x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134337
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
10 ფეხბურთელი, რომლებმაც სიცოცხლე საფეხბურთო მოედანზე დაასრულეს!
ფეხბურთი, ეს ის სპორტია, რომელსაც მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტი მოყვარული,

მიმდევარი და მაყურებელი ჰყავს. ფეხბურთის საშუალებით ძალიან ბევრ ქვეყანას

შორის დასრულდა დაძაბულობა, ამ სპორტის სახეობამ არც პოლიტიკა იცის და

არც ქვეყნების პირადი ინტერესები. ეს არის სპორტი და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს


მეგობრობა ყოველთვის პირველ პლანზე დგას, ამ თამაშიდან გამომდინარეა

მამა-პაპური სიტყვაც ჩვენამდე მოსული: "წაგება და მოგება, ძმები არიან".


სამწუხაროდ ამ შესანიშნავ სპორტის სახეობაშიც, უბედური შემთხვევები თავს

იჩენს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც საფეხბურთო

მოედანზე, მაყურებლების აბონისმენტების და ყურადღების ცენტრში ყოფნისას

"მოულოდნელად და ასე რომ ვთქვათ უეცრად ძირს დავარდნენ და სული დალიეს"




1. დანიელ იარკე


imageimage


ესპანელი ფეხბურთელი რომელმაც მთელი თავისი კარიერა "ესპანიოლს" მიუძღვნა,

ძალიან მალე 26 წლის ასაკში გუნდის კაპიტანიც გახდა. იგი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება

ფეხბურთელი მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა შეყვარებულს, ამ საუბრის დროს

მას გულის შეტევა ჰქონდა და ადგილზე დაიღუპა.




2. კატალინ ჰილდანი


image

image


სამწუხაროდ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარიერა მალევე დაასრულა. 24 წლის ასაკში

რუმინელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობდა ბუქარეშტის დინამოში, ამხანაგური

ურთიერთშეხვედრის დროს, მოედანზე მოულოდნელად გულმა შეტევა მისცა.

ფეხბურთელი გადარჩენის მცდელობა ამაოდ დასრულდა, რუმინელმა

კაპიტანმა სიცოცხლე საფეხბურთო მოედანზე 24 წლის ასაკში დაასრულა.




3. მარკ ვივიან ფოე


imageimage


ფეხბურთელი რომელიც მოედანზე ყოველთვის დიდი ამბიციებით გადიოდა. მას ნათამაშები აქვს ისეთ გუნდებში როგორებიც არის "ლიონი" და "მანჩესტერ სიტი". კამერუნელმა ნახევარმცველმა "სიტიში" 35 შეხვედრის ჩატარება შესძლო და თავის გამოჩენა 9-ჯერ მოახერხა. კამერუნელ ვარსკვლავს სიცოცხლის უკანასკნელი თამაში

მოუწია საფრანგეთში, როდესაც კონფერედაციის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს

კამერუნი და კოლუმბია ხვდებოდა. 2003 წლის კონფედერაციის თასის ნახევარფინალის

შეხვედრის 71 წუთზე კამერუნელი ფეხბურთელი უეცრად დავარდა ძირს.

თამაში არ შეჩერებულა რამოდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ როდესაც ყველა

კამერა ფეხბურთელის მიმართ იქნა გადამისამართებული, მსაჯმა მატჩი შეაჩერა.

სასრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით ფოე უახლოეს ჰოსპიტალში

გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ 19 წუთში, როდესაც მატჩი დასრულდა, საფეხბურთო

მოედანზე გამოცხადებულ იქნა მარკ ვივიან ფოეს გარდაცვალება, ფეხბურთელების

ემოციები მოედანზე 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.




4. კრიშტიანო ლიმა დე ჯუნიორსი


imageimage


ბრაზილიელი ფეხბურთელი 1980 წელს ინდოეთის საფეხბურთო კლუბ დემპოში

თამაშობდა, ლიგის თასის ფინალურ მატჩში, მატჩის 78 წუთზე ლიმა დე ჯუნიორსმა

მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლი გაიტანა, გოლის გატანის მომენტში მან

ძლიერი დარტყმა მიიღო მოწინააღმდეგე გუნდის მეკარისგან და რამოდენიმე წუთში

გარდაიცვალა. ექსპერტების განცხადებით ჯუნიორსის გარდაცვალება

მეკარესთან არ არის დაკავშირებული, რადგან მოთამაშე, გადამწყვეტი გოლის

გატანის მომენტში ემოციებმა დასძლია და გულის შეტევა განიცადა.




