x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფრანგული ფუნთუშები საუზმისთვის
ფრანგული ფუნთუშები საუზმისთვის


მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:


საფუარიანი ფენოვანი ცომი – 500 გრ.
ქიშმიში – 200 გრ.

ფქვილი – 2 ს.კ.
კვერცხის გული – 1 ცალი


ვანილიანი შაქარი – 0, 5 შეკვრა


შაქარი – 0, 5 ჭიქა

წყალი – 0, 5 ჭიქა


მასალა კრემისთვის:


300 მლ. რძე
100 გრ. შაქარი
0, 5 შეკვრა ვანილი
2 ს. კ. ფქვილი
1 კვერცხი


მომზადება:


1. მოხარშული კრემის მოსამზადებლად: ათქვიფეთ შაქარი, ვანილიანი შაქარი და კვერცხი > დაუმატეთ ფქვილი და კარგად ათქვიფეთ.

2. გააცხელეთ რძე (არ აადუღოთ) > ათქვეფილ მასაში რძე ნელი ნაკადით ჩაასხით, თან სულ ურიეთ > ჩასხმას რომ დაამთავრებთ, დადგით ნელ ცეცხლზე და მორევა გააგრძელეთ > კრემი რომ გასქელდება (კოვზიდან არ უნდა იღვრებოდეს), ცეცხლიდან გადმოდგით.

3. ვიდრე კრემი გაცივდება, მოამზადეთ ქიშმიში: ჩაყარეთ თასში და დაასხით ადუღებული წყალი, ისე რომ სრულად დაფაროს > წყალი რომ გაცივდება, კარგად გადაწურეთ > დაუმატეთ ცოტა ფქვილი და კარგად აურიეთ.

4. გააბრტყელეთ ცომი > წაუსვით გაციებული კრემი (ერთ მხარეს, კრემი ბოლომდე არ წაუსვათ, რომ გვერდი დაამაგროთ > კრემზე თანაბრად გაანაწილეთ ქიშმიში > გააკეთეთ ხვეული > კრემისაგან თავისუფალ, გვერდით ზოლს წაუსვით წყალი და გვერდი დაამაგრეთ.

5. მჭრელი დანით, ხვეული დაჭერით 2 სმ-იან რგოლებად > დააწყეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე > ზემოდან გადაუსვით წყალნარევი, ვანილიანი კვერცხის გული > გამზადებული თუნუქის ფირფიტა 15-20 წუთი გააჩერეთ, რომ ცომი ამოვიდეს > შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.

6. ფუნთუშებმა რომ იპრიალოს, ღუმელიდან გამოღებისთანავე სიროფი გადაუსვით.

სიროფის მომზადება: ნახევარ ჭიქა წყალში, ნახევარი ჭიქა შაქარი გაადნეთ და წამოადუღეთ.

0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0