x
image
ვიზა კოხაძე
ქათმის ღვიძლით მომზადებული უმარტივესი რუსული სალათა
imageმსოფლიოში პოპულარულ სამზარეულოთა შორის ერთ - ერთი რუსული სამზარეულოც მოიაზრება და არა ნაკლებ გემრიელი და გაცილებით იაფი ჯდება ეს ეგრეთ წოდებული რუსული სალათა, რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ. სალათის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტებს შეადგენს:

1 ).200 გრამი ქათმის ღვიძლი;

2 ).100 გრამი ჰოლანდიური ან რუსული ყველი;

3 ).3 -4 თავი ხახვი;


4 ).2 - 3 თავი სტაფილო:

5 ).300 გრამი სოკო:

6 ).3 ცალი მოხარშული კვერცხი:

7 ).ნახევარი ჩაის ჭიქა ზეთი:

8 ).50 გრამი კარაქი.

მარილი, შავი წიწაკა და მაიონეზი გემოვნებით.image

მომზადების წესი:გაცხელებულ ტაფაზე ვასხამთ ნახევარ ჩაის ჭიქა ზეთს და როცა წამოდურდება, ვაყრით ალყა - ალყად დაჭრილ ხახვს და სტაფილოს, რომელსაც სიგრძეზე ვჭრით.უნდა იშუშოს და ისევ ცოცხლად ანუ ოდნავ რომ დარბილდება მასა, მაშინ გადმოვდგამთ.ცალკე ჯამზე ვამზადებთ მსხვილ სახეხზე გახეხილ ყველს და წვრილად დაჭრილ მოხარშულ კვერცხს.

პარალელურად წინასწარ ვამზადებთ სოკოს და ქათმის ღვიძლს.სოკოს ვავლებთ ადუღებულ წყალს და ვყრით საწურზე, რაც შეეხება ქაღმის ღვიძლს, მას ჭირდება ორჯერ ცხელ წყალში გავლება და ამას ვაკეთებთ მთელი სიფაქიზით, რომ ღვიძლი არ დაგვეშალოს.წინასწარ გამზადებულ ხახვსა და სტაფილოს ვამატებთ ღვიძლს და მხოლოდ 5 წუთი ვდგამთ ისევ გაზქურაზე.image

ცალკე იშუშება კარაქში 300 გრამი სოკო, რომელიც ქვაბშივე უნდა შევანელოთ მარილით და შავი პილპილით.

ახლა უკვე გვაქვს ჩვენს მიერ მომზადებული სამი სახეობა: ჯამზე კვერცხი და ყველი, ტაფაზე ღვიძლი ხახვთან და სტაფილოსთან ერთად და ქვაბში კი სოკო.

სასურველია მოვრთოთ და მივცეთ ტორტის ფორმა, როგორც ეს ფოტოებზეა მოცემული. ფენა - ფენა ვაწყობთ ყველაფერს ერთმანეთზე და ვუმატებთ მაიონეზს გემოვნებით. თავზე ლამაზია გახეხილი ყველის, ცერეცოს, ოხრახუშის ან კამის ფოთლებით მორთვა.

გემრიელად მიირთვით.image

0
619
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0