x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ლაგოდეხის ნაკრძალი
image
"ორბი რომ ბუდობს, ჩანჩქერიც გადმოქუხს ლაღი, წყლიანი"...
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას სწორედ ჩანჩქერებისა და ფრინველების სანახავად უნდა ეწვიოთ. ალაპური იალაღების თავზე მთის არწივები, ბატკანძრები და ორბები დალილვლივებენ, აქ მობინადრე როჭო და შურთხი კი ის ფრინველებია, რომლსაც მხოლოდ კავკასიაში შეხვდებით. თუ გინდათ იხილოთ როგორ გადმოქუხს ლაღი და წყლიანი ჩანჩქერები, შრომისხევსა და ნინოსხევს ფეხით უნდა შეუყვეთ. 7-8 კილომეტრის გავლა არაფრად მოგეჩვენებათ იმ სანახაობასთან შედარებით, რითაც წყალვარდნილები სტუმრებს ეგებებიან. გზაში შეიძლება შველს, ირემს ან გარეულ ღორსაც გადააწყდეთ. ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზეა განფენილი და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მდე მერყეობს. 2850 მეტრზე ასულებს "შავი კლდეების ტბები" დაგხვდებათ, რომლებიც მყინვარის დადნობის შედეგად წარმოიშვა. კლდეებში ჩაგუბებული ტბების სილამაზე მნახველთა გაოცებას იწვევს. გაოცებას იწვევეს ფოთლოვანი ტყეების სამეფოს წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეებიც, რომელთაც საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება და ის ფაქტიც, რომ აქ ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია, საიდანაც 7 საკუთრივ მხოლოდ ლაგოდეხში გვხვდება.


image


ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები


(ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი)

/შეიქმნა 1912 წ./



ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის დაარსება უკავშირდება პოლონელი მოყვარული ნატურალისტის - ლუდვიგ მლოკოსევიჩის სახელს. დიდგვაროვანი წარმოშობის გადამდგარი ოფიცერი რუსეთის ხელისუფლებამ იძულებით გადაასახლა ლაგოდეხში, სადაც მან უბრალო მეტყევედ დაიწყო მუშაობა. 1875 წელს მლოკოსიევიჩს დაებადა ეჭვი, რომ ლაგოდეხის მთებში მობინადრე როჭო ევროპულისგან განსხვავდებოდა. ამ ეჭვის გასამყარებლად მან რამდენიმე ინდივიდი გაუგზავნა იმ დროის მოწინავე ბიოლოგებს, რითაც ახალ აღმოჩენას დაუდო საფუძველი. 1889 წელს ლუდვიგ მლოკოსევიჩმა რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე პირველად დასვა საკითხი ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების შესახებ. აკადემიამ ლაგოდეხში ამ საკითხის შესასწავლად მიავლინა იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნიკოლოზ ივანეს ძე კუზნეცოვი. მან, ლუდვიგ მლოკოსევიჩთან ერთად, ლაგოდეხის რეგიონში მოაწყო რამდენიმე ექსპედიცია.

image

ექსპედიციის შედეგად გაირკვა, რომ ლაგოდეხის ხეობაში არსებული მცენარეული საფარი წარმოადგენს მესამეული ფლორის იშვიათ მცენარეებს, რომელთა უმრავლესობა არის ვიწრო, ლოკალური, ენდემური სახეობები. გეოგრაფიული საზოგადოებისა და მეცნიერებათა აკადემიის შუამდგომლობით, ლაგოდეხის ხეობა 1912 წელს გამოცხადდა ნაკრძალად და ამ ტერიტორიაზე აიკრძალა ხის ჭრა, ნადირობა და საქონლის ძოვება. 2003 წლიდან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია როგორც ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი (19, 749 ჰა), ასევე ლაგოდეხის აღკვეთილი (4, 702 ჰა). ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სისტემისათვის დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი. თუმცა, სიმაღლეთა შორის დიდი სხვაობის გამო, შეიმჩნევა ლოკალური კლიმატური პირობების მკვეთრი სხვადასხვაობა. შედარებით მაღალ სიმაღლეზე კლიმატი ზომიერად ტენიანია, ხასიათდება ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, მაგრამ გრილი ზაფხულით. დაცული ტერიტორიების ქვედა ზონებში აღინიშნება შედარებით რბილი კლიმატი ნაკლებად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი ცხელი ზაფხულით.

