x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეგაგემრიელი ნამცხვარი ,,60 "
ბისკვიტი უგემრიელესი  გულსართით - მეგაგემრიელი ნამცხვარი


მასალა ცომისთვის:


კარაქი — 200 გრ.

არაჟანი (20%) — 200 გრ.


შაქარი (ყავისფერი - 1 ჭ., თეთრი - 1 ჭ.) — 2 ჭ.

კვერცხი — 2 ც.

ვანილიანი შაქარი — 1 შეკვრა.

ფქვილი — 7 ჭ.

ცომის გამაფხვიერებელი — 1 ჩ . კ.

მარილი — 1 ჩ. კ.


მასალა გულსართისთვის:


შესქელებული რძე — 400 გრ.

შოკოლადის ფილა (მწარე ან რძიანი) — 200 გრ.

გატარებული ნიგოზი — 1 ჭ.

შაქრის პუდრა - ზემოდან მოსაყრელად


მომზადება:


1. მიქსერით ათქვიფეთ, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული, კარაქი და არაჟანი.

2. თანდათანობით შეათქვიფეთ ყავისფერი და თეთრი შაქარი > თქვიფეთ იქამდე, ვიდრე არ მიიღება ჰაეროვანი მასა, დაახლოებით, 3 წთ.

3. სათითაოდ დაამატეთ კვერცხი > დაამატეთ ვანილი. ყოველი დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ.

4. ჩააცერით მასაში 2 ჭ. ფქვილი, გამაფხვიერებლით და მარილით > დანარჩენი ფქვილი, თანდათანობით დაამატეთ, საჭიროების მიხედვით. ცომი უნდა გამოვიდეს გასაბრტყელებელი და ელასტიური.
5. გაყავით ცომი 4 თანაბარ ნაწილად, გაახვიეთ სათითაოდ სამზარეულოს აპკში და შედეთ მაცივარში ერთი ღამით, შეიძლება 3-4 საათითაც, თუ ცოტა დრო გაქვთ.

ბისკვიტი უგემრიელესი  გულსართით - მეგაგემრიელი ნამცხვარი

6. გულსართის მოსამზადებლად, ემალირებულ თასში ან ქვაბში, ჩაასხით შესქელებული რძე და ჩაყარეთ დამტვრეული შოკოლადის ფილა > დადგით საშუალო სიძლიერის ცეცხლზე, იქამდე, ვიდრე შოკოლადი არ გადნება, თან სულ ურიეთ > გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ ნიგოზი.

7. გაყავით გულსართი 4 ნაწილად > გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე (იყოს ოდნავ თბილი, ვიდრე ოთახის ტემპერატურა).

8. გააცხელეთ გაზქურა 180 გრადუსამდე > წაუსვით კარაქი საცხობ ქაღალდს და მოათავსეთ თუნუქის ფურცელზე.
9. მაცივრიდან გამოიღეთ ერთი ცომი > გააბრტყელეთ, ფქვილმოყრილ პერგამენტის ქაღალდზე. მიეცით მართკუთხედის ფორმა > გულსართის ერთი ნაწილი მოათავსეთ მასზე და ცენტრში გაანაწილეთ.

ბისკვიტი უგემრიელესი  გულსართით - მეგაგემრიელი ნამცხვარი10. მართკუთხედის გვერდები ისე გადმოკეცეთ, რომ გულსართი სრულად დაფაროს > შეერთების ადგილები კარგად დაამაგრეთ, რომ ცხობის დროს, გულსართი არ გამოვიდეს.

ბისკვიტი უგემრიელესი  გულსართით - მეგაგემრიელი ნამცხვარი11. გამოსაცხობად გამზადებული ნამცხვარი მოათავსეთ თუნუქის ფირფიტაზე დაფენილ ქაღალდზე, “ნაკერით" ქვემოთ.

12. გამოიღეთ მაცივრიდან მეორე ცომი და იგივე პროცესის შემდეგ, მოათავსეთ იგივე თუნუქის ფირფიტაზე 5 სმ-ს დაშორებით. ასე, ორ გამოცხობაზე, 4 ნამცხვარს გამოაცხობთ.

ბისკვიტი უგემრიელესი  გულსართით - მეგაგემრიელი ნამცხვარი13. შედგით ღუმელში 20-22 წუთით, ვიდრე არ შეწითლდებ.

14. გამოიღეთ > ცოტა შეაგრილეთ და დაჭერით სიგანეზე, პირდაპირ თუნუქის ფირფიტაზე. დაჭერით გრძელი და მჭრელი დანით, რომ ნამცხვარი არ დაიშალოს > თითოეული ნაჭერი ფრთხილად გადააბრუნეთ, გულსართით ზევით.

15. შედგით ისევ ღუმელში 10 წთ-ით > როდესაც გაცივდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.

რეცეპტში მოცემული მასალით, 60 ნამცხვარი გამოდის.

ნამცხვარი, მინის თავსახურიან ქილაში მოთავსების შემთხვევაში, დიდი ხნის მანძილზე ინახება.

2
369
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
369
  
2015, 20 სექტემბერი, 23:21
მართლაც ძალიან გემრიელია. მე რომ გავაკეთე, არ დავჭერი და მეორედ არ შევდგი ღუმელში, არ მინდოდა გულსართი გამომშრალიყო, უფრო სწორედ, დაჭრა დამეზარა და ეს აზრიც მაშინ გამიჩნდა.
2015, 20 სექტემბერი, 15:14
აუ რა გემრიელი იქნება წარმომიდგენია...
სახელი მომწონს :))
0 1 2