5. ჟოსუ დენი ორტიზი


imageimage


გვატემალელი ფეხბურთელი, რომელიც 2004 წელს, მშობლიურ საფეხბურთო კლუბ

მუნიციპალში თამაშობდა. მუნიციპალი სტუმრად კომუნიკაციონში იყო ჩასული,

მატჩის მსვლელობისას ორტიზმა მასპინძელი გუნდის თავდამსხმელთან, როდრიგესთან

ბურთისთვის ორთაბრძოლისას მიიღო დარტყმა, რამაც მეკარე ორტიზს გული გაუჩერა.

მოთამაშეს გარდაცვალებამ მთელი გვატემალა აატირა.




6. მიკლოს ფეჰერი


imageimage


უნგრელი ფეხბურთელი, რომელმაც თითქმის მთელი თავისი კარიერა პორტუგალიაში გაატარა. მან მოიარა "პორტუ" და "ბრაგა". იგი "ბენფიკას" რიგებში თამაშობდა როდესაც შუა თამაშის დროს გარდაიცვალა. 2004 წლის 25 იანვარს, როდესაც

ბენფიკა სტუმრად ხვდებოდა გიმარაეშს, მატჩის მსვლელობისას მიკოს ფეჰერს

არბიტრმა ყვითელი ბარატი აჩვენა, რამოდენიმე წამის შემდეგ ფეხბურთელი

მოულოდნელად ძირს დავარდა. 24 წლის უნგრელი ვარსკვლავი, რომელმაც სახელი

პორტუგალიურ კლუბებში გაითქვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.




7. პოლო სერჯიო დე ოლივიეირა სილვა (სერჯინიო)


imageimage


ბრაზილიელი ფეხბურთელი სან პაულო- სან კაეტანოს ურთიერშეხვედრის

მეორე ნახევრის 69 წუთზე მოულოდნელი გულის შეტევის მსხვერპლი გახდა.

ფეხბურთელი გარდაიცვალა 2004 წელს, 30 წლის ასაკში.




8. ანტონიო პუერტა


imageimage


ესპანელი ფეხბურთელი რომელსაც კარიერის გაგრძელება არ დასცალდა. "სევილიას" ახალგაზრდული გუნდებიდან მან პირველ გუნდში ამოყო თავი. პუერტამ 1 შეხვედრის ჩატარება ესპანეთის ნაკრებშიც შეძლო. იგი "სევილიას" მაისურით თამაშის დროს გარდაიცვალა. 1984 წელს დაბადებულ ფეხბურთელისთვის 2007 წლის სეზონის დასაწყისი სიცოცხლის დასასრული გახდა. პრიმერა დივიზიონის

სტარტ შეხვედრაში, ერთმანეთს ხვდებოდნენ სევილია და ხეტაფე, მატჩის

მსვლელობისას მოულოდნელად პუერტა დავარდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ

ფეხბურთელი უახლოეს ჰოსპიტალში გადაიყვანა, მაგრამ ამაოდ. ფეხბურთელმა

რამოდენიმე დღე კომაში გაატარა და ვერ შეძლო გამოღვიძება, მას მხოლოდ

2 თვე სჭირდებოდა იმისთვის, რომ საკუთარი ახალშობილი ენახა.




9. პიერმარიო მოროსინი


imageimage


იტალიელი ფეხბურთელი რომელიც რამდენიმე თვეა "ლივორნოს" ღირსებას იცავდა, 14 აპრილს შუა თამაშის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. პესკარა - ლივორნოს

ურთიერთშეხვედრის 31 წუთზე მოროსინი მოულოდნელად დავარდა, როგორც

ცნობილია მას გული გაუჩერდა.




10. მოჰამედ აბდელვაჰაბი



imageimage


ეგვიპტელი ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან უყვარდა საკუთარი ქვეყანა. იგი ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს გარდაიცვალა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ

ყველა ფეხბურთელს, ისიც გულის შეტევით გარდაიცვალა.
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
















0
923
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
923
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0