image






ბიომრავალფეროვნება


ბიოლოგიური მრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი კავკასიის რეგიონში და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) იდენტიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური ეკო-რეგიონი (კავკასიური შერეული ტყეების ეკო-რეგიონი), ძირითადი ორნიტოლოგიური ტერიტორია Important Bird Area (GE024) და საერთაშორისო კონსერვაციის (Conservation International) მიერ - როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ასევე აღიარებულია, როგორც „ზურმუხტის ქსელის“ პოტენციური კანდიდატი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ბუნების დაცვასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად ასევე კვალიფიცირდება Natura 2000-ისათვის. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 1, 100 სახეობის მცენარეა, მათ შორის, დენდროფლორა 130-მდე სახეობითაა წარმოდგენილი. ტყის სარტყელი ხასიათდება დიდი ბიომრავალფეროვნებით, სადაც ტყის ქვედა ზონაში გვხვდება რცხილნარი, მუხნარი მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარ-წიფლნარები. ზღვის დონიდან 850 მ-დან 1700 მ-მდე ძირითადად წიფლის ტყეებით არის წარმოდგენილი, სადაც წიფელთან ერთად შერეულია რცხილა, ქართული მუხა, იფანი, ცაცხვი და სხვა. 1, 800 მეტრის ზევით წიფლის სარტყელს მოყვება სუბალპური ტყეების სარტყელი, სადაც წიფელთან ერთად გვხვდება მაღალმთის მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, ლიტვინოვისა და მეჭეჭიანი არყი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ენდემიზმის დონე გასაოცარია. ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ამ უკანასკნელთაგან 7 კახეთის, პრაქტიკულად კი თავად დაცული ტერიტორიის ვიწრო ენდემს წარმოადგენს, რომელთაგან აღსანიშნავია მრგვალი წამალა, იულიას ფურისულა, ლაგოდეხის ნაღველა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, კეცხოველისა და ლაგოდეხის თეთრყვავილა. საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებიდან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება კაკალი, წაბლი, მაღალმთის მუხა, ლაფანი, უთხოვარი, კავკასიური ხურმა. ლაგოდეხი განთქმულია თავის საუკეთესოდ შემონახული ტყეებით, რომელთა დიდი ნაწილი სრულიად ხელუხლებელია, მათ შორისაა წიფლისა და რცხილას ნაკლებად სახეცვლილი (ხელუხლებელი) ტყეები. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის სამყარო ძალზე მდიდარია. სამყარო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებითა და იშვიათობით. ფრინველებიდან კავკასიის ენდემური სახეობებია: საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი, მსხვილი ძუძუმწოვრებიდან საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილია - აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, არჩვი, დათვი, ფოცხვერი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვრების 40% ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ბინადრობს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 1, 100 სახეობის მცენარეა, მათ შორის, დენდროფლორა 130-მდე სახეობითაა წარმოდგენილი. ტყის სარტყელი ხასიათდება დიდი ბიომრავალფეროვნებით, სადაც ტყის ქვედა ზონაში გვხვდება რცხილნარი, მუხნარი მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარ-წიფლნარები. ზღვის დონიდან 850 მ-დან 1700 მ-მდე ძირითადად წიფლის ტყეებით არის წარმოდგენილი, სადაც წიფელთან ერთად შერეულია რცხილა, ქართული მუხა, იფანი, ცაცხვი და სხვა. 1, 800 მეტრის ზევით წიფლის სარტყელს მოყვება სუბალპური ტყეების სარტყელი, სადაც წიფელთან ერთად გვხვდება მაღალმთის მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, ლიტვინოვისა და მეჭეჭიანი არყი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ენდემიზმის დონე გასაოცარია. ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ამ უკანასკნელთაგან 7 კახეთის, პრაქტიკულად კი თავად დაცული ტერიტორიის ვიწრო ენდემს წარმოადგენს, რომელთაგან აღსანიშნავია მრგვალი წამალა, იულიას ფურისულა, ლაგოდეხის ნაღველა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, კეცხოველისა და ლაგოდეხის თეთრყვავილა. საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებიდან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება კაკალი, წაბლი, მაღალმთის მუხა, ლაფანი, უთხოვარი, კავკასიური ხურმა. ლაგოდეხი განთქმულია თავის საუკეთესოდ შემონახული ტყეებით, რომელთა დიდი ნაწილი სრულიად ხელუხლებელია, მათ შორისაა წიფლისა და რცხილას ნაკლებად სახეცვლილი (ხელუხლებელი) ტყეები. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის სამყარო ძალზე მდიდარია. სამყარო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებითა და იშვიათობით. ფრინველებიდან კავკასიის ენდემური სახეობებია: საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი, მსხვილი ძუძუმწოვრებიდან საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილია - აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, არჩვი, დათვი, ფოცხვერი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვრების 40% ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ბინადრობს.image


