x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გლდანის პატიმრის დღიური - 27,05,2011

image


დილაა, ყავას ხარბად ვწრუპავ და ღრმა ნაფაზებით ჩამყავს სიგარეტი ბოლოში. ვფიქრობ, რამდენი პრობლემა შევუქმენი ჩემს ოჯახს, ჩემი პოლიტიკაში ფათურით, დედაჩემსაც ვიცი დღე დღეზე გამოუშვებენ სამსახურიდან. თუმცა სხვაგვარად მოქცევა არ შემიძლია, არ შემიძლია შვიდი ნოემბრის, გურამ შარაძის თუ ჟვანიას სიკვდილის, ქუჩებში ნაწამები და დახვრეტილი ბიჭების, ინტელიგენციის ჩარეცხვის და ერის მიზანმიმართული გადაგვარების მცდელობის პირობებში. არ შემიძლია ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება და რა ვქნა. ვხედავ ჩემს გვერდით გაჭირვებულ, გაუბედურებულ ხალხს, ვერ ვხედავ წინსვლას და ამიტომ ვარ იქ სადაც ვარ.არ ვნანობ არცერთი წუთით.

ჩავიცვი და გარეთ გავედი, თითქოს მზემ გამოანათა, ავედი ქრთული პარტიის ოფისში, მინდია ვნახე, ჩემი კლასელი ვისაუბრეთ, ვიცინოდით, საქმე ისე მიდის, რომ 25 მაისის ბრიფინგის მერე, ალბათ დაგიჭერენ შენ და მამუკასო, იძახდა ხუმრობით, ვიცი ხუმრობდა თორემ არც თვითონ ეშინია არაფრის. კიდევ ერთხელ გადავხედე მაესტროზე გასულ სიუჟეტს ბურების ჩამოსახლების თემაზე. სერიოზული აჟიოტაჟი, მოჰყვა ნაცები განაწყენდნენ, სწორედ ამის მერე დაიწყო, კეთილისმსურველთა ზარები.

რამდენიმე კვირის წინ ლალი გოგოჭურმა მე და გოგა მოსიაშვილს ვანო ნინოშვილი გაგვაცნო გამოგადგებათ პარტიაშიო, წყნარი ტიპია დაახლოვებას ცდილობს პარტიის ოფისის მოძებნაში გვეხმარება. გოგა თბილისიდან არ ჩამოსულა, ქალაქში რთული მდგომარეობაა, ხალხი ნაცემი, დაჩეხილი და დაკარგულია, ზოგს სად პოულობენ გარდაცვლილს და ზოგს სად. სააკაშვილის სისასტიკემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უკვე საღამოა გოგას ველაპარაკე რამდენიმე დღეში ჩამოვა და პარტიისთვის ოფისის ძებნას გავაგრძელებთ. ვერ გადამიწყვეტია ვუთხრა თუ არა ანონიმური ზარების შესახებ ალბათ უნდა ვუთხრა.

ეს დღეც გავიდა, ვნახოთ რას მოიტანს ხვალინდელი დღე.

0
308
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0