x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ტორტი ,,პიზის კოშკი"

ტორტი “პიზის კოშკი"


(აქ მოცემულია მასალა, 25 ფენიანი ტორტისთვის. თქვენ შეგიძლიათ პროცენტულად შეამციროთ, გაყოთ 2 -ზე ან 3-ზე)


მასალა ცომისთვის:

კარაქი - 300 გრ.

მარგარინი - 200 გრ.

კვერცხი - 6 ც.

შაქარი - ნახევარი ჭიქა

თაფლი - 500 გრ.

სოდა - 3 ჩ. კ.

ფქვილი - 8-10 ჭ.


მასალა კრემისთვის:

არაჟანი (30%) - 1 800 - 2 000 გრ.

შაქარი - 3 ჭიქა

უნალექო ყავა - 1 ს. კ.

მდუღარე წყალი - 1 ს. კ.

მოხლილი ნიგოზი - 1 ჭ.


მომზადება:

1. დიდ ქვაბში, ცეცხლზე გაადნეთ თაფლი, კარაქი და მარგარინი > დაამატეთ სოდა > კარგად ათქვიფეთ მიქსერით > გადმოდგით ცეცხლიდან.

2. დაამატეთ კვერცხი თითო-თითო. ყოველი დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ შაქარი და ისევ ათქვიფეთ > თანდათანობით შეათქვიფეთ ფქვილი. უნდა მიიღოთ, სქელი ცომი > გაყავით 25 - 30 ნაწილად.

3. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ, ძალიან თხლად, პერგამენტის ქაღალდზე > დააფარეთ თეფში და გვერდები შემოაჭერით.

4. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ ფირფიტები. დაახლოებით, 4-5 წუთში ცხვება.

შეგიძლიათ, ერთდროულად 2 თუნუქის ფირფიტა შედგად ღუმელში და ორ დონეზე გამოაცხოთ.

5. ყავა გახსენით მდუღარე წყალში.

6. ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი და შაქარი > დაამატეთ ყავა > ათქვიფეთ მიქსერით.

7. დააბლენდერეთ ცალ-ცალკე ერთი გამომცხვარი ფენა და ნიგოზი.

8. შეაერთეთ ფენები კრემით > კარგად წაუსვით კრემი ზემოდან და გვერდებზე > გვერდებზე მიაყარეთ ფენის ნაფხვენი, ხოლო ზემოდან, ნიგოზი მოაყარეთ.


2
707
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
707
  
2015, 15 სექტემბერი, 17:55
ვგიჯდები
2015, 15 სექტემბერი, 14:00
როგორ მიყვარს ასეთი მრავალფენიანი ნამცხვარი, მაგრამ ნერვები უნდაააა:(((
0 1 2