მლოკოსევიჩის იორდასალამი


ვიწრო ლოკალური ენდემი (ლაგოდეხი-ზაქატალა)







image


Primula Juliae - იულიას ფურისულა
ვიწრო ლოკალური ენდემი (ლაგოდეხი - ზაქათალა)- 1 ლოკაცია დაღესტანშიც ნახეს, უყვარ ტენიანი ადგილები, იზრდება ჩანჩქერების კლდიან კედლებზე. ლუდვიგ მლოკოსევიჩმა აღმოაჩინა და თავისი ქალიშვილის - იულიას სახელი უწოდა






image


Taxus baccata


ირიცხება საქართველოს წითელ ნუსხაში






image



დეკა - Rhododendron caucasicum

კავკასიის ენდემი






image


ლაგოდეხის თეთრყვავილა - Galanthus lagodekhianus

კავკასიის ენდემი






image


მრგვალი წამალი (Gymnospermium smirnowii)

კახეთის ენდემი





image










ჰავა


ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სისტემისათვის დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი. თუმცა, სიმაღლეთა შორის დიდი სხვაობის გამო, შეიმჩნევა ლოკალური კლიმატური პირობების მკვეთრი სხვადასხვაობა. შედარებით მაღალ სიმაღლეზე კლიმატი ზომიერად ტენიანია, ხასიათდება ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, მაგრამ გრილი ზაფხულით. დაცული ტერიტორიების ქვედა ზონებში აღინიშნება შედარებით რბილი კლიმატი ნაკლებად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი ცხელი ზაფხულით.ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უდაბლეს და უმაღლეს წერტილებს შორის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3, 500 მ-მდე მერყეობს, რაც განაპირობებს მნიშვნელოვან განსხვავებებს ნალექების ოდენობასა და საშუალო წლიურ ტემპერატურას შორის. ადგილობრივი კლიმატური პირობებიდან ქვედა ზონებისათვის დამახასიათებელია შედარებით ტენიანი, ნაკლებად ცივი და შედარებით ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ცხელი ზაფხული, ხოლო ალპურ ზონებში კლიმატი ზომიერად ტენიანია ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, მაგრამ გრილი ზაფხულით. ქ.ლაგოდეხისა და დაცული ტერიტორიების ქვედა ზონაში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 1, 100 მმ-ია და სიმაღლის ცვლასთან ერთად იზრდება, ხოლო დაცული ტერიტორიების უმაღლეს წერტილში 2, 000-2, 200 მმ-საც აღწევს. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა მოდისაპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში, ხოლო მინიმალური – დეკემბერსა და იანვარში. წელიწადში საშუალოდ 133 წვიმიანი დღეა. თოვლის სტაბილურისაფარი მაღალ ზონებში ნოემბრიდან შეინიშნება და მაისამდე დევს (ე.ი. წელიწადში დაახლოებით 160 დღისგანმავლობაში). ქ.ლაგოდეხში საშუალო წლიური ტემპერატურა 12–13°C ფარგლებშიმერყეობს, ხოლო 3, 500მ.ზღ.დ - 0.3--3.2°C. ტემპერატურის აბსოლუტურიმაქსიმუმი ზაფხულში 38°C-ია, ხოლო აბსოლუტურიმინიმუმი ზამთარში – 23°C.image






