x
image
K.P.
რატომ მალავს მაია ასათიანი ქალიშვილს?! ვინ არის და როგორ გამოიყურება ნუცა მახვილაძე (+ფოტოები)

image
მაია ასათიანი ყველასათვის ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტია. მისი გადაცემა "პროფილი" უკვე რამდენიმე წელია პოპულარობას არ კარგავს.
გადაცემა სულ მალე შეცვლილი ფორმატით გავა ეთერში. ჟურნალისტი კი რომელიც, საკუთარი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ქართველი შოუბიზნესის წევრების ცხოვრებითაა დაინტერესებული, საკუთარ პირადზე ბევრს არ საუბრობს.

ჟურნალისტს პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, 17 წლის ნუცა მახვილაძე ჰყავს. მაია ქალიშვილს ფართო საზოგადოების წინაშე არ აჩენს, რადგან თვლის, რომ ყოველმა პიროვნებამ თავი დამოუკიდებლად უნდა დაიმკვიდროს. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცა 17 წლისაა, გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს"-გვიამბობს მაია.image

შეგახსენებთ რომ, მაია ასათიანი დაქორწინებული გახლდათ ირაკლი მახვილაძეზე. წყვილმა ერთმანეთი ტელევიზიაში გაიცნო. ოჯახი დაინგრა, როგორც ამბობენ, განსხვავებულ პიროვნებებად ჩამოყალობდნენ. ყოფილი ცოლ-ქმარი დღემდე მეგობრობს, მიზეზი მათი ქალიშვილია. წარსულს არ ნანობენ, რადგან ნუცა ჰყავთ. ახლა კი გთავაზობთ 17 წლის მარიამის ფოტოებს. imageimageimageimageimageimageimageimage







0
3370
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
3370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0