x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის გაბრაზებაა საშიში?
image

თუ ვინმეზე ნაწყენი ხართ და სამაგიეროს გადახდა გსურთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა იმალება მის შინაგან სამყაროში და რას მოგიტანთ მასთან დაპირისპირება.








ვერძი




image

ხშირად გაურბის კონფლიქტურ სიტუაციებს. არ არის ბოროტი, მაგრამ მისი გაბრაზება საშიშია. გაფრთხილებთ, მას თქვენს ნეგატიურ დამოკიდებულებაზე სწრაფი და დაუნდობელი რეაქცია ექნება. ის გულს გატკენთ, პირში მოგახლით ყველაფერს და მერე გაგეცლებათ. თუმცა, გულში წყენას დიდხანს არ ატარებს და არც შურისძიებას დაიწყებს.





კურო

image


მოქმედება გააზრებულად და აუჩქარებლად უყვარს, იძლევა პრაქტიკულ რჩევებს და არ არის მლიქვნელი. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა არც ისე ადვილია, მაგრამ თუ ერთხელ აიცრუა თქვენზე გული, ჩათვალეთ, რომ მისთვის აღარ არსებობთ და მეორე შანსი არ მოგეცემათ.







ტყუპები

image

არამყარი ბუნებით გამოირჩევიან და არც გრძნობებს მალავენ. მათთვის სიამოვნების მინიჭება ძალიან ადვილია, თუმცა შურისძიებაში ნამდვილად ვერ შეედრებით – შეუძლიათ, არა მარტო ჩხუბით, არამედ ინტრიგებითა და ჭორებით გაგითხარონ სამარე. ასე რომ, თუ თქვენს რეპუტაციას უფრთხილდებით, მათთან კონფლიქტს ნამდვილად არ გირჩევთ.



კირჩხიბი

image








ლომი

image

ახასიათებს ხასიათის მოულოდნელი ცვალებადობა. პირად ურთიერთობებში საოცრად ერთგული და მგრძნობიარეა, ამიტომ მისი განაწყენება არ ღირს. თუ ზღვარს გადახვალთ, მათზე საშიში მტერი არ გეყოლებათ. ამიტომ, ნუ იქნებით მასთან მკაცრი, მომთხოვნი და ეცადეთ, სწორად შეაფასოთ მისი მოქმედებები. განსაკუთრებით მოერიდეთ მისი თავმოყვარეობის შელახვას, რადგან ამას ის ცხოვრების ბოლომდე არ გაპატიებთ.






ქალწული


image

მისი გაბრაზება ძალიან ადვილია და არც შურისძიებაზე იხევს უკან. ყველა ძალას იხმარს, რათა სამაგიერო გადაგიხადოთ. მასთან არც მობოდიშება ჭრის და ვერც საჩუქრებით შემოირიგებთ. უბრალოდ, უნდა გახსოვდეთ, რომ მისი გაბრაზება ძვირად დაგიჯდებათ და ამის შემდეგ მას გულს ვეღარ მოულბობთ.







სასწორი

image

ხშირად იბუტება და წყენას ადვილად ვერ ივიწყებს, მაგრამ მისი გულის მონადირება და შემორიგებაც ძალიან ადვილია. სასწორებს არ უყვართ სამაგიეროს გადახდა და არც შურს იძიებენ ვინმეზე. ურჩევნიათ, დიპლომატიური მეთოდებით გაარკვიონ ურთიერთობები და ამით ადვილად აიცილონ თავიდან სკანდალები და გაუგებრობები.











მორიელი

image

სხვების მიმართ ყურადღებიანები იმავეს მოითხოვენ ყველასგან. შესაძლებელია, ისეთ რამეზე დასწყდეთ გული, რასაც თქვენ ყურადღებასაც კი არ მიაქცევდით. თუ გაბრაზდა, უნდა მოერიდოთ, რადგან „მორიელის“ ნაკბენს დიდხანს ვერ მოიშუშებთ.







მშვილდოსანი

image




თუ არ გსურთ, გაანაწყენოთ, ნუ შეუზღუდავთ თავისუფლებას. მშვილდოსანი შურისძიების მოყვარული ნატურაა. მისთვის მთავარია, მიყენებულ წყენაზე სასწრაფო და ადეკვატური პასუხი გაგცეთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად და როდის გამოხატავს ამას. ამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან დელიკატური მიდგომა გმართებთ.









