x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე მარტივი და ყველაზე ეფექტური დიეტა მინიმალური აკრძალვებით

imageდიეტის უამრავი ვერსია არსებობს და უმეტეს შემთხვევაში მათი დაცვა სასურველ შედეგს იწვევს.ამჟამად სტატიაში წარმოგიდგენთ ბრიტანელი დიეტოლოგების მიერ შემუშავებულ დიეტის ახალ ვარიანტს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ყველაზე მარტივ და ყველაზე ეფექტურ დიეტად ითვლება, რამდენადაც ახალი ტიპის დიეტა მინიმალურ აკრძალვებს მოიცავს - წერს წყარო.

კვების რაციონი უნდა გავამდიდროთ ძირითადად ხილით, ბოსტნეულით, მოხარშული ხორცით, მოხარშული თევზით, მოხარშული კვერცხით, თხილით ან ნიგვზით, ქათმის და ინდაურის ხორცით, კიტრით, პომიდვრით და შესაბამისად ვამცირებთ ალკოჰოლს, შაქარს და ტკბილეულს.ნებისმიერი კერძი უნდა იქნას მოხარშული და არავიტარ შემთხვევაში შემწვარი.

imageimageდიეტის მთავარი პროდუქტი ლიმონია და თითოეული დღის დასაწყისი 1 ჩაის ჭიქა გადადუღებულ ცხელ წყალში ნახევარი ლიმონის ჩაწვეთებით იწყება, რომელსაც უზმოზე მივირთმევთ.

გარდა ამისა, ლიმონისგან დამზადებული ე.წ. სასმელი, რომელსაც თავად ვამზადებთ დღის განმავლობაში სამჯერ უნდა მივიღოთ ჭამამდე 1 საათით ადრე. ე.ი. დილით უზმოზე ცხელ წყალში ჩაწურული ლიმონის ნაყენი, შემდეგ კი პირველ დღეს 200 გრამ წყალში ვხსნით ნახევარ ლიმონის წვენს, მეორე დღეს ერთი ცალი ლიმონი მთლიანად მოვიხმაროთ, მესამე დღეს ერთ ნახევარი ლიმონი გამოვწუროთ, მეოთხე დღეს 2 მთლიანი ლიმონი და ასე ვაგრძელებთ მანამ, სანამ მეხუთე ლიმონზე არ ავალთ. შემდეგ იწყება უკუსვლა ანუ ხუთიდან ოთხ ნახევრამდე, ოთხი, სამ ნახევარი, სამი და ბოლო დღე 200 გრამ წყალში გახსნილი ნახევარი ლიმონი.image

დიეტა ორკვირიანია დ საოცარ შედეგს იძლევა.. ლიმონი აქტიურად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს, მაგრამ დიეტოლოგები ამ დიეტის დაცვისგან კატეგორიულად აფრთხილებენ ადამიანებს, რომელთაც კუჭ - ნაწლავის დაავადებები აწუხებთ.ამ უნიკალური ციტრუსის წვენი ეხმარება კუჭს რთულად გადასამუშავებელი საკვების მონელებაში და ხელს უშლის ცხიმებისა და ნახშირწყლების ორგანიზმში დაგროვებას.image







0
395
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0