x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
"ბედნიერი ვარ! მე თავიდან შემიყვარდა..." - ხიდაშელის ემოციური პოსტი
imageთავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:


„სერიიდან მეცხომადამიანივარ. ნუ ხანდახან მაინც.


ბედნიერი ვარ.


არც სოციალური სტატუსი, არც პოლიტიკური ფილოსოფიის ერთგულება, თანამდებობა, მეგობრები (უსაზღვროდ მიყვარხართ), შვილებიც კი არა (მიუხედავად იმისა რომ მათთვის სამყაროს შევატრიალებ), არც, არც, არც ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო რაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საინტერესო, ან მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე, რისთვისაც შეიძლება ბევრი დრო და ენერგია დაგვიხარჯავს, ცრემლიც გვიღვრია.
სიხარული ბევრია, ბევრი მიზეზით გამოწვეული ამ ცხოვრებაში. ყველას თავისი ადგილი აქვს და სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას. ადამიანების ღიმილიანი სახე, სიკეთის კეთება, ერთი მადლობა ყველაფრად ღირს ამ ქვეყნად.



მაგრამ


ბედნიერება ერთია. One and Only.


ის წამი, როდესაც იპოვნი, დაინახავ, მიხვდები, ხელით შეეხები, მუდმივი.


თუკი შენი შეგნებული ცხოვრების ნახევარზე მეტი ამაში, ყოველდღიურად თავიდან რწმუნდები სრულიად საკმარისია რომ მთები გადადგა.


მე 20 წელია ყოველ დილას, შუადღეს და საღამოს თავიდან მიყვარდება, თავიდან მიხარია, როგორც პირველი პოვნის დღეს, ვხვდები, რომ სანამ ხელჩაკიდებული ვიქნები ვერაფერი მომერევა.


ბედნიერი ვარ!


ეხლა რამ გამახსენა. არც იუბილე გვაქვს, არც დაბადების დღე. უბრალოდ ახალი დღე დაიწყო და მე თავიდან შემიყვარდა.


დღეს ისე ვარ, აი სამყარო რომ შავია, ირგვლივ არაფერი არ მოძრაობს, ათასი ადამიანი დადის, მათ ნახევარს მაინც უყვარხარ და შენთვისაც ყოველი მათგანი ძალიან ძვირფასია მაგრამ ვერ გშველის, ღრუბლები არ იფანტება.


მერე სახლში მოვედი და 10 წუთი ჩაის ჭიქით ხელში და მორჩა, იმედი, სიცოცხლის მიზეზი, ბრძოლის ჟინი, გამარჯვების რწმენა, უკეთესისთვის შრომის სურვილი ყველაფერი დაბრუნდა.


აი ასე მარტივად და უბრალოდ.


ადვილია იპოვნო ბედნიერება და იყო კარგად, მაშინაც როცა თითქოს არც ერთი მიზეზი არ ჩანს“, - წერს ხიდაშელი.

0
292
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0