თხის რქა

image

ადვილად ვერ გამოიყვანთ წყობიდან, მაგრამ, თუ ეს მოახერხეთ, დანდობას ნუღარ ელით – ისე გაგანადგურებენ, ვერც წარმოიდგენთ. უყვართ სიტუაციის კონტროლი და შურისძიებისთვის აუცილებლად სხვებს დაიხმარენ. შესაძლოა, თქვენ აღარც კი გახსოვდეთ, რა აწყენინეთ, ის კი ამ წყენას ცხოვრების ბოლომდე არ დაგივიწყებთ.









მერწყული

image

მათი ჭორის სამიზნე თუ გახდით, ჩათვალეთ, რომ თქვენი რეპუტაცია ისე შეილახა, დიდხანს ვეღარ აღადგენთ. მათთვის შურისძიება გართობაა და არა ბოროტების ჩადენის ტოლფასი ქმედება. შეუძლიათ, ერთი ხელის მოსმით დაივიწყონ თქვენთან ურთიერთობაში გატარებული ბედნიერი წუთები, დაგცინონ, დაგამცირონ და ამით თავად მიიღონ სიამოვნება. ამიტომ, ეცადეთ, წყობიდან არ გამოიყვანოთ და მათი სამიზნე არ გახდეთ.






თევზები

image

ერთი შეხედვით მგრძნობიარე, მეგობრული და ნაზი ბუნების მქონე თევზები, სინამდვილეში ძალიან საშიშები ხდებიან, თუ მათ დაუპირისპირდებით. თუ მათ გაბრაზებას გადაწყვეტთ, მათგან უკან დახევას ნუ ელით. გულისტკენის დროს ცდილობენ, ყველა კავშირი და ძალა გამოიყენონ თქვენს გასანადგურებლად. წყენას გულში იტოვებენ და არ არის გამორიცხული, ისეთ დროს „დაგესხან” თავს, როცა არ ელით.


10
3986
11-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
3986
  
2023, 8 აგვისტო, 14:26
მე თხის რქა ვარ და ერთი-ერთში სწერია ჯემზე. როგორც იტვიან 100%-ით მოარტყეს ჩემზე.
2019, 19 მარტი, 0:35
მე კურო ვარ და მარტივად ვბრაზდები და თუ ცოტათი გავბრაზდი მაშინ დიდი არაფერი ხდება და თუ "გავცოფდი" აი მაშინ
უნდა ეშინოდეთ ჩემი იმიტომ ან რტყმას დავუწყებ ან საშინლად დავუყვირებ!
2015, 9 ოქტომბერი, 16:22
ასევე მერწყულიცც რადგან უნამუსო ყოფილა და შურისძიებას სერიოზულად არ უყურებს:))))
2015, 9 ოქტომბერი, 16:21
ასევე თევზებიცც რადაგან არადროს არ იცი რა წამოუქროლებს თავში.:)))
2015, 9 ოქტომბერი, 16:20
არა რა მაინც ყველაზე საშიშI ( მორიელი, თხის რქა და ქალწულია) :)))ასერომ უფრთხილდიით.
2015, 29 სექტემბერი, 17:01
მართლა ასეთი ვარ სასწორი, ხშირად ვიბუტები, მაგრამ დიდხანს ვერ ვახერხებ, ერთი ტკბილი სიტყვა საკმარისია ჩემთვის და ყველა წყენა მავიწყდება :))
2015, 29 სექტემბერი, 11:09
ჩემი " თხის რქა" ნაწილობრივ ასეა, განადგურებს ნამდვილად ვცდილობ და გამომდის კიდეც, ხოლო როგორც კი გავიმარჯვებ მაშინათვე ვივიწყებ. გულში არ ვიდებ. აი კურო ჩემი შვილია და ზუსტი დახასიათებაა. თუ ეწყინა ვინმესგან ის უკვე დაკარგულია მისთვის,რამდენადაც ძნელად გამოდის მწყობრიდან ,იმდენად პატიება უჭირს.
2015, 24 სექტემბერი, 14:24
დამავიწყდა თარგმნა ან ვთარგმნე და გამომრჩა
2015, 24 სექტემბერი, 14:24
მისთვის გულისტკენა ძალიან ადვილია და შურისძიებისთვის მხოლოდ საკუთარი გეგმით მოქმედებს. პირველ დარტყმას ის თქვენს ღირსებაზე გააკეთებს და ამით გაგრძნობინებთ, რომ თქვენზე ძლიერია. ყველაფერს მოიმოქმედებს, რათა თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნოთ.
2015, 24 სექტემბერი, 14:05
კირჩხიბზე არაფერს იტყვით?! (თუ ტექსტი მე არ გამიხსნა)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10