x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ღარიბი საქმროს ისტორია

ღარიბი საქმროს ისტორია

ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ადამიანმა ცხოვრებაში უნდა გადაჭრას - საკუთარი მეორე ნახევრის მოძებნაა. ამ რთული სიტუაციაში, ყველას საკუთარი მიდგომა აქვს. ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელიც მის გვერდით იქნება, ყოველთვის გვერდში დაუდგეს რთულ სიტუაციაში, ზოგი იუმორის გრძნობას ან დამყოლ ხასიათს ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ, არიან ისეთებიც, ვინც ყველაფერზე მაღლა ფულს აყენებს. სწორედ მათზე მინდა გესაუბროთ, უფრო სწორედ, მოგიყვეთ ისტორია, რომელიც იმის მტკიცებულებად გამოდგება, რომ ადამიანში, ყველაზე მთავარი მისი შინაგანი სამყაროა და არა მწვანე კუპიურების რაოდენობა მის საფულეში. რადგან სოციალური მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს, ხოლო პიროვნული თვისებები, სამუდამოდ, უცვლელი რჩება.

********************


ძალიან ღარიბ ახალგაზრდას შეუყვარდა მდიდარი კაცის შვილი და ცოლობა სთხოვა. მას რომ მოუსმინა, გოგონამ უპასუხა:
— ჩემი ყოველდღიური ხარჯი, შენი ერთი თვის ხელფასის ტოლია. ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია. მე არ შემიყვარდები და ამიტომ, უმჯობესია ისეთი ვინმე მოძებნო, ვინც უფრო მეტად შეესაბამება შენს წრეს.
მან ვერ შეძლო მისი დავიწყება, ამიტომ ცოლი არ მოიყვანა.

გავიდა 10 წელი. ისინი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, ერთ წვეულებაზე. ახალგაზრდა ქალმი, მას დანახვისთანავე გამოელაპარაკა:
— გამარჯობა! იცი, მე გავთხოვდი. ჩენს ქმარს დიდი ხელფასი აქვს. ის ათობით ათას დოლარს გამოიმუშავებს, თან ძალიან ჭკვიანი და ლამაზია.
ახალგაზრდა კაცს არ ესიამოვნა ამის მოსმენა, თავისი ოცნების ქალისგან. ამ დროს, მათ ქალის ქმარი მიუახლოვდათ და მამაკაცს მიმართა:
— სერ, თქვენც აქა ხართ? მოგესალმებით! გაიცანით, ეს ჩემი მეუღლეა.
ახალგაზრდა კაცმა თავი დაიქნია და წავიდა. ხოლო კაცმა ცოლს უთხრა:
— ეს ჩემი უფროსია. ის არის, იმ მრავალმილიონიანი პროექტის მფლობელი, მე რომ გიყვებოდი. ის წარმოუდგენლად კეთილი ადამიანია, მაგრამ მის თვალებში მუდმივად სევდაა დაბუდებული. ამბობენ, რომ ოდესღაც, მას ერთი გოგონა უყვარდა, რომელმაც უარი უთხრა ცოლობაზე. წარმოიდგინე, მისთვის თანხმობა რომ მიეცა, როგორი ბედნიერი იქნებოდა ის, ამ ადამიანთან.
ახალგაზრდა ქალს ქმარი ელაპარაკებოდა, ის კი ამ დროს, თავის “წარსულს" ვერ აცილებდა თვალს, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად შორდებოდა მას.

3
505
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
505
  
2015, 24 სექტემბერი, 18:03
მაპატიეთ, მაგრამ რაღაც მშრალი და არადამაჯერებელი იყო, რატომღაც არ მომეწონასავით
2015, 24 სექტემბერი, 9:20
მარტო ქალები არ არიან ასეთები. კაცებიც ეძებენ მდიდარ და სახლ-კარიან საცოლეებს :D
2015, 23 სექტემბერი, 23:41
აესეთები ხართ ქალები აი :)
0 1 3