გეგონება ექსკურსიაზე ვიყავით და ისევ უკან უნდა წავეყვანეთ.

ჩვენს წინ დიდი კარი ჭრიალით გაიღო და მანქანა შევიდა. მერე რაღაც კიბეებზე აგვიყვანეს, გაგვხადეს, გაგვზომეს, აგვწონეს, მერე გამომძიებელმა უთხრა, წესიერი ბიჭები არიან რაღაცაში შესცდნენ, კრიმინალი არაა ეკონომიურიაო. დაბლა ჩაგვიყვანეს და კამერაში შეგვიყვანეს სადაც მხოლოდ სკამები დაგვხვდა, სიგარეტი ჩამოგვართვეს. ასე ოცი წუთის შემდეგ ექიმი მოვიდა. ვიდრე ჯანმრთელობის ანკეტას ავსებდნენ. ერთმა შუახნის კაცმა, გამომკითხა რა მოხდაო რომ მოვუყევი, თავი გადააქნია ეს ბოზებიო და მე გამიკვირდა. მითხრა ისეთ კამერებში შეგიშვებთ სადაც ცოტა ხალხია, ოთხშაბათია პარასკევამდე გაძლებთ როგორმე და მერე კარანტინი დაიშლება და კამერებში ახვალთო. ეგრეთ წოდებული ფუქსიდან რომ გამოვაყავდით ვიღაცამ დამიძახა, ბიჭო ერეკლეო, მე მოვიხედე, აშკარად დავაფიქსირე ნაცნობი, მზერა, ნაცნობი თვალები, თუმცა ზედამხედველმა დამიძახა, ყ..ო წინ იარეო და მეც წავედი მითითებული კამერისკენ. დავტოვე ერთადერთი, ახლობელი რომელიც აქ გამოჩნდა, ის კი დავინახე რომ ეგრეთ წოდებულ აბეზიანკებში ოც-ოცდახუთ კაცამდე ჰყავდათ შეყრილი. ვიღაც იხვეწებოდა ტუალეტში გაგვიშვითო და ზედამხედველი აბუჩად იგდებდნენ ნინომ გაგიშვათო.


კამერის კარი ჩემს უკან ხმაურით დაიხურა, თვალი მოვავლე გარემოს, ასე 30 მდე ადამიანი იყო 6 კაციან კამერაში და მგონი რიგრიგობით სუნთქავდნენ რომ ჰაერი არ გამოლეოდათ. ვიღცამ დაიძახა ეი თელავი აქეთო, მივხედე და ვიცანი მერაბი, იყო, უკან რომ მოვიხედე დათო აღარსად იყო, ეტყობა სხვა კამერაში წაიყვანეს. აქ პატიმრებს რიგ რიგობით სძინავთ. გამთენიისას მეც მომიწია წამოწოლამ და უგონოდ გავითიშე

5
533
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
533
  
2015, 11 ნოემბერი, 20:44
ნებისმიერი დამნაშავე მისთვის კუთვნილ სასჯელს იხდის. მისი წამება კი ადამიანის უფლებების დარღვევაა.
2015, 4 ნოემბერი, 21:37
და რაზე , ყველამ უნდა აგოს თავის საქციელზე პასუხი ! მკვლელები და ჯალათები უკეთესმოპყრობას არც იმსახურებენ
2015, 4 ნოემბერი, 16:09
რაც არ იცი იმაზე არ უნდა ისაუბრო ;)
2015, 6 ოქტომბერი, 19:23
ვერ დაგეთანხმები.
2015, 30 სექტემბერი, 10:49
ყველა პატიმარი იმასხურებს იმას რაც მიიღეს !!! (გარდა პოლიტპატიმრებისა !!! )
0 1 5