x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
სახალისო ამბავი, რომელიც ორ დღეში ინტერნეტჰიტად იქცა

image

ეს ამბავი ინგლისში მოხდა და სულ რამდენიმე დღეში მასზე მთელი ქვეყანა საუბრობდა. ცხადია, სახალისო ისტორიას არც სოციალურ ქსელებში შეღწევა და ინტერნეტჰიტად ქცევა გაუჭირდა.

იგი ახალგაზრდა მამაკაცს, ავიაკომპანიის თანამშრომელს, სახელად როჯერ გეის შეემთხვა. ერთხელ როჯერ გეიმ გადაწყვიტა საკუთარი უფლებით ესარგებლა და უფასოდ გაფრენილიყო ლონდონიდან მანჩესტერში.

თვითმფრინავში შესულს თავის ბილეთში მითითებული ადგილი დაკავებული დახვდა. როჯერ გეიმ პრობლემების შექმნას თავი აარიდა და სხვა, თავისუფალი ადგილი დაიკავა.


თვითმფრინავი მალე გაივსო. რამდენიმე წუთის შემდეგ სალონში ავიაკომპანიის წარმომადგენელი ქალბატონი შემოვიდა, რომელსაც მგზავრების სია ეჭირა ხელში. იგი იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ბილეთის მიხედვით როჯერ გეი უნდა მჯდარიყო და იქ მჯდარ მამაკაცს ჰკითხა:

- გეი თქვენ ხართ?

მამაკაცი შეიშმუშნა და დაბალ ხმაზე მიუგო: "დიახ".

ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა:

-სამწუხაროდ თქვენ თვითმფრინავიდან ჩასვლა მოგიწევთ.

როჯერი მიხვდა, რომ მოცემულ რეისზე უბრალოდ არ იყო თავისუფალი ადგილები და მას, როგორც უფასო ბილეთის მფლობელს სხვა რეისით გაფრენა მოუწევდა. ამიტომ წამოდგა და განაცხადა:

- მე ვარ გეი.

შემდეგ ადგა, ჩანთას ხელი მოჰკიდა და გასასვლელად მოემზადა. მოულოდნელად უკანა რიგიდან კიდევ ერთი მგზავრი წამოდგა და გაბრაზებული ხმით განაცხადა:

- მეც გეი ვარ. მეგობრებო, ერთად თუ დავდგებით ვნახოთ ერთი როგორ გაბედავენ ჩვენს აქედან ჩაყრას!





0
906
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
906
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0