x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
"არა თუ მწვრთნელად, ქვეყანაში არ შემოვუშვებდი საერთოდ!"-მარიამ პავლიაშვილი ქეთა თოფურიას წინააღმდეგ

image
მომღერალი ქეთა თოფურია, რომელიც უკვე 10 წელია ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტია, საქართველოში დაბრუნდა. ის მუსიკალურიპროექტის "The Voice"-ის ახალი მწვრთნელი იქნება. წელს ახალი ხმის აღმოსაჩენად ქეთასთან ერთად ანრი ჯოხაძე, ნუცა შანშიაშვილი და ნოდიკო ტატიშვილი იბრძოლებენ. ტელეკომპანია "იმედის" ეს გადაწყვეტილება არ მოიწონა მომღერალმა მარიამ პავლიაშვილმა. ის ქეთა თოფურიას აკრიტიკებს. "the voice -საქართველოს მწვრთნელი უმღერის რუს ჯარისკაცებს.

ეჰ... რუსული, "შლაგერები'' იქნება ულევი ემოცია დავიჯერო ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ დაილია წარმატებული ქართველი ადამიანები??? ქვეყანაში ისეთი დროა, აპოლიტიკური ვერ იქნება ვერც მომღერალი, ვერც დიდი და ვერც პატარა. არაფერი პირადული არავისთან, მშვენიერი გოგოა, უბრალოდ ძალიან მარტივად გააკეთა პოლიტიკური არჩევანი საკუთარი ჯიბის სასარგებლოდ (ვერ გაამტყუვნებ, თავის ნებაა) მე პირადად პერსონა ნონგრატას ჩავურტყამდი და არა თუ მწვრთნელად, ქვეყანაში არ შემოვუშვებდი საერთოდ! კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყანაში იმ ადამიანებს, რომლებიც აზრის და პროგრესის ლიდერებად უნდა გვევლინებოდნენ, ქეთა თოფურიას ეთერში დასმით შეფარულად კი არა ცხადად ულოკონ დუნდულები რუსეთის ჩექმას!! სირცხვილი!!!! თქვენი ძმების, მეგობრების, ნათესავების სისხლი ამაო ყოფილა! ეგრე გააგრძელეთ!!"-წერს მარიამი სოციალურ ქსელში.

მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის მტკიცებით მარიამს წარმატებული მომღერლის შურს, მეორენი კი მას პატრიოტს უწოდებენ და ამაყობენ ასეთი ადამიანებით. როგორც ირკვევა მარიამი ამჟამად ამერიკაში იმყოფება, სადაც საკუთარი მუსიკალური კარიერის გაგრძელებას გეგმავს. imageimageimage




1
2575
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2575
  
2015, 18 სექტემბერი, 15:26
"შეფარულად კი არა ცხადად ულოკონ დუნდულები რუსეთის ჩექმას!! "დუნდულებიანი ჩექმენი-ეს რაღაც ახალია:)
0 1 1