ტურისტული მარშრუტები

image

ნინოს ხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი - დიდი ჩანჩქერი (საფეხმავლო)



ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან (რეინჯერთა საგუშაგო) და საცალფეხო ბილიკით მიემართება მდინარე "ნინოს ხევის” პარალელურად 3 სთ-ის განმავლობაში. მდინარის ხმაური, პატარ-პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. რამდენიმე ნაბიჯი და თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა - ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს, წყალვარდნილის სიმაღლეა 40 მეტრამდე. გზად ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა. ასევე შესაძლებელია შეხვედრა შველთან, ირემთან, გარეულ ღორსა და მტაცებელ ფრინველებთან.


მარშრუტის ხანგრძლივობაა - ერთი დღე, 4-6 საათი;


სიგრძე - 8-8, 5 კილომეტრი;


სირთულე - საფეხმავლო, საშუალო სირთულის.image

შრომის ხეობის ჩანჩქერი (ანუ როჭოს ჩანჩქერი),
იგივე ე.წ. "ლაგოდეხის" (პატარა) ჩანჩქერი
(საფეხმავლო)

ტური იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და მიემართება ჩრდილოეთის მიმართულებით, ფართო ფოთლოვანი ხეების საფარის ქვეშ, რომელიც გამოირჩევა საუკუნოვანი ხეებით, კლდეებიდან გამონადენი წყაროებითა და მინერალური გოგირდოვანი წყლებით, 2 კმ-ის გავლის შემდეგ გვხვდება პირველი ხიდი მდინარე შრომისხევზე, ხოლო ბოლო 950-მეტრიანი მონაკვეთი კი ხასიათდება ვიწრო გზითა და აღმართით. ბილიკი მიდის მდინარე შრომის ხეობის მიმართულებით. 10-15 წთ-ში გზად რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ (ზ.დ. 400-600 მ.), რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა. 0-15 წთ-ში გვხვდება წიფლნარის შერეულ კორომი (რცხილა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა, წაბლი და სხვა). 5-15 წთ-ში ბილიკი გადაკვეთს მდ."შრომის ხევს” 1 სთ 30 წთ - 2 სთ-ს მანძილზე მიუყვებით პარალელურად მთა "ნინიგორის” მარცხენა ფერდზე, ვიწრო დაკლაკნილი საცალფეხო ბილიკით, საიდანაც მედგრად დაჰყურებთ ხმაურიან მდინარეს, პატარ-პატარა წყალვარდნილებით და უზარმაზარი ლოდებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გაუნძრევლად განისვენებენ ხეობის სიღრმეში. ბოლოს გამაოგნებელი ხმაური, შხეფები, ცისარტყელა და უზარმაზარ მწვანე კლდეებს შორის მოწყვეტით გადმოვარდნილი წყლის მასა, რომელიც 6 მეტრიან წყალვარდნილს (ჩანჩქერი) ქმნის. გზაზე შეილება შეხვდეთ: შველს, ირემს, გარეულ ღორს და სხვადასხვა სახეობის ფრინველს.


