x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
პუტინი ცხინვალს დახმარებას კვლავაც ჰპირდება

imageრუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს რესპუბლიკის დღეს ულოცავს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ რუსეთის ფედერაცია მომავალშიც განაგრძობს რესპუბლიკისთვის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკური საკითხების და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
"რუსეთის პრეზიდენტი ადასტურებს მზადყოფნას რუსეთის მხრიდან, მომავალშიც დაეხმაროს სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური საკითხებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

დღეს ცხინვალის რეჟიმი ე.წ. რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს.

0
143
4-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0