x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მორიგი სასწაული! ესაა ბავშვი, რომელიც აბორტის შედეგად დაიბადა – ექიმები შოკში არიან…

image31 წლის ირლანდიელ ქალს დუბლინის კლინიკის ექიმებმა დიაგნოზად შეწყვეტილი ორსულობა დაუდგინეს. დიაგნოზის ხუთგზის გადამოწმების შემდეგ მედიკოსებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ნაყოფი მკვდარი იყო და პაციენტს ორგანიზმიდან მის გამოსადევნად 2 პრეპარატი დაუნიშნეს. ეს ე.წ. მუცლის მოსაშლელი წამლები იყო, რომლებსაც მიშელის საშვილოსნო მკვდარი ნაყოფისგან უნდა გაეთავისუფლებინა.


წამლებმა შესაბამისი რეაქცია მართლაც იქონია. სისხლდენის შეწყვეტის შემდეგ კი ქალმა იმის გადასამოწმებლად, სრულად დაიცალა თუ არა საშვილოსნო, განმეორებით ჩაიტარა ფეხმძიმობის ტესტი. პასუხი დადებითი იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ საშვილოსნო ნაყოფის ნარჩენებისგან ქირურგიული მეთოდით, ე.წ. “გამოფხეკით” უნდა გასუფთავებულიყო.imageკიდევ კარგი, ამ პროცედურის წინ ულტრასონოგრაფიული კვლევა ყოველთვის კეთდება – 10 დღის “ნააბორტალ” საშვილოსნოში ექიმებმა პატარა მეგანი იპოვეს.
“ვერავინ იჯერებდა, რომ ეს ბავშვის გულისცემის ხმა იყო. ექიმები შოკში იყვნენ, მე კი იმ ბედნიერ წუთებს ვერ ვივიწყებ”, – აცხადებს მიშელი, რომელიც ახლა უკვე სამი შვილის დედაა.

imageაღმოჩნდა, რომ მიშელი ტყუპზე იყო ორსულად, ექიმებმა კი ულტრასონოგრაფიული კვლევისას მეორე ნაყოფი ვერ შენიშნეს. საოცარი ის იყო, რომ პრეპარატებს მუცლის მოშლის 97%-იანი ეფექტურობა ახასიათებთ. დარჩენილი 3%-ის შემთხვევაშიც ნაყოფი სხვადასხვა დეფექტით იბადება – გულის მანკით, დაუნის სინდრომით და ა.შ. მეგანმა ეს წესიც თავდაყირა დააყენა, რადგან სრულიად ჯანმრთელი მოევლინა ქვეყანას. ექიმებმა მას ღვთის სასწაული უწოდეს, რადგან ასეთი საოცრება პრაქტიკაში არ შეხვედრიათ და ვერც მის ახსნას ახერხებენ.


2
1641
7-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
1641
  
2015, 23 სექტემბერი, 16:15
მაგარი იღბლიანი ბავშვი იქნება:)
2015, 23 სექტემბერი, 15:58
ძლივს რაღაც პოზიტიური არ წავიკითხე :) ღმერთმა ჯანმრთელი გოგო გაზარდოს
0 1 2