x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ ავიცილოთ თავიდან სასიკვდილო საფრთხე? - მითი და რეალობა

არსებობს უამრავი მითი და მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანად გამოვძვრეთ სასიკვდილო სიტუაციებიდან, თუმცა თუ თქვენ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდით, უმჯობესია ამ წესებიდან რამოდენიმე მათგანს თუ არ დაუჯერებთ.

აი რამოდენიმე მითი, რომლებსაც გამუდმებით ჩაგჩიჩინებენ და რომელთა არსებობაც შეგიძლიათ დაივიწყოთ:



1. თუ გველმა გიკბინათ, ჭრილობიდან უნდა გამოწუწნოთ შხამი, რომ ცოცხალი გადარჩეთ


image


საყოველთაოდ გავრცელებული აზრია, რომ შხამიანი გველის კბენის შემთხვევაში ჭრილობიდან შხამის გამოწუწნა და ყინულის ან ლახტის დადება მსხვერპლს დაეხმარება, თუმცა მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ამ მეთოდებმა შეიძლება მხოლოდ უარესად დაგაზარალოთ, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ ჭრილობის დაბინძურება და ნერვების და სისხლძარღვების დაზიანება.



2. თქვენ დაიხრჩობით მცოცავ ქვიშაში


image


სინამდვილეში ადამიანი შეუძლებელია მოძრავ ქვიშაში დაიხრჩოს, ის უბრალოდ იცურებს მის ზედაპირზე, რადგან ადამიანის სხეული არაა იმდენად მკვრივი, რომ თიხის, ზღვის წყლის და ქვიშის ნარევში ჩაიძიროს. კიდეც რომ იმოძრაოთ, რის გაკეთებასაც ამ დროს არანაირად არ გირჩევთ, თქვენ მხოლოდ წელამდე ჩაიძირებით ქვიშაში. უმჯობესია არ იმოძრაოთ და დაელოდოთ ქვიშა როდის დაცხრება, ამის შემდეგ კი იოლად შეძლებთ იქედან ამოსვლას, საჭიროა მხოლოდ მცირეოდენი მოთმინება.



3. დაჭრის შემთხვევაში უმჯობესია ჭრილობიდან დანა ამოაძროთ


image

თუ თქვენ თავდასხმის მსხვერპლი გახდით (ღმერთმა დაგიფაროთ) და რაიმე ბასრი საგნით დაგჭრეს, უმჯობესია ეს საგანი (იქნება ის დანა თუ სხვა მჭრელი იარაღი) ჭრილობაში დატოვოთ და დაურეკოთ სამაშველო სამსახურს ან სასწრაფო დახმარებას. დანა შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელობის ვენაში ან არტერიაში იყოს მოხვედრილი და მისი გამოძრობის შემთხვევაში ძლიერი სისხლდენა დაიწყოს, რომლის შეჩერებაც ძალზე რთული იქნება.



4. თუ უდაბნოში წყალი გაგითავდათ, შეგიძლიათ კაქტუსიდან გამოწურული სითხით მოიკლათ წყურვილი


image

ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ის მოსაზრება, რომ თუ უდაბნოში ხართ და წყურვილისაგან იტანჯებით, შეგიძლიათ კაქტუსით მოიკლათ წყურვილი. სინამდვილეში კაქტუსის ღეროში წყალი კი არაა, არამედ წვნიანი რბილობი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ტოქსიკურ ალკალოიდებს. მათ შეუძლიათ გამოიწვიოს ღებინება ან დიარეა, რაც კიდევ უფრო გამოაშრობს ორგანიზმს და წყურვილის გრძნობას გაგიმძაფრებთ.



5. თუ გაუსაძლის წყურვილს განიცდით და წყალი არ გაქვთ, დალიეთ საკუთარი შარდი


image

ზოგიერთი ადამიანი ირწმუნება, რომ შარდი დაეხმარათ მათ გამოუვალი მდგომარეობის დროს.

ეს იდეა შესაძლებელია გამოსადეგი იყო მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, რადგან ადანიანის შარდი შეიცავს 5% ნარჩენ ნივთიერებებს, ამიტომ თუ თქვენ რამოდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებთ შარდვას და შემდეგ თქვენივე შარდის მიღებას, მასში სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობით დაგროვდება ნარჩენი პროდუქტები, რომელსაც თქვენი თირკმელები თავიდან იცილებს. ამიტომ 2-3 დღის განმავლობაში თუ გააგრძელებთ შარდის დალევას, ეს თირკმელების უკმარისობამდე მიგიყვანთ.



6. ქოლგა საგრძნობლად ანელებს ვარდნის პროცესს


image


2013 წელს პროფესიონალმა მოთხილამურემ ერიკ რონერმა საცდელი ნახტომი შეასრულა ქოლგის დახმარებით (რა თქმა უნდა, მას სათადარიგო პარაშუტი თან ჰქონდა). თავდაპირველად ქოლგამ ოდნავ მართლაც შეანელა ვარდნის სიჩქარე, მაგრამ რამოდენიმე წამის შემდეგ ის ზემოთ აიზნიქა და სავსებით უსარგებლო გახდა.



7. თუ ლიფტმა ვარდნა დაიწყო, ხტომა დაგეხმარებათ სიცოცხლის შენარჩუნებაში


image

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ თუ თქვენ აღმოჩნდით მოწყვეტილ ლიფტში, დაცემის დროს ზემოთ ახტომა უვნებლად გადარჩენაში დაგეხმარებათ. უნდა გაგაწბილოთ და გითხრათ, რომ ეს ტრიუკი ვერაფრით გიშველით, რადგან ჯერ ერთი, ზუსტად დაცემის მომენტში რომ ახტეთ, უნდა გქონდეთ განსაცვიფრებელი რეაქცია და მეორეც, თუნდაც ეს რაღაც სასწაულით მოახერხეთ, დაცემის სიჩქარეს ეს მხოლოდ 3-5 კმ/სთ -ით თუ შეამცირებს, რაც ვერანაირად ვერ დაგეხმარებათ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლიფტები 80 კმ/სთ სიჩქარით ეცემიან ძირს.


8. თავი მოიმკვდარუნეთ, თუ ტყეში დათვს შეეჩეხეთ


image


ექსპერტების დასკვნის მიხედვით, ის, თუ როგორ უნდა მოიქცეთ დათვთან შეხვედრის შემთხვევაში, დამოკიდებულია იმაზე, მტაცებელია ეს დათვი თუ უბრალოდ თავს იცავს. გრიზლი, როგორც წესი, ადამიანს თავს ესხმის თავდაცვის დროს. ამ დროს მართლაც სჯობს თავი მოიმკვდარუნოთ, რათა დათვი დარწმუნდეს, რომ თქვენ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენთ.

შავი დათვები, როგორც წესი, მტაცებლური ბუნებით გამოირჩევიან და თავს უმიზეზოდ ესხმიან ადამიანს. ამ შემთხვევაში თავის მომკვდარუნება არ გამოგადგებათ. თუ რაიმე საჭმელი გაქვთ, ფრთხილად დადეთ მიწაზე და ნელ-ნელა დაიხიეთ უკან. თუ დათვმა მაინც დაიწყო თავდასხმა, იყავით აგრესიული და თქვენც შეუტიეთ, ამავე დროს ატეხეთ ხმაური. თუ შემთხვევით წიწაკიანი დეზოდორანტი აღმოგაჩნდათ, სწრაფად მიასხურეთ დათვს და გაეცალეთ იმ ადგილს ( მოკლედ რომ ვთქვათ, აშმალახა!!!).







0
680
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
680
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0