x
image
Lerato
ჰობიტონი – ნამდვილი ჰობიტების სოფელი მატამატაში, ახალი ზელანდია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი "ბეჭდების მბრძანებელი" ძირითადად ახალ ზელანდიაშია გადაღებული. მისი თვალისმომჭრელად ლამაზი ბუნების გამო, სპეციალურად ფილმისთვის, ააშენეს ჰობიტონი. თუმცა, გადაღებების დასრულების შემდეგ იდეა გაჩნდა, რომ ჰობიტების სოფელი დაეტოვებინათ, როგორც ტურისტული სანახაობა. და ეს ნამდვილად დიდებული იდეა აღმოჩნდა.


ფილმმა პოზიტიურად იმოქმედა ტურიზმის განვითარებაზე ახალ ზელანდიაში, ჰობიტონი კი საგას ფანებისთვის, საყვარელ ტურისტულ სანახაობად იქცა. სტუმრები თავს ისე გრძნობენ, თითქოს ნამდვილი ჰობიტების სოფელში დადიან. აქვე საძოვრებია ცხვრებისთვის. ზოგადად, ეს ზღაპრული ადგილი განსაკუთრებულ ელფერს მატებს ახალ ზელანდიას, ტურისტებს კი უფრო მეტ მოტივაციას აძლევს ამ საოცარ ქვეყანაში სამოგზაუროდ.


image


image


image


image


სოფლის მშენებლობა 1999 წლის მარტში დაიწყო, ფილმის გადაღება კი – იმავე წლის დეკემბერში, რამაც სამ თვეს გასტანა. ეს ადგილი 2011 წელს ხელახლა ააშენეს მხატვრული ფილმებისთვის: "ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა, " "ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი, " "ჰობიტი: წასვლა და უკან დაბრუნება."

ახლა ეს ადგილი ტურისტული სანახაობაა, სადაც აღმოაჩენთ ჰობიტების საცხოვრებელ ბუნაგებს, ბაღებს, წისქვილს და სასტუმრო "The Green Dragon."



image


image


image


image


მატამატა პატარა სასოფლო-სამეურნეო ქალაქია და პირდაპირ ვაიკატოს რეგიონის გულში მდებარეობს. დაახლოებით 2 საათის მანქანით სავალზეა ოკლენდიდან. ქვემოთ წარმოგიდგენთ უფრო ახლო მდებარე ქალაქებსა და მანქანით მანძილის დაფარვის დროს:


ჰემილტონი – 45 წუთის სავალზე.

როტორუა – 45 წუთის სავალზე.

ტაუპო – საათ ნახევრის სავალზე.

ტაურანგა – 45 წუთის სავალზე.

ვაიტომო – საათ ნახევრის სავალზე.


image


image


image


image


ჰობიტების 37 საცხოვრებელი მღვიმე თავდაპირველად აშენდა დაუმუშავებელი ხისგან, ფიცრებისა და პოლისტიროლისგან. 2011 წელს ხელახლა ააშენეს და ახლა იქ 44 უნიკალური საცხოვრებელია, ლუდის ბარი " The Green Dragon, " წისქვილი, ორ თაღიანი ხიდი და ცნობილი " Party Tree."


image


image


image


image


ამ მიდამოებში ალექსანდერების ოჯახი სახლობს, რომლებიც 1978 წელს გადმოვიდნენ აქ საცხოვრებლად. მათ მფლობელობაში 1250 აკრი (500 ჰექტარი) მიწაა და ტრადიციულად ფერმერობას მისდევენ – მოშენებული ჰყავთ ცხვარი და ძროხა. ამჟამად ამ სასოფლო სამეურნეო ბიზნესს ძმები და მამა უძღვებიან.


image


image


image


მათ საკუთრებაში დაახლოებით 13 000 ცხვარი და 300 ანგუსის ჯიშის ძროხაა. აქედან გამომდინარე, მათთვის ძირითადი შემოსავლის წყაროს ცხვრის ხორცი, მატყლი და საქონლის ხორცი წარმოადგენს. ძმები ცხვრებს ყოველ რვა თვეში ერთხელ პარსავენ.


image


image


image


image


4
501
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
501
  
2015, 30 ოქტომბერი, 18:48
დიდი მადლობა, შაკოშაკო :)
2015, 30 ოქტომბერი, 15:15
მაგარია
2015, 23 სექტემბერი, 11:46
მადლობა, გაიხარე ალექს :)
2015, 23 სექტემბერი, 10:33
კარგია.... დამამსწარი და გავაზიარო მაინც :P
0 1 4