x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
ქვედაკაბის სიგრძე, მაღალი ქუსლები და მამაკაცის პენისის ზომა - ეკონომიკის 15 უცნაური ინდიკატორი
ეკონომიკის მდგომარეობა გამოიხატება არამარტო სამრეწველო მაჩვენებლებში, საბირჟო ინდექსებსა და საფულის სისქეში, არამედ სხვა, ერთი შეხედვით უცნაურ მაჩვენებლებსა და ინდექსებშიც. გაგიკვირდებათ და, თურმე ეკონომიკას აფასებენ ქალების რომანების, პაემნების სიხშირის, ნაგვის რაოდენობის და ასე განსაჯეთ, მამაკაცის პენისის სიგრძის მიხედვითაც კი და ეს ხუმრობა სულაც არაა.

ამ პოსტში სწორედ ეკონომიკის ყველაზე უცნაურ ინდიკატორებზე გვექნება საუბარი, რომლებიც Business Insider-ის სიის მიხედვითაა შერჩეული.


image




1. ქალების რომანები


image

როცა ეკონომიკა "ნაკერებში ირღვევა", იზრდება გაყიდვების რაოდენობა სასიყვარულო რომანებისა, სადაც ლამაზმანების ნატიფი აბრეშუმის პენუარები ასევე იოლად ირღვევა ნაკერებში მგზნებარე მაჩოების ხელებით. 2008 წელს უმსხვილესი გამომცემლობის Harlequin-ის გაყიდვების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა და ზუსტად იგივე მოხდა კრიზისულ 1990-იან წლებში.


2. სასაფლაო


image

მძიმე პერიოდში სასაფლაოსათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთები ერთგვარი "ფუფუნება" ხდება და საკმაოდ ხშირია ძველი საფლავების ხელმეორედ გაყიდვის შემთხვევები. იზრდება მოთხოვნილება კრემაციაზე, რაც აშკარად შეინიშნებოდა 1990-იან წლებში.


3. ქუსლიანი ფეხსაცმელი


image

რაც უფრო დაბალია ეკონომიკური მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ქალის ფეხსაცმლის ქუსლი-ეს დასკვნა კომპანია IBM-ის ექსპერტებმა გამოიტანეს. მაგალითად, 1920-იან წლებში, როცა მსოფლიო ეკონომიკამ გამყარება დაიწყო, მოდაში შემოვიდა დაბალქუსლიანი ფეხსაცმელები, ხოლო დიდი დეპრესიის წლებში ამერიკელი ქალები მაღალ ქუსლებზე შედგნენ, - პარადოქსია, მაგრამ ფაქტია.


4. პენისის სიგრძე


image

ფინელმა ეკონომისტმა ტატუ ვესტლინგმა ჩაატარა კვლევა (ოღონდ არ მკითხოთ, როგორ?), რომ ქვეყნები, სადაც მამაკაცების პენისის სიგრძრე საშუალოზე ოდნავ ნაკლებია, ეკონომიკურად გაცილებით ძლიერები არიან, ვიდრე ქვეყნები, სადაც მამაკაცების უმეტესობას დიდი ზომის პენისი აქვს.

მაინც საიდან გამოიტანა პატივცემულმა მეცნიერმა ასეთი დასკვნა?- ვესტლინგის ვარაუდით, აქ მთავარია ტესტოსტერონი, რომელიც მამაკაცს რისკისაკენ უბიძგებს. კერძოდ, ზომერად რისკიანი მამაკაცები განაპირობებენ ეკონომიკის სტაბილირობას, ავანტიურისტებისაგან განსხვავებით.


5. მამაკაცის ტრუსები


image

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეკონომიკა და მამაკაცების ტრუსები ორი სრულიად შეუსაბამო საგანია, მაგარმ კვლევებმა აჩვენა, რომ კრიზისის პერიოდში მამაკაცები სწორედ ამ ნივთის შეძენისას აკეთებენ ყველაზე მეტ ეკონომიას. საგულისხმოა, რომ 2009 წელს მამაკაცის ტრუსების გაყიდვების რაოდენობა 2, 3 - ჯერ შემცირდა.


6. პაემნები


image

აღმოჩნდა, რომ კრიზისი ყველაზე საუკეთესო დროა რომანების, გაცნობებისა და ახალი ურთიერთობებისათვის, რადგან ამ პერიოდში ადამიანები განსაკუთრებით ძლიერ განიცდიან მარტოობას და ეძებენ მზის სხივს ბნელეთში. მაგალითად, 2008 წლის ბოლოს მსოფლიოში ყველაზე დიდ გაცნობების საიტზე Match.com დაფიქსირებული იქნა რეკორდული აქტივობა.


7. ლუდის ბარები


image

პრობლემური პერიოდის დროს ბევრი ადამიანი სიმშვიდეს ალკოჰოლში ჰპოვებს, თუმცა ისინი ამჯობინებენ სასმელი სახლში მიირთვან ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო რესტორნები და ლუდის ბარები კი კლიენტის მოლოდინში თვლემენ.


8. ნაგავი


image

არაფერი ისე აქტიურად არ გამოხატავს ეკონომიკის მაჩვენებელს, როგორც ნაგვის რაოდენობა. ყველაფერი ძალიან მარტივია: რაც უფრო მცირეა წარმოება და მოხმარება, მით უფრო ნაკლები ნარჩენი მიდის სანაგვეზე და პირიქით.


9. განქორწინებები


image

როცა ეკონომიკაში გარღვევაა, ხშირია ქორწინებები "ანგარიშით", თუნდაც იმიტომ, რომ ოჯახის საერთო ყულაბა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე უცოლო კაცის ბიუჯეტი. ასე რომ, კრიზისების დროს განქორწინებების რიცხვი მკვეთრად კლებულობს - განაცხადეს ექსპერტებმა.


10. ოლიმპიადა


image

აღმოჩნდა, რომ ზაფხულის ოლიმპიადა დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკის მდგომარეობაზე. სპორტული შეჯიბრებები ინვესტორების ყურადღებას იპყრობს და ბაზრები ცოცხლდება. ჩატარებული 26 ოლიმპიადიდან 18 საფონდო ინდექსების ზრდას დაემთხვა.


11. ჰალსტუხები


image

უპირველეს ყოვლისა, ცნობილია ის ფაქტი, რომ რეცესიის დროს მამაკაცები გაცილებით ხშირად ყიდულობენ ჰალსტუხებს, რომლებიც მათ ეხმარება გულმოდგინედ მუშაობაში. გარდა ამისა, რთული პერიოდის დროს მოდაშია წვრილი ჰალსტუხები, ხოლო ეკონომიკის ზრდის დროს - ნათელი და კაშკაშა ფერის აქსესუარები.


12. ცათამბჯენები


image

აუხსნელია, მაგრამ ფაქტია, რომ სამშენებლო ბუმი ხშირად უსწრებს წინ კრიზისს, ხოლო ყველაზე მაღალი შენობები კი შენდება გაგანია ეკონომიკური კრიზისის დროს. ამერიკელებს ამასთან დაკავშირებით ანდაზაც კი აქვთ:"რაც უფრო მაღალია ცათამბჯენი, მით უფრო მწვავეