x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უილიამ ლაჰიუ - ეს არის მსხვერპლი მთელი მსოფლიოს თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის

imageეს არის მსხვერპლი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, ვასულ ყულჯანიშვილის ჩამოსვენებას დაესწრო.
მისივე თქმით, საქართველო უნდა იყოს ამაყი, რომ ჰყავს მამაცი მეომრები, რომლებიც იცავენ ქვეყნის ინტერესებს.
"მე მინდა ნატო-ს სახელით ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულის ოჯახის მიმართ. ყოველთვის დიდი ტრაგედიაა, განსაკუთრებით ოჯახისათვის, როდესაც ჯარისკაცი იღუპება. ასევე დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის, როდესაც ის კარგავს მამაც მეომარს. ამ შემთხვევაში ეს არის მსხვერპლი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ვფიქრობ, საქართველო უნდა იყოს ამაყი, რომ მას ჰყავს ასეთი მამაცი მეომრები, რომლებიც იცავენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. ღმერთმა დალოცოს დაღუპული მეომრის ოჯახი", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0