x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
27 სექტემბერს მთვარის სრული დაბნელება მოხდება. რას უნდა ველოდოთ?

image

წლევანდელი წლის 27 სექტემბერს მთვარესთან დაკავშირებული სამი მნიშვნელოვანი მოვლენა ემთხვევა ერთმანეთს. აღნიშნულ ინფორმაციასCNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, 27 სექტემბერს მოსალოდნელია მთვარის სრული დაბნელება და დიდმთვარეობა, რასაც ემთხვევა აზიაში შემოდგომის ფესტივალის ჩატარება, რომელიც ასევე "მთვარის ფესტივალის" სახელითაა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მთვარის ფესტივალი მთვარის მერვე თვის მე-15 დღეს აღინიშნება. ჩინეთსა და აზიის ქვეყნების ნაწილში სჯერავთ, რომ ამ დღეს, წლის ყველაზე ელვარე მთვარე ანათებს.
გავრცელებული ცნობით, 30 წლის განმავლობაში პირველად 27 სექტემბერს, მთვარის დაბნელება და მთვარის დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვევა.
ჩინეთის მეტეოროლოგიური ცენტრის ადმინისტრაციის ცნობით, დიდი მთვარე 28 სექტემბერს უფრო ახლოს იქნება ჩინეთთან ვიდრე 27 სექტემბერს, თუმცა სხვაობა შეუიარაღებელი თვალით დიდად შესამჩნევი არ იქნება.
ავიაკომპანია Spring Airlines, მთვარის მოძრაობის შესაბამისად რამდენიმე ავიარეისს შეასრულებს.
როგორც ცნობილია, დიდმთვარეობა მაშინ ხდება, როდესაც მთვარე თავის ორბიტაზე მოძრაობისას, ყველაზე ახლოს მოდის დედამიწასთან.
გავრცელებული ცნობით, 27 სექტემბერს მთვარე 14%-ით დიდი და 30%-ით ნათელი იქნება.
ნასა-ს ინფორმაციით, ამერიკის, ევროპის, აფრიკის, დასავლეთ აზიის ქვეყნების ნაწილში და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით, მთვარის დაბნელებისთვის თვალის დევნება 27 სექტემბერს დილის 8:11 წუთზე იქნება შესაძლებელი.
მთვარის სრული დაბნელება დილის 10 საათსა და 11 წუთზე მოხდება, რაც საათსა და 12 წუთი გასტანს.
დიდმთვარეობისა და მთვარის დაბნელების მორიგი დამთხვევა 2033 წელს არის მოსალოდნელი.





ეს იშვიათი, ზოგიერთათვის კი ზებუნებრივი მოვლენა, ხდება მაშინ, როცა მთვარე დედამიწის მიერ წარმოქმნილ კონუსურ ჩრდილში შედის. ამ მოვლენის თეორიულად მაქსიმალური დრო 108 წუთს შეადგენს. ასეთი ხანგრძლივი დაბნელებები მოხდა 1859 წლის 13 აგვისტოს, ასევე 2000 წლის 16 ივლისს.
– აღსანისნავია, რომ მთვარის ნებისმიერი დაბნელებისას მთვარე თვალთახედვიდან მთლიანად არ ქრება, არამედ ხდება მუქი-წითელი. ეს იმით აიხსნება, რომ მთვარე, სრული დაბნელების დროსაც განათებულია. მზის სხივები, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებს ეხებიან გაბნევას განიცდიან და ნაწილობრივ მთვარესაც აღწევენ. სწორედ ამით აიხსნება მთვარის უცნაური შეფერილობა.
– მთვარის სრული დაბნელების დროს მის ზედაპირზე ყოფნა რომ შეგვძლებოდა, მაშინ ჩვენ მზის სრულ დაბნელებას დავინახავდით, ანუ მზის დაბნელებას დედამიწით.



საინტერესოა, რომ 1504 წელს, იამაიკაზე ყოფნის დროს ქრისტეფორე კოლუმბი და მისი თამხლები პირები შიმშილით სიკვდილისგან მთვარის დაბნელებამ გადაარჩინა. კოლუმბის მცდელობა ადგილობრივი ინდიელებისთვის საკვები გამოერთმია, უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა მან იცოდა, რომ 1504 წლის 1 მარტს მთვარის დაბნელება იქნებოდა და კოლუმბი ადგილობრივ ბელადებს “დაემუქრა”, რომ მათ “მთვარეს მოპარავდა”, თუკი ისინი კოლუმბის პროდუქტებითა და სასმელი წყლით მომარაგებაზე უარს იტყოდნენ. როგორც კი დაბნელება დაიწყო, ინდიელებს საოცარი პანიკა დაეუფლათ და მათ კოლუმბის მოთხოვნები დააკმაყოფილეს.



რას უნდა ველოდოთ?

მთვარის დაბნელება არის დასრულების, დაწყებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო. მნიშვნელოვანია დაბნელების წინა და შემდგომი ერთი-ორი დღეც. ის ყოველთვის ახდენს რაღაც გავლენას ურთიერთობებზე. მთვარის დაბნელება დაკავშირებულია შინაგან მდგომარეობასთან, ქვეცნობიერ პროცესებთან, ემოციურ ბუნებასთან, გამოვლენასთან. მთვარის დაბნელების პერიოდში ემოციური ფონი, გაღიზიანება იმატებს, ორიენტირება რთულდება, შესაძლოა ადამიანმა ისე იმოქმედოს, რომ "ემოციებს აჰყვეს".

მთვარის დაბნელების პერიოდში ჩვენ სპონტანურები ვართ, ემოციურ საჭიროებებზე ვფიქრობთ, ცვლილებების სურვილი გვიძლიერდება, ვიცვლებით, უფრო სწრაფად ვიწყებთ გადაადგილებას, დაღლილობას ვგრძნობთ, გვაქვს განცდა, რომ დროში ვიწვებით, ემოციური კრიზისი გვაქვს.

0
349
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0