x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
6 რამ, რაზეც მამაკაცი, როგორც წესი, იტყუება

image
ცნობილი ექიმი ჰაუსის ფორმულირებით, "იტყუება ყველა". ეს ალბათ ტყუილის ყველაზე ნათელი და ზუსტი განსაზღვრაა.

ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია საუბრის წარმართვა 10 წუთზე მეტხანს ტყუილის გარეშე. ამასთან, თურმე მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად იტყუებიან, ვიდრე ქალები. იტყუებიან სერიოზულ თემებზე თუ უბრალოდ წვრილმანებზე საუბრისას.

და მაინც, რის შესახებ იტყუებიან ყველაზე ხშირად მამაკაცები?

1. ასაკი
image

როგოც წესი, თვლიან, რომ ასაკს ქალები მალავენ. მაგრამ, როგოც ჩანს, ძლიერი სქესის წარმომადგენლებიც არანაკლებ იტყუებიან ამ საკითზე: იმატებენ ან იკლებენ წლებს სიტუაციიდან გამომდინარე.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ასაკის საკითხი მამაკაცებს უფრო აღელვებთ, ვიდრე ქალებს. ტყუილად კი არა არის, რომ "საშუალო ასაკის კრიზისზე" საუბრისას სწორედ მამაკაცები ჰყავთ მხდეველობაში.

2. რამდენი ქალი ჰყავდათ?
image

ცნობილი ფაქტია, რომ სექსუალური პარტნიორების რაოდენობის შესახებ რეალური სურათის მისაღებად რიცხვი, რომელსაც ქალები ასახელებენ, 4-ზე უნდა გაამრავლოთ, ხოლო მამაკაცების მიერ დასახელებული რიცხვი 4-ზე უნდა გაყოთ.

მამაკაცები წარსული სექსუალური პარტნიორებისა თუ საყვარლების რიცხვს უმეტესწილად ზრდიან, რათა ქალის თვალში უფრო სექსუალური, გამოცდილი და მამაკაცური გამოჩნდნენ.

3. ჭეშმარიტი გრძნობები
image
უძველეს დროიდან ითვლება, რომ მამაკაცები არ ტირიან და თითქმის არ საუბრობენ საკუთარ გრძნობებსა და განცდებზე. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ სურთ სხვების თვალში ძლიერებად გამოჩნდნენ.

სწორედ ამ მიზეზის გამო მამაკაცები ხშირად არ მიდიან ფსიქოლოგთან. ხშირ შემთხვევაში მათთვის უფრო იოლია თქვან, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, ვიდრე გაიხსნან და საკუთარი განცდები და ემოციები სხვას გაანდონ.


4. უპასუხო სატელეფონი ზარები
image

ქალი ურეკავს, კაცი კი არ პასუხობს... გახსოვდეთ, რაც არ უნდა გითხრათ, როგორადაც არ უნდა იმართლოს თავი, სტატისტიკა ამტკიცებს, რომ უპასუხო ზარის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მამაკაცს მოცემულ მომენტში არ სურს თქვენთან საუბარი და საკუთარი ადგილმდებარეობის გამხელა.

თუმცა სჯობს ვიყოთ სამართლიანები და აღვნიშნოთ, რომ ეს ხერხი არც ქალებისთვისაა უცხო და შესაძლოა, ისინი მამაკაცებზე მეტადაც კი იყენებდნენ მას.

5. შემოსავალი
image

მამაკაცმა შეიძლება ტყუილი გითხრათ საკუთარი შემოსავლის შესახებ სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ მიზეზებიდან მთავარია თანამოსაუბრე ქალის მატერიალური მდგომარეობა. თუ ქალი ფინანსურად წარმატებულია, მამაკაცმა შესაძლოა საუბრისას "გაზარდოს" საკუთარი შემოსავლის მაჩვენებელი, რათა "არ ჩამორჩეს" ქალს.

ტყუილის მიზეზად შეიძლება ასევე იქცეს მამაკაცის საკუთარ თავში დაურწმუნებლობა ან მისი ტრაბახა ხასიათი.

თუმცა არის სიტუაციები, როცა მამაკაცები გამიზნულად "ამცირებენ" შემოსავლის მაჩვენებელს ან საერთოდ თავს არიდებენ ამ საკითხზე ლაპარაკს და თვლიან, რომ მათი ფულადი შემოსავლის რაოდენობა მათივე პირადი საქმეა.

6. ქალის გარეგნობა
image

თუ ქალის მიერ საკუთარი გარეგნობის შესახებ დასმულ შეკითხვებზე მამაკაცი არც თუ ისე გულწრფელად პასუხობს და ზოგჯერ იტყუება კიდეც, ამის იზეზი ქალმა საკუთარ თავშივე უნდა ეძებოს.

შესაძლოა ოდესღაც ამგვარ შეკითხვაზე მან გულწრფელად გიპასუხათ, რასაც თქვენი მხრიდან ცუდი რეაქცია ან საერთოდაც ტირილი მოჰყვა.

ქალს უნდა ესმოდეს, რომ გულწრფელ პასუხზე ამგვარი რეაგირება მის მამაკაცს სრულიად დაუკარგავს გულწრფელობის ხალისს.

თუ გსურთ, რომ თქვენმა რჩეულმა მართლა გულწრფელად გესაუბროთ, უნდა შეეცადოთ არ გაბრაზდეთ მის ამ გულწრფელობაზე.



7
991
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
991
  
2015, 12 ნოემბერი, 23:19
Yყველა ახლოსაა
2015, 17 სექტემბერი, 20:01
პირადად მე პირველ მეორეს არ ვეთანხმები..ასაკი და სექსუალური პარტნიორები(სხვის მაგივრასდ ვერ ვიტყვი)..აი შემდეგი პუნქტები კი რეალობასთან საკმაოდ ახლოა
2015, 17 სექტემბერი, 11:12
ხო კი გამოვჩნდი მაგრამ.ეგრევე ეს სტატია დამაჯახე, რაიყო :D:D:D:D:D:
2015, 17 სექტემბერი, 11:09
აბა ჩემ თავს ხო არ დავაბრალებ:))) მიხარია რომ გამოჩნდი, დაკარგულო ;)
2015, 17 სექტემბერი, 11:08
ოხ ეს კაცები :D :))))) საინტერესოააა
2015, 17 სექტემბერი, 11:07
დააბრალა ყველაფერი მამაკაცებს :P:D
2015, 17 სექტემბერი, 11:00
გავაზიარეეე
0 1 7