x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ასაკის გამო "მოხელის სამსახურიდან დათხოვა" 80 წლამდე აღარ მოხდება
კარგად მოგეხსენებათ, რომ არსებული, მიმდინარე კანონის შესაბამისად მოქალაქეთა საპენსიო ასაკს 65 წელი შეადგენს. მიუხედავად იმისა, ძალუძს თუ არა ამა თუ იმ პირს ფიზიკური შრომა გარკვეულ სამსახურში, არსებული კანონის შესაბამისად 65 წლიდან მაინც ათავისუფლებენ სამსახურეობრივი მოვალეობისაგან და უშვებენ ე.წ. პენსიაზე. დღეს საქართველოში 682, 9 ათასი ადამიანი იღებს პენსიას და დღითიდღე ეს რიცხვები ზრდადია, პენსიების უზრუნველყოფაზე კი 1 146, 7 მილიონი ლარი იხარჯება და ბუნებრივია ყოველწლიურად ეს თანხაც იზრდება. საკითხი საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ წამოაყენა და 17 სექტემბერს კი გამართულ სხდომაზე მოახდინა ამ თემის რატიფიცირება. ასევე სიახლე იქნება დეკრეტულ შვებულებაზე- დეკრეტული შვებულების დრო და ანაზღაურებაც გაიზრდება 600-დან 1000 ლარამდე და ისარგებლებენ როგორც შტატიანი, ასევე უშტატო თანამშრომლები.


image




"დავიწყებ იმით, რომ 64-ე მუხლში განისაზღვრა დეკრეტული შვებულების ოდენობა ხელფასის ოდენობით, რაც ადრე არ იყო განსაზღვრული. კერძოდ, თუ მანამდე განსაზღვრული იყო ზედა ზღვარი 600 ლარზე, ჩემი ინიციატივით გაიზარდა 1000 ლარით, მაგრამ ეს ეხებოდა მხოლოდ შრომით კოდექსს და საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ჩაწერილი არ იყო. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი გახლავთ ის, რომ 84-ე მუხლშიც იქნა შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ როგორც შტატიანი, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებიც. მესამე და უმნიშვნელოვანესი საკითხი ეხება 108-ე მუხლიდან ამოღებულ, საჯარო სამსახურიდან ასაკის გამო მოხელის გათავისუფლების საკითხს. დაუშვებელია ასაკის გამო დისკრიმინაცია და ჩემი კატეგორიული მოთხოვნა სწორედ ამაში გამოიხატებოდა, რომ თუ მოხელე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც კვალიფიცურად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, იგი სამსახურიდან არ უნდა გათავისუფლდეს. ჩემი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პენსიონერები იქნებიან დაცულნი საკანონმდებლო დონეზე, კერძოდ კი, ასაკის გამო სამსახურიდან აღარ გათავისუფლდებიან და შეეძლებათ 70-80 წლის ასაკშიც მუშაობა. კანონი ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევა"- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე.


image

0
378
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0