x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები)

მათზე იშვიათად წერენ ჟურნალებში, არც ცნობილები არიან. თუმცა მათი სახის ნაკვთებში არის რაღაც ძალიან ცნობილი, რაღაც რაც ვიღაცას გვაგონებს... ამ სტატიაში 12 ვარსკვლავზე და მათ მეტ-ნაკლებად ცნობილ დედმამიშვილებზე ვისაუბრებთ.


1. დუგ პიტი და ბრედ პიტი
image
დუგლას პიტი, თავისი უფროსი ძმისგან განსხვავებით, ცნობილი მსახიობი არ არის, სამაგიეროდ ამერიკაში გავლენიანი ბიზნესმენი, ფილანტროპი და რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელია.

2. ანტონია კიდმანი და ნიკოლ კიდმანი

image
თავისი ცობილი დასავით მომხიბვლელი ანტონია კიდმანი წარმატებული ავსტრალიელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია.


3. ჯეიმს ჰეივენი და ანჯელინა ჯოლი
image
ჯეიმს ჰეივენი, რომელმაც დიდი როლი შესარულა უმცროსი დის წარმატებულ კარიერაში. თავისი პირველი როლები ანჯელინამ სწორედ ძმის, კინემატოგრაფიული ხელოვნების სკოლის სტუდენტის მოკლემეტრაჟიან ფილმებში შეასრულა.


4. ალექს უოტსონი და ემი უოტსონი

image
ემა უოტსონის უმცროსი ძმა, ალექსი, თითქმის დის "მამაკაცური" ვერსიაა. ბიჭურა "ჰარი პოტერის" ერთ-ერთ სერიაში გამოჩნდა ეპიზოდური როლით. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სამსახიობო კარიერაა მას ნაკლებად გამოსდის. სამაგიეროდ, სამოდელო ბიზნესში წარმატებებს აღწევს.


5. ჰანტერ იოჰანსონი და სკარლეტ იოჰანსონი
image
ჰოლივუდის მსახიობ სკარლეტ იოჰანსონს ტყუპისცალი ძმა, ჰანტერი ჰყავს. მათ კინოკარიერა ერთად დაიწყეს ჯერ კიდევ ბავშვობაში, მაგრამ მოგვიანებით ჰანტერმა კინოს პოლიტიკა არჩია. დღეისთვის იგი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯგუფში მუშაობს.


6. ლი ენ დევეტი და ტომ კრუზი

image
ლი ენი ტომის უფროსი ძმაა. იგი პუბლიცისტიკითაა დაკავებული. გარკვეული დროის მანძილზე ძმის მდივანიც იყო.


7. მონიკა კრუსი და პენელოპა კრუსი

image
სამშობლოში, ესპანეთში, მონიკა კრუსი პენელოპაზე არანაკლებ პოპულარულია. იგი არა მხოლოდ მსახიობი, არამედ საკმაოდ წარმატებული მოცეკვავე და ტანსაცმლის დიზაინერიცაა.


8. ნატაშა ლოუ და ჯუდ ლოუ

image

ჯუდის უფროსი და, ნატაშა საკმაოდ წარმატებული გრაფიკული დიზაინერი და მხატვარია.


9. ლიზი და ვიქტორია პატინსონები და რობერტ პატინსონი
image
ლიზი და ვიქტორია რობერტ პატინსონის უფროსი დები არიან. ლიზი მომღერალია, მონაწილეობდა შოუში X-Factor-ი და რამდენიმე სიმღერაც კი ჩაწერა ფილმისთვის "ბინდი". ვიქტორია კი წარმატებული ბიზნესლედია.


10. მაიკლ კუტჩერი და ეშტონ კუტჩერი

image
მაიკლი და ეშტონი ტყუპები არიან. ბავშვობაში მაიკლმა გულის ოოპერაცია გადაიტანა. იგი მშვიდი და წყნარი ბავშვი იყო. დღეს იგი მუშაობს ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რომელიც ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ფულის შეგროვებითაა დაკავებული.


11. ლინდა ლოპესი და ჯენიფერ ლოპესი
image
ლინდა, რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით Ly-Lo, აშშ-ში ცნობილი ჟურნალისტია. გასულ წელს იგი დაჯილდოვდა პრემიით "ემი" .


12. ჯონათან ფერტი და კოლინ ფერტი

image

ჯონათან ფერტი თამაშობს თეატრში, მონაწილეობს სატელევიზიო დრამებში, მოღვაწეობს რადიოში.

1
604
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
604
  
2015, 18 სექტემბერი, 11:14
გავაზიარე
0 1 1