x
image
Lerato
ქმრები გასაყიდად – სახალისო ისტორია

image


ქალაქ ნიუ-იორკში გაიხსნა მაღაზია, სადაც, გაგიკვირდებათ და, ქმრები იყიდებოდა. ქალს შეეძლო მისვლა და თავისთვის ქმრის არჩევა. თუმცა, მანამდე უნდა გასცნობოდა ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებდა ამის გაკეთებას:


"თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ მაღაზიას მხოლოდ ერთხელ! სულ ექვსი სართულია და მამაკაცის ღირსებები იზრდება ყოველ სართულზე ასვლასთან ერთად.


ამასთან, არის კიდევ ერთი რამ, რაც გასათვალისწინებელია: თქვენ შეგიძლიათ ამოირჩიოთ ნებისმიერი მამაკაცი განსაზღვრული სართულიდან ან ზემოთ ახვიდეთ, მაგრამ უკან ვერ დაბრუნდებით, იმ შემთხვევის გარდა, თუ შენობის დატოვებას მოისურვებთ."


ასე რომ, ერთ დღესაც ერთი ქალბატონი მივიდა მაღაზიაში შესაფერისი ქმრის საპოვნელად... პირველ სართულზე აბრა იყო, სადაც ეწერა: "I სართული – ამ კაცებს სამსახური აქვთ."


მეორე სართულზე ქალმა წაიკითხა: "II სართული – ამ კაცებს სამსახური აქვთ და უყვართ ბავშვები."

შემდეგ სართულზე კი აბრაზე შემდეგ რამ ეწერა: "III სართული – ამ კაცებს სამსახური აქვთ, უყვართ ბავშვები და ძალიან სიმპატიურები არიან." ქალი უკვე დაფიქრდა ამაზე, თუმცა, რაღაც ძალამ აიძულა გზა გაეგრძელაბინა.


ის ავიდა მეოთხე სართულზე, სადაც წაიკითხა: "IV სართული – ამ კაცებს აქვთ სამსახური, უყვართ ბავშვები, გული რომ წაგივა ისეთი სიმპატიურები არიან და სახლის დალაგებაში ეხმარებიან."

"ოჰ, ღმერთო ჩემო!" წამოიყვირა ქალმა, "ძლივს ვიკავებ თავს!"


ისევ გააგრძელა გზა და მეხუთე სართულის აბრას მიაშტერდა: "V სართული – ამ კაცებს მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვთ, აღმერთებენ ბავშვებს, არიან თვალისმომჭრელად ლამაზები, გულმოდგინედ ასრულებენ სახლის სამუშაოებს და რომანტიული სიურპრიზების გაკეთება უყვართ."


ქალმა ცდუნებას ძლივს გაუძლო, თუმცა, გზა მაინც გააგრძელა. მეექვსე სართულზე აბრაზე შემდეგი რამ წაიკითხა: "VI სართული – თქვენ 31 456 012-ე ვიზიტორი ხართ. აქ კაცები საერთოდ არ არიან. ეს სართული წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ შეუძლებელია ქალს ბოლომდე ასიამოვნო და დააკმაყოფილო. მადლობა რომ ესტუმრეთ ჩვენს მაღაზიას."


3
416
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
416
  
2015, 15 სექტემბერი, 12:45
მაგარი იქნება თუ დაწერ ;)
2015, 15 სექტემბერი, 11:59
100% გეთანხმები ნინ :) ახლა პირაქით რომ დავწერო რა უჭირს ნეტა ? :D:D:D
2015, 15 სექტემბერი, 1:06
:D :D :D ჰაჰაჰ, მაგარია, პრინციპში იგივე ითქმის ცოლის შერთვის მსურველებზეც... საქართველოში არანაკლებად ეძებენ დასაქმებულ საცოლეს... ;)
0 1 3