x
image
ინ-იანი
მან დღემდე 10 000 ლტოლვილი გადაარჩინა

image
ყოფილმა ამერიკელმა ფინანსისტმა და მილიონერმა-კრისტოფერ კატრამბონმა, 2 წლის წინ 40 მეტრიანი თევზსაჭერი გემი იყიდა და გადააკეთა… მას შემდეგ, მეუღლესთან რეჯინა კატრამბონთან და ეკიპაჟთან ერთად, თავის გემზე “MOAS“-ზე, უკვე მეორე წელია ხმელთაშუა ზღვაში შვებულებას ატარებს… image

შვებულებას არა დასასვენებლად, არამედ იმ ათასობით ლტოლვილის გადასარჩენად, რომლებიც სამოქალაქო ომში ჩაფლული და აოხრებული ლიბიიდან თავის დაღწევას ცდილობენ და ზღვაში გასაბერი ნავებით გადიან… საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, მხოლოდ წლევანდელ წელს ლიბიიდან ლტოლვილი 2500 ადამიანი დაიღუპა ზღვაში.
moas-2კრის კატრაბონს, თავისი გემი, სპეციალური სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟით, ექიმებით, სამეშველო ინვენტარით, მედიკამენტებით, საკვებით, თბილი ტანსაცმლით, ორი უპილოტო საფრენი აპარატით (ზღვაზე ლტოლვილთა ნავების აღმოსაჩენად) და ორი სწრაფმავალი კატარღით ყავს აღჭურვილი და ყოველ წუთს მზადაა ზღვაში უბედურებას აარიდოს გამოქცეული მიგრანტები…

imageimage


როგორც დასავლური მედია აცხადებს, ლტოლვილები ხშირად ლოცულობენ ღია ზღვაში, რომ ისინი “MOAS, -მა აღმოაჩინოს… ხოლო დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება კრისს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან დამატებითი სტიმული მისცა მიგრანტებს გასაქცევად.image

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კრის კატრაბონი, რომელმაც თავის ეკიპაჟთან ერთად 2013 წლიდან დღემდე 10.000-მდე ტოლვილი აღმოაჩინა და უსაფრთხოდ გადაიყვანა სამშვიდობოზე… აცხადებს, რომ სანამ ფული ეყოფა გააგრძელებს ამ ჰუმანიტარულ მისიას.

3
159
14-ს მოსწონს
ავტორი:ინ-იანი
ინ-იანი
159
  
2015, 14 სექტემბერი, 21:05
Madloba
2015, 14 სექტემბერი, 20:11
რა თქმა უნდა გავაზიარე. ასეთი ადამიანების მიმართ აღფრთოვანებას ვერ ვმალავ!
2015, 14 სექტემბერი, 17:18
ღმერთმა შეიწიროს ყველა მისი კეთილი საქმე. ყოჩაღ კრისს.
0 1 3