x
10 უმსხვილესი პროდუქტი, რომელიც გადის საქართველოდან და შემოდის საქართველოში

image
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 172 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 149 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 125 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა.
image



რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-აგვისტოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 443 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი 428 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 317 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

0
200
შეფასება არ არის
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0