x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შორენა ბეგაშვილის საყვარელი მამაკაცები და ცხელი რომანები
image
მსახიობი შორენა ბეგაშვილი წარმოშობით რუსთავიდანაა. სკოლის დამთავრების შემდგომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა. თეატრალურ სარდაფში ერთ-ერთ სპექაკლშიც ითამაშა, მოგვიანებით კი "ფლეი ბოისთვის" გაშიშვლდა. ამ ყველაფერს "ღამე შორენასთან" მოჰყვა. ტელეწამყვანის პოპულარობამ პიკს მიაღწია.

ტელეწამყვანი, მსახიობი, ფორომოდელი და სექსსიმბოლოდ წოდებული უკვე წლებია პოპულარობას არ კარგავს, რისთვისაც ენერგიასა და ძალისხმევას არ იშურებს. დიდია ინტერესი მისი პირადი ცხოვრების მიმართ.

შორენას პირველი სიყვარული და მამაკაცი, მისი შვილის მამა და მეუღლე ზურა ბარბაქაძე გახლდათ. "მე და ჩემი მეუღლე კლასელები ვიყავით, ერთმანეთი მეექვსე კლასიდან გვიყვარდა, მაგრამ ჩუმად მაშინ გავიპარეთ, როდესაც მეორე კურსზე ვიყავი"-გვიამბობდა შორენა. წყვილი დაშორდა, მიზეზად კი ღალატი სახელდება. როგორც ყოფილი მეუღლე ამტკიცებს, მას შორენასთვის არ უღალატია, როგორ ვუღალატებდი, როდესაც მასზე მაბოდებდაო. შორენა კი ამტკიცებს, რომ მეუღლის ღალატს ვერ შეეგუა, ერთი პერიოდი აპატია, თუმცა ასე ცხოვრების გაგრძელება ვეღარ შეძლო.image

შორენა ბეგაშვილს რომანი ჰქონდა დავით ბაგრატიონთან. ერთმანეთი შარდენზე, ერთ-ერთ კაფეში გაიცვნეს. შორენას ის თავდაპირველად არ მოსწონება, თუმცა საბოლოოდ ბაგრატიონმა მაინც მოიგო მისი გული. როგორც შორენამ გადაცემა "სიმართლის დროში" განაცხადა ის მსახიობთან ურთიერთობას მაშინაც ცდილობდა, როდესაც ანა ბაგრატიონზე იქორწინა. მეტიც, დავითი შორენას შერიგების სანაცვლოდ მანქანას ჰპირდებოდა და თურმე მას ხელითაც შეეხო.image
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შორენა ბეგაშვილის რომანი ჰქონდა ბიზნესმენ მამუკა ფიფიასან, რომელმაც მსახიობს დაცვაც კი აუყვანა. "ეგრევე მოვიხიბლე და შემიყვარდა. ყველაფრით მომხიბლა. შარმით, აზროვნებით, ქალურობით"-განაცხადა ბიზნესმენმა. ფიფია ფილმების დაფინანსებასაც აპირებდა, რომელშიც შორენა ბეგაშვილი ითამაშებდა. როგორც გაირკვა ბიზნესმენი მეუღლეს არ დაშორებია და შორენას სწორედ მისი კაპიტალით ანებივრებდა. წყვილი დაშორდა.

image


შორენას ბოლო სიყვარული ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე გახლდათ. ირაკლის მეუღლე და შვილები ჰყავს. როგორც ამბობენ, ბიზნესმენის მეუღლემ შორენას მანქანის მინები ჩაუმსხვრია. დიდი სკანდალების ფონზე ირაკლი შორენას სასიყვარულო ვიდეოებს უძღვნიდა და მას ბინაც აჩუქაო.image

0
1990
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1990
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0