x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უგემრიელესი და ყველაზე მარტივი საზამთროს ჯემი
imageქართველი დიასახლისებისთვის კარგად ნაცნობი საზამთროს მურაბა ბევრისთვის საყვარელი დესერტია.მაგრამ საზამთროს ჯემს იშვიათად თუ აკეთებს ვინმე.სიმართლე გითხრათ, ასეთი გემრიელი და ჰაეროვანი არც ჯემი და არც მურაბა ჯერ არ დამიგემოვნებია.სტატიაში გთავაზობთ უგემრიელეს საზამთროს ჯემის მომზადების წესსა და საჭირო ინგრედიენტებს.

1). 3 კილოგრამი გასუფთავებული საზამთროს კანი;

2). მიხაკი ერთი სუფრის კოვზი;

3). ლიმონი ერთი ცალი;


4).ვანილი 4 შეკვრა'

5). შაქარი 3 კილოგრამი.imageimageimageმაშ ასე: ვამუშავებთ საზამთროს კანს, ვაცლით რბილობს და ვჭრით თხელ ფირფიტებად, რათა ადვილად შევძლოთ ხორცსაკეპ მანქანაში ყველაზე დიდი ზომის ე.წ. " სეტკაში" გატარება. როდესაც კანს გავატარებთ, მოვათავსებთ ალუმინის ქვაბში და დავამატებთ 5 -6 ჩაის ჭიქა წყალს. წყალთან ერთად ვადუღებთ დაახლოებით სამი საათი ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ არ დაიშრობს წყალს.როდესაც მოიხარშება და ოქროს ფერს მიიღებს, ჩავაყაროთ 3 კილოგრამი შაქარი და გადავიტანოთ ქვაბი გამანაწილებელზე და ისევ ნელ ცეცხლზე.როდესაც ადუღდება, იქედან კიდევ ვხარშავთ 2 საათი. დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ვაყრით წვრილად დაჭრილ ლიმონს და მიხაკს მარცვლებიანად. კიდევ ვადუღებთ ნახევარი საათი და ბოლოს, როცა გადმოვდგამთ, მივცემთ 4 შეკვრა ვანილს.

წინასწარ გამზადილი გვაქვს სტერილური ქილები და ცხელ ჯემს ვათავსებთ ქილებში, რომელსაც პერგამენტულად ეფარება სახურავი.და აი, ყველაზე მარტივი და ყველაზე გემრიელი ჯემი მზადაა. გემრიელად მიირთვით.image

0
927
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
927
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0