სხვა ერთმა აბმა ცხოვრებმა დაუნგრია... 2015, 22 სექტემბერი, 13:30 2015 წლის ივლისის თვეში ამი ტომპსონი, 3 მეგობართან ერთად, შოტლანდიის
ქალაქ გლასგოვში ახალგაზრდულ წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს
მან რამოდენიმე მეგობარს მიბაძა და ნარკოტიკული აბი გადაყლაპა. აბის
ჩაყლაპვიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ემი ტომპსონი და მისი სამი მეგობარი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ემის მეგობრები სარა და ჯესიკა, იმავე დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან. მაგრამ როგორც ჩანს ემიზე ამ ნარკოტიკულმა აბმა ძალიან იმოქმედა. ემის 2 კვირის განმავლობაში კომაში დარჩენა მოუწია. მას შემდეგ, რაც ემი გამოწერე საავადმყოფოდან, ემი ჩაეწერა სარეაბილიტაციო ცენტრში სადაც მას ტვინზე მკურნალობდნენ რამოდენიმე დღის განმავლობაში... ის ულამაზესი, ძალზედ მიმზიდველი და სექსუალური ემი ტომპსონი ძალიან შეიცვალა ემის მეგობრებმა, მის დასახმარებლად facebook-ზე გახსნეს სოციალური გვერდი სახელით: Support For Amy. რამოდენიმე დღის წინ ემიმ ამ გვერდზე ვიდეო გაავრცელა, სადაც მის მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც დაეხმარა მას, უდიდესი მადლობა გადაუხადა. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ნარკოტიკული აბები ადამიანს ღუპავს. მოერიდეთ ნარკოტიკს, რათა მშვიდად და ლამაზად იცხოვროთ უფლისგან ნაბოძ წუთისოფელში....... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1077 16-ს მოსწონს
|