x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოყენებულ ტკივილს კი დაივიწყებ,მაგრამ ის სამუდამოდ რჩება

ერთ–ერთ საკონტინენტთაშორისო ავიალაინერის ბორტზე, ერთმა ქალმა, რომელიც სალონში შავკანიანი მამაკაცის გვერდით მოხვდა, სტიუარდს მოთხოვა მისთვის სხვა ადგილი გამოენახათ. ის ისე აშკარად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას თანამგზავრის კანის ფერის გამო, რომ დანარჩენი მგზავრები, გაოცებულები და თან ცოტა არ იყოს შეწუხებულნი იყვნენ მისი საქციელით
სტიუარდმა ქალს უთხრა:
– თვითმფრინავი სავსეა, მაგრამ ვნახავ, იქნებ ბიზნეს–კლასში არის ადგილი.
ამან მთლად აღაშფოთა მგზავრები. „ის არ იყო საკმარისი, რომ ქალი ასე უტაქტოდ იქცოდა? ახლა კიდევ ბიზნეს–კლასით გააგრძელებს ფრენას“ – ფიქრობდნენ ისინი.
შავკანიანი მამაკაცი, რომელიც საკმაოდ უხერხულ და დამამცირებელ სიტუაციაში აღმოჩნდა, თავჩაღუნული იჯდა და ხმას არ იღებდა.
ქალი, დარწმუნდა რა, რომ ცოტა ხნის მერე, არ მოუწევდა ამ კაცის გვერდით ჯდომა და თანაც ფრენას ბიზნეს–კლასით გააგრძელებდა, კმაყოფილი სახით, მოუთმენლად ელოდა სტიუარდის დაბრუნებას.
რამოდენიმე წუთის მერე ის დაბრუნდა და ქალს მიმართა:
– მაპატიეთ, რომ შევყოვნდი. ვიშოვე ერთი ადგილი ბიზნეს–კლასში, ამან ცოტა დრო წამართვა, თანაც კაპიტნისგან უნდა მიმეღო ნებართვა ადგილის შეცვლაზე. მან მითხრა, რომ – „არ შეიძლება ვინმე ვაიძულოთ იჯდეს იმის გვერდით, ვინც პრობლემებს უქმნის“ – და მომცა ნებართვა.
ქალმა ტრიუმფატორის სახით გადახედა სხვა მგზავრებს და ის ის იყო წამოიწია ასადგომად, რომ სტიუარდი მიუბრუნდა შავკანიან მამაკაცს და უთხრა:
– მისტერ, გთხოვთ გამომყვეთ, მე მიგაცილებთ თქვენს ახალ ადგილამდე ბიზნეს–კლასში. კაპიტანი ბოდიშს გიხდით ჩვენი ავიაკომპანიის სახელით, რომ თქვენ მოგიწიათ იმ ადამიანის გვერდით ჯდომა, ვინც შექმნა ასეთი არასასიამოვნო სიტუაცია.
ყველა მგზავრი, ერთხმად, აპლოდისმენტებით მიესალმა ავიალაინერის პერსონალის გადაწყვეტილებას, ასეთი გზით მოეგვარებინათ პროლემა.
იმ წელს ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ კაპიტანი და სტიუარდი პრემიებით დააჯილდოვა, ხოლო კომპანიის პერსონალისთვის, ყველა ოფისში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს შემდეგი ფრაზა:
ადამიანები ვერასდროს ვერ დაივიწყებენ იმას, თუ როგორ იგრძნეს მათ თავი თქვენი სიტყვებისგან და თქვენი საქციელისგან.

image

0
133
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0