x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მორიგი რეკორდი! მორიგი შოკი! ლევანდოვსკიმ ამჯერად 9 წუთში 5 გოლი გაიტანა...
მიუხენის ბაიერნის თავდასხმელი, ლევანდოვსკი მეორე ტაიმში შემოვიდა

მოედანზე. მან 9 წუთში 5 გოლი გაიტა! ეს არის მისი მორიგი რეკორდი.....


46 წუთის განმავლობაში ის "ზამენის" სკამზე იჯდა, მისი სახელია რობერტ

ლევანდოვსკი. მისი გუნდი მასპინძლობდა ვოლფსბურგს, შეხვედრის 26 წუთზე


დანიელ კალიგიურიმ სტუმრები დააწინაურა. შეხვედრის პირველი ნახევარი

ვოლფსბურგის უპირატესობით დასრულდა (ბაიერნი 0-1 ვოლფსბურგი)

მატჩის მეორე ნახევარი დაიწყო თუ არა, მოედანზე შემოვიდა რობერტ

ლევანდოვსკი, რომელმაც შეცვალა ტიაგო ალკანტარა.


შემოსვლიდან 5 წუთის შემდეგ, ლევანდოვსკიმ 51 წუთზე მოახერხა შეხვედრის

გათანაბრება, აი შემდეგ მოხდა რაც მოხდა, დაუჯერებელი მაგრამ რეალობა,

ლევანდოვსკიმ 59 წუთამდე კიდევ 4 გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს რომ

ბაიერნის სუპერვარსკვლავმა, ვოლფსბურგს 9 წუთში 5 გოლი გაუტანა.(51, 52, 55, 57, 59)

ლევანდოვსკის ამას წინათ საქართველოს ნაკრებთანაც 4 წუთში 3 გოლი ჰქონდა

გატანილი, სადაც ევრო 2016 წლის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპში პოლონეთის

ეროვნულმა ნაკრებმა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 4-0 სძლია.


imageimage

image

image

imageimageimage

image

image








სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




0
568
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0