x
image
მანჩო 777
წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენების ფოტომოწმეები - უნიკალური ისტორიული ფოტოსურათები
ისტორია იცნობს არაერთ მოვლენასა და ფაქტს, რომლებიც ცნობილი სწორედ ფოტოგრაფიის წყალობით გამხდარა. ათეულობით და ზოგჯერ ასეულობით წლების შემდეგ ჩვენ, თანამედროვეებს გვაქვს საშუალება თვალი გადავავლოთ ფოტოსურათებს წარსულიდან, რომლებიც გადაგვისვრიან წლების სიღრმეში და მთელი არსებით შეგვაცნობინებენ იმ ეპოქას.

დღეს სწორედ ასეთი, იშვიათი, განსაკუთრებული ისტორიული ფოტოსურათების კოლაჟი მინდა შემოგთავაზოთ, სადაც თითოეული სურათით მთელი ისტორიაა გადმოცემული.


ცხრა მონარქი ერთ ფოტოზე. ფოტო გადაღებულია 1910 წელს და დაკავშირებულია საკმაოდ სევდიან მოვლენასთან-ინგლისის მეფე ედუარდ VII-ს გარდაცვალებასთან


image




იაპონელის ოჯახი ბრუნდება სახლში ინტერნირებული იაპონელების ბანაკიდან, აიდაჰო, 1945 წლის 10 მაისი


image


ამერიკის მკვიდრი მოსახლე-ინდიელი გაჰყურებს ახალაშენებულ ტრანსკონტინენტალურ რკინიგზას, ნევადა, 1868 წელი


image


ასეთ საქონლისჩლიქებიან ფეხსაცმელს იცვამდნენ არყის არალეგალურად გამომხდელები მშრალი კანონის დროს, რათა პოლიციას ვერ მიეგნო მათი კვალისათვის, აშშ, 1922 წელი


image


"მოიხსენი ნომერი და მოშორდი აქაურობას" - ყვიროდა მარათონის ორგანიზატორი ჯოკი სემი, როცა მორბენლებს შორის ქალი შენიშნა. იმ დროს ქალებს აკრძალული ჰქონდათ მარათონში მონაწილეობის მიღება და კატრინ სვიზერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს გაბედა, მიუხედავად ორგანიზატორების მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობისა, 1967 წელი


image


ტყვე ებრაელებმა დაინახეს მოკავშირეების ჯარისკაცები და მიხვდნენ, რომ თავისუფლები არიან, 1945 წელი


image


უკანასკნელი ოთხი წყვილი, რომლებმაც ჩიკაგოს ცეკვის მარათონის ფინალამდე მიაღწია, 1930 წელი....როგორც ჩანს, ქალებს უფრო შემორჩათ ძალა, ვიდრე მამაკაცებს


image


Microsoft-ის პირველი თანამშრომლები. მარცხენა ქვედა კუთხეში ბილ გეიტსია, 1978 წელი


image


რუსი გლეხებისათვის პირველად გაჰყავთ ელექტროენერგია, 1920 წელი


image


პატარა ტერეზა საკონცენტრაცოო ბანაკში დაიბადა და გაიზარდა, მას ეკლიანი მავთულხლართების გარდა არაფერი უნახავს, ამიტომ როცა ომის დასრულების შემდეგ მას სკოლის მასწავლებელმა სთხოვა საკუთარი სახლი დაეხატა, გოგონამ გაუგებარი აბლაბუდა დახატა


image


სულ პირველი ფოტოსურათი, რომელზეც ადამიანი ლუდს სვამს, 1844 წელი


image



ნიუ-იორკის პირველი მეტროს პირველი მგზავრები, 1904 წელი


image


ბენიტო მუსოლინის და იტალიის ფაშისტური პარტიის შტაბ-ბინა, 1934 წელი


image



პრისტონის უნივერსიტეტის სამი სტუდენტი პირველკურსელების ტრადიციული შეჯიბრების შემდეგ გუნდაობაში, 1893 წელი


image


0
251
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0