მარშრუტის ხანგრძლივობაა - ერთი დღე, 5-6 საათი;


სიგრძე - 7-9, 5 კილომეტრი;


სირთულე - საშუალო.

image


მაჭის ციხე (საფეხმავლო ან საცხენოსნო)



ტური იწყება სოფ.მაწიმში არსებილი საინფორმაციო ცენტრიდან (რეინჯერთა საგუშაგო) და მიემართება მდინარე "ბნელი ხეობის” მიმართულებით.
ბილიკი კვეთს ჯაგრცხილისა და წიფლნარის კორომებს: 20-30 წთ-ში იხილავთ ჯაგრცხილის კორომს, ირგვლივ ხალიჩასავით მოფენილ ხავსებს, რომლებიც თითქოს ქურქივით წამოუსხამთ შიშველ ქვებს. 30 - 40 წთ-ში გაივლით შერეულ წიფლნარებს. 15-20 წთ-ში გადაკვეთთ მდ."ბნელ ხევს” საიდანაც ვიწრო ბილიკით მთის კალთას შეუყვებით. 10-15 წთ-ში იხილავთ საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების მიერ აგებულ ციხე ქალაქს, გარს შემორტყმული გალავნითა და მის შიგნით ჯერ კიდევ ამაყად მდგარი პატარა ეკლესიით,


მიწისქვეშა გასასვლელებით და ოდესღაც იქ მდგარი შენობების ნანგრევებით.
აღნიშნული მარშრუტი არის როგორც საფეხმავლო ასევე საცხენოსნო.


მარშრუტის ხანგრძლივობაა - ერთი დღე


მანძილი - 10.5 კმ, 3-4 სთ, საფეხმავლო და საცხენოსნო


სირთულე - საშუალო.


სავალდებულოა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის თან ქონა, ვინაიდან


გადაადგილება ხდება სასაზღვრო ზოლში.image

"შავი კლდეების ტბა"
(საფეხმავლო ან საცხენოსნო)


ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 10-15 წთ-ში გზად რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ (ზ.დ. 400-600 მ.), რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა. 30-40 წთ-ში გადავკვეთ მდ."ლაგოდეხის ხევს”. 20-30 წთ-ში შევდივართ ახალგაზრდა წმინდა რცხილნარში, რომელიც წიფლნარი ტყის ქარქცევის (1933) შედეგად წარმოიშვა. 15-30 წთ-ში შევხვდებით კახეთის ლოკალურ ენდემს - "სმირნოვის ლეონტიცეს”, რომელიც ადრე გაზაფხულზე ყვავის და როგორც იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნებში. 30 წთ-ში ავდივართ მთაზე, ხელუხლებელ წმინდა წიფლნარის კორომში. 1 სთ-ში ავდივართ სერზე ზ.დ. 1300 მ. სიმაღლეზე და გაუყვებით "ქოჩალოს ქედს”, სადაც ჩრდილოეთის მხარეს შეგვიძლია ვიხილოთ წიფლნარის ტყე, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით შერეული, ფართო ფოთლოვანი ტყე. 2 სთ-ში აღმოჩნდებით სუბალპურ სარტყელში - მაღალმთის ნეკერჩხლის მეჩხერ კორომში. 1 სთ-ში იხილავთ რეინჯერთა სადგომს "მეტეოს”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. მეორე დღეს გზას ვაგრძელებთ ქოჩალოს ქედზე. 1 ს-ში ავდივართ ტყის საზღვარზე ალპურ ზონაში, საიდანაც ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა დააფიქსიროს იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველები კერძოდ: ირემი, არჩვი, ჯიხვი. ასევე ფრინველები როჭო, ინდაური და არწივები. 1 სთ-ში ავდივართ უღელტეხილზე ე.წ."დემიდოვის ნაშლებზე”, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. 1 სთ-ში აღმოვჩნდებით ალპურ მდელოებზე შედარებით ვაკე ადგილებზე, რომლებიც ჯიხვების საძოვრებს წარმოადგენენ. მომდევმო 40 წთ-ში შეგვხვდება გამყინვარების დროინდელი პატარ-პატარა ტბები და ჯადოსნური ბუნების მიერ მოქარგული ჭაობები. 30 წთ-ში ჩვენ წინ გადაიშლება შავი კლდეების ტბა. აღნიშნულ ტურზე ვიზიტორის თვალწინ იცვლება ზღაპრული ბუნება 400-დან 3500 მ. სიმაღლემდე, ხოლო ფრთხილად სიარულის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევა შეხვდეს ცხოველთა სამყაროს იშვიათ წარმომადგენლებს. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ გადაადგილდნენ ცხენებით, შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობა.


მარშრუტის ხანგრძლივობა - 3 დღე;


მარშრუტის სიგრძე - 48 - 50 კმ;


სირთულე - საშუალო.image

image

შავი კლდეების ტბა
- 48 კმ, 3 დღე, საცხენოსნო, საშუალო სირთულის.


ეს ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 30-40 წთ-ში ბილიკი კვეთს მდ."ლაგოდეხის ხევს” და გადადის ახალგაზრდა რცხილნარში, რომელიც წიფლნარი ტყის ქარქცევის (1933) შედეგად წარმოიშვა. 2 კმ-ში ბილიკი ადის სერზე ზ.დ. 1, 300 მ. სიმაღლეზე და მიუყვება "ქოჩალოს ქედს”, სადაც ჩრდილოეთის მხარეს შესაძლებელია წიფლნარი ტყის დანახვა, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით შერეული, ფართო ფოთლოვანი ტყის. ადმინისტრაციიდან 12 კმ-ში მდებარეობს ტურისტული თავშესაფარი "მეტეო”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.
მეორე დღეს გზა მიუყვება ქოჩალოს ქედს. მეტეოდან 2 კმ-ში გზა ადის ტყის ზედა საზღვარზე ალპურ ზონაში, საიდანაც ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა დააფიქსიროს იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველები კერძოდ: ირემი, არჩვი, ჯიხვი. ასევე ფრინველები როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერა და სხვადასხვა არწივები. მეტეოდან 4 კმ-ში ბილიკი აღწევს უღელტეხილს ე.წ. "დემიდოვის ნაშლებს”, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. ბილიკზე გვხვდება გამყინვარების დროინდელი პატარ-პატარა ტბები და ჯადოსნური ბუნების მიერ მოქარგული ჭაობები. ხოლო მეტეოდან 12 კმ-ში (და ადმინისტრაციიდან 48 კმ-ში) იშლება შავი კლდეების ტბა. აღნიშნულ ტურზე ვიზიტორის თვალწინ იცვლება ზღაპრული ბუნება 400 მ-დან 3, 500 მ. სიმაღლემდე, ხოლო ფრთხილად სიარულის შემთხვევაში შესაძლებელია ცხოველთა სამყაროს იშვიათ წარმომადგენლებთან შეხვედრა. ვიზიტორებს საშუალება აქვთ გადაადგილდნენ ცხენებით, შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე, ღამე გაათენონ კარვებში და იქირავონ შესაბამისი აღჭურვილობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს ანუ რუსეთის ფედერაციას შორის.


პირველი დღე - გამგზავრება ადმინისტრაციული ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფრამდე. მანძილი - 11.5 კმ, სიმაღლეთა სხვაობა 1, 350 მ ზ.დ;


მეორე დღე - გადაადგილება ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და უკან. მანძილი - 25 კმ, სიმაღლეთა სხვაობა 900 მ. ზ.დ;


მესამე დღე - გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან ადმინისტრაციულ ცენტრში. მანძილი - 11.5 კმ, სიმაღლეთა სხვაობა 1, 350 მ ზ.დ;დაცულ ტერიტორიაზე



არსებულ ტურისტულ თავშესაფარში 16 ადგილია.

image



image


დამატებითი პროდუქტი



გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ (UNWTO) 2013 წელს შემუშავდა და დაინერგა ახალი ეკოტურისტული პროდუქტი - ეკო-შემეცნებითი ბილიკი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. ბილიკი მდებარეობს ადმინისტრაციის ეზოში ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასimage

2
610
4-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
610
  
2023, 21 ივნისი, 16:50
სერიოზულად?
2019, 28 ივნისი, 2:23
პიკნიკი და კემპინგი რას ნიშნავს?????????
0 1 2