x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
არგენტინამდე 4 დღე რჩება
image













ბრისთოლი, 21 სექტემბერი - შაბათის მატჩის შემდეგ, გუშინდელი დღე სამწვრთნელოშტაბმა აღდგენასა და ვიდეოანალიზს დაუთმო. ბიჭები სასტუმროში მომავალი მეტოქეების, არგენტნისა და ახალი ზელანდიის მატჩს უყურებდნენ.

წინ უფრო რთული მატჩია

ოთხ დღეში ჩვენი ნაკრებს ბევრად უფრო ძლიერ და გამოცდილ მოტოქესთან, არგენტინელ ‘პუმებთან’ მოუწევს შერკინება. გუნდთან, რომელიც ‘რაგბი ჩემფიონშიფში’ (ასევე ცნობილია, როგორც 4 ერსი თასი) სტაბილურად ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ავსტრალიასთან მუდმივი ტესტებით, ბევრად უფრო განვითარდა და საგრძნობლად გაძლიერდა. არგენტინამ წელს მსოფლიომდე სამხრეთ აფრიკას სძლია, ხოლო შარშან, შინ ‘ვოლაბებიც’ დაამარცხა. გუშინ კი ისე ერკინა ‘ოლბლექს’, რომ ამ უკანასკნელმა ბონუსის აღება ვერ მოახერხა.

ამრიგად არგენტინა ძალზე ძლიერი მეტოქეა. აქამდე ბორჯღალოსნები და პუმები სამჯერ, შეებნენ ერთმანეთს - ორჯერ 2007 და 2011 წლის მსოფლიო თასებზე და ერთხელაც 2013 წელს სან ხუანში, როდესაც არგენტინის რაგბის კავშირმა მიგვიპატიჟა ივნისის ტესტ სერიისას სათამაშოდ. სამივე შემთხვევაში გამარჯვება პუმებს დარჩათ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყოველი მომდევნო მატჩით ქულათა შორის სხვაობა მცირდება. ასევე სამჯერ გვითამაშია ‘იაგუარებად’ წოდებულ არგენტინის ‘ა’ ნაკრებთან, რომელთანაც პირველ შეხვედრაში 2009 წლის ნოემბერში 24:22 გავიმარჯვეთ, ხოლო 2011 წელს ბუქარესტში და შარშან თბილისის თასზე ავჭალაში, მოგება სამხრეთ ამერიკელებს დარჩათ.

პარასკევის მატჩისათვის მზადებას ბორჯღალოსნები დღეს დილიდან შეუდგნენ. ბრისთოლის სპორტული აკადემიის უკვე ‘მშობლიურ’ მოედანზე და სპორტულ დარბაზში ჩვენ ნაკრებდ დღეს ორი ვარჯიში აქვს. ბორჯღალოსანთა ფლანკერმა, ვიქტორ კოლელიშვილმა, რომელმაც შაბათს ტონგასთან 22 ბოჭვა განახორციელა, განაცხადა:

„მწვრთნელები იმაზე მუშაობენ, რომ შეტევაში ტონგასთან ნაჩვენები წუნი გამოვასწოროთ და არგენტინასთან ბევრად უფრო მომზადებულები გავიდეთ. რათქმაუნდა ტონგას დამარცხება ძალიან კარგი იყო და მომავალი მატჩისთვის დიდ მუხტს გვაძლევს, მაგრამ საქმე ჯერ არ დაგვიმთავრებია და მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, მიუხედავად იმისა, რომ ორი მოსაგები მატჩიდან სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთულში უკვე გავიმარჯვეთ.“

მამუკა გორგოძე მომავალ მატჩს აფასებს: „რათქმაუნდა პირველმა მოგებამ გუნდს თავდაჯერებულობა შემატა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არგენტინა დიდი გუნდია, რომელსაც ბევრი გამოცდილი და ძალიან კარგი მორაგბე ყავს. არის რამდენიმე კომპონნეტი რაზეც მთელ გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს სამუშაო გვაქვს.“


არგენტინისთვის მზადება დაიწყო


imageimageimageimageimageimage










































































არგენტინა - საქართველო

შეგახსენებთ, რომ ‘ც’ ჯგუფის მეორე შეხვედრას ბორჯღალოსნები არგენტნელი პუმების წინააღმდეგ კვლავ ‘ქინგსჰომზე’ გამართავენ (25/09/2015), რომელიც 19:45 საათზე დაიწყება. ამ მატჩს, ისევე, როგორც მსოფლიო თასის დანარჩენ მატჩებს პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

დღიურები ინგლისიდან ეპიზოდი N8




რეიტინგები განახლდა

ამასობაში ‘მსოფლიო რაგბა’ პირველი ტურების შედეგები შეაფასა, და მსოფლიო რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვითაც საქართველო მე-13 ადგილს დაუბრუნდა.



image













რეიტინგები განახლდა

ამასობაში ‘მსოფლიო რაგბა’ პირველი ტურების შედეგები შეაფასა, და მსოფლიო რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვითაც საქართველო მე-13 ადგილს დაუბრუნდა.


image











პირველი სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება ც ჯგუფი


image










სტუმრობა საბავშვო კლინიკაში

imageimageimageimageimageimageimageimage










0
361
5-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0