x
image
პროფესორი
Mediator image
ცხოვრების 25 კანონზომიერება

1. ძებნის დაწყება საჭიროა ყველაზე შეუფერებელი ადგილიდან. /ძიების კანონი/
2. საქმის საჭიროებისამებრ შესასურლებლად დრო ყოველთვის საკმარისი არ არის, მაგრამ მის გადასაკეთებლად დრო ყოველთვის გამოიძებნება. /მესკიმენის კანონი/
3. რთული დავალების შესრულება დაავალეთ ზარმაც თანამშრომელს — ის უმარტივეს გზას მოძებნის. /ჰლეიდის კანონი/
4. მისთვის, ვისაც უყვარს ძეხვი და პატივს სცემს კანონს, ნამდვილად არ ღირს იმის ნახვა, თუ როგორ კეთდება ერთი, ან მეორე. /ძეხვის პირნციპი/
5. გუნდში მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას იძლევა სხვას დააბრალოთ დანაშაული. /ფინგეილის მერვე წესი/
6. თქვენ ყოველთვის გექნებათ დროის ან ფულის უკმარისობა. /ლერმანის კვლევა/
7. საქმის პირველ 90%-ს მიაქვს დროის 10%, ხოლო ბოლო 10%-ს — დარჩენილი დროის 90%. /პროექტის შესრულების ვადების წესი/
8. როცა არ უნდა მოიჭრათ ფრჩხილები, ერთი საათის შემდეგ ისინი დაგჭირდებათ. /უიტენის კანონი/
9. როცა დადგება ხეზე დაკაკუნების საჭიროება — აღმოაჩენ, რომ სამყარო შედგება ალუმინისა და პლასტმასისაგან. /ფლაგის კანონი/
10. ვისაც შეუძლია — აკეთებს. ვისაც არ შეუძლია — ასწავლის. დამატება სტუდენტებისთვის: ვისაც არ შეუძლია სწავლა — ასწავლის, როგორ ისწავლონ. /ბ. შოუს კანონი/
11. ნებისმიერი ბრძანება, რომელიც შეიძლება არასწორად იქნეს გაგებული, გაგებულია არასწორად. /სომხური აქსიომა/
12. ადამიანები თანახმანი არიან შეასრულონ ნებისმიერი სირთულის სამუშაო, რომლის შესრულების აუცილებლობა უკვე აღარ არსებობს. /ზიმერგის კანონი ნებაყოფლობითი შრომის შესახებ/
13. გამოცდილება მწყობრიდან გამოყვანილი მოწყობილობის პირდაპირპროპორციულად იზრდება. /ჰორნერის პოსტულატი/
14. არასოდეს გამოდის რაიმე ერთის კეთება. /ჰარდინის კანონი/
15. ვერანაირი ნიჭი ვერ გადალახავს დეტალებისადმი ინტერესს. /ლევის მერვე კანონი/
16. ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ ერთი საათი აქვს, დარწმუნებით იცის რომელი საათია. ადამიანმა, რომელსაც რამოდენიმე საათი აქვს, არაფერში არ არის დარწმუნებული. /სეგალის კანონი/
17. ის, რასაც დიდი ხნის მანძილზე ინახავთ, შეგიძლიათ გადააგდოთ. როგორც კი გადააგდებთ, ის მაშინვე დაგჭირდებათ. /რიჩარდის ურთიერთდამოკიდებულების წესი/
18. წინასწარ ვერ განსაზღვრავ, ბუტერბროდის რომელ მხარეს უნდა წაუსვა კარაქი. /ბუნების თავისებურების კანონი/
19. უფრო მაღალზნეობრივი ჩვეულებრვ არიან ისინი, ვინც ამოცანის გადაჭრისგან ყველაზე შორს დგანან. /ალინსკის პრინციპი/
20. ეკონომისტებში რეალური სამყარო ითვლება განსაკუთრებულ შემთხვევად. /ჰონგრენის დაკვირვება/
21. ყოველ ქმდებაზე არსებობს მისი საწინააღმდეგო კრიტიკა. /ჰარისონის პოსტულატი/
22. ვინც ყველაზე ნაკლებს იხდის, ყველაზე მეტი პრეტენზია აქვს. /დრიუს პროფესიონალური პრაქტიკის კანონი/
23. სათამაშო, რომელიც არ ტყდება, კარგია სხვა სათამაშოების დასამტვრევად. /ვან როის კანონი/
24. ყველა დიდი აღმოჩენა კეთდება შეცდომაზე. /იანგის კანონი/
25. რაც არ უნდა შეგემთხვათ, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი უკვე შეემთხვა თქვენი ახლობლებიდან რომელიმეს, მაგრამ უფრო უარეს ფორმებში. /მიდერის კანონი/
image

0
482
7-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
Mediator image
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0