x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
სახელმწიფოები, 1000 კმ²- ზე ნაკლები ფართობით. TOP - 25

25. სან-ტომე და პრინსიპი (São Tomé and Príncipe)
ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


კუნძულოვანი სახელმწიფო გვინეის ყურეში, აფრიკის სანაპიროსთან. სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის ორი ვულკანური წარმოშობის კუნძული – სან-ტომე და პრინსიპი.

ფართობი: 964 კმ²


24. კირიბატი (Kiribati)

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


წყნარი ოკეანის სახელმწიფო მიკრონეზიაში. რომელიც 33 კუნძულზე არის განთავსებული და

9 064 958 კმ²- ზეა გაშლილი ოკეანეში.

ფართობი: 811 კმ².


23. ბაჰრეინი

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


სამეფო სპარსეთის ყურის ამავე დასახელების არქიპელაგზე.


ფართობი: 765 კმ².



22. დომინიკა (Dominica)

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


სახელმწიფო კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის არქიპელაგში, ამავე სახელწოდების კუნძულზე.

ფართობი: 751 კმ².


21. ტონგა

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


ტონგის სამეფო — სახელმწიფო - არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხ-დას. ნაწილში, პოლინეზიაში. შედგება 170 კუნძულისგან.

ფართობი: 747 კმ².


20. სინგაპური

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


ქალაქი-სახელმწიფო სამხ.-აღმ. აზიაში, მდებარეობს მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთით. შედგება კუნძულ სინგაპურისა და სხვა წვრილი კუნძულებისაგან.

ფართობი: 716 კმ²


19. მიკრონეზიის ფედერაციული შტატები (Federated States of Micronesia)
ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25

სახელმწიფო ოკეანეთში. მდებარეობს კაროლინის კუნძულებზე, კუნძულ ახალი გვინეის ჩრდილოეთით.

ფართობი: 702 კმ².


18. სენტ-ლუსია (Saint Lucia)

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


სახელმწიფო ამავე სახელწოდების კუნძულზე, კარიბის ზღვაში, მცირე ანტილის კუნძულების სამხ-აღმ. ნაწილში.

ფართობი: 616 კმ².


17. ანდორა

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, პირენეებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის.

ფართობი: 468 კმ².


16. რესპუბლიკა პალაუ

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


აშშ-თან ასოცირებული კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, ფილიპინის ზღვაში. შედგება 328 კუნძულისაგან.

ფართობი: 459 კმ².


15. რესპუბლიკა სეიშელის კუნძულები (Seychelles)

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, კუნძულ მადაგასკარის ჩრდ.-ით. აფრიკის სანაპიროდან დაშორებულია 1600 კილომეტრით.

ფართობი: 452 კმ².


14. ანტიგუა და ბარბუდა (Antigua and Barbuda)

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


ქვეყანა მდებარეობს ორ დიდ, ანტიგუასა და ბარბუდაზე და რამდენიმე მცირე კუნძულზე, კარიბის ზღვისა და ატლანტის ოკეანეს შორის. ამ ქვეყანას «365 პლიაჟის მიწასაც» ეძახიან.

ფართობი: 442 კმ².


13. ბარბადოსი

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


მდებარეობს კარიბის ზღვაში, კ. ბარბადოსზე (მცირე ანტილის კ-ბი).

ფართობი: 430 კმ².


12. სენტ-ვინსენტი და გრენადინები (Saint Vincent and the Grenadines)

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


სახელმწიფო კარიბის ზღვაში. ტერიტორია შედგება სენტ-ვინსეტისა და გრენადინების 32 მცირე კ-გან (მცირე ანტილის კ-ბი)

ფართობი: 389 კმ².


11. გრენადა (Grenada)

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


სახელმწიფო კარიბის ზღვის სამხ-აღმ. ნაწილში (მცირე ანტილის კ-ბი).

ფართობი: 344 კმ².


10. მალტა

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე.

ფართობი: 316 კმ².


9. მალდივის რესპუბლიკა

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


მდებარეობს სამხრეთ აზიაში, მალდივის კუნძულებზე (ინდოეთის ოკეანე). არქიპელაგში 1.190 პატარა ზომის კუნძულ-ატოლებია. მათი საერთო ფართობი 115 298 კმ²-ია.

ფარტობი: 300 კმ².


8. სენტ-კიტსი და ნევისი (Saint Kitts and Nevis)
ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


სახელმწიფო კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. შედგება სენტ-კიტსისა და ნევისის კუნძულებისაგან.

ფართობი: 261 კმ².



7. Ресმარშალის კუნძულები (Marshall Islands)

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში, ასოცირებული სახელმწიფო აშშ-თან. შედგება

1 156 კუნძულისგან.

ფართობი: 181 კმ².


6. ლიხტენშტაინი

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


ლიხტენშტაინის სამთავრო სუვერენული ქვეყანაა. იგი მდებარეობს ავსტრიასა და შვეიცარიას შორის.

ფართობი: 160 კმ².


5. სან-მარინო

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე.

ფართობი: 61 კმ².


4. ტუვალუ

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, პოლინეზიის რეგიონში. მის შემადგენლობაში შედის 3 კუნძული და 6 ათოლი.

ფართობი: 26 კმ².


3. რესპუბლიკა ნაურუ

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


კუნძულოვანი სახელმწიფო იმავე დასახელების მარჯნის კუნძულზე, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ეკვატორის სამხრეთით, კირიბატიდან 288 კმ-ით არის დაშორებული.

ფართობი: 21 კმ².



2. მონაკოს სამთავრო

ჯუჯა სახელმწიფოების TOP - 25


სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ჩრდ. სანაპიროზე. მას სამი მხრიდან ესაზღვრება საფრანგეთი.

ფართობი: 2, 02 კმ².


1. ვატიკანი

ვატიკანი


სუვერენული ქალაქი-სახელმწიფო რომში, იტალიის დედაქალაქში.

ფართობი: 0, 44 კმ².


2
604
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
604
  
2015, 17 სექტემბერი, 23:50
დიდი მადლობა
2015, 17 სექტემბერი, 23:13
გავაზიარეე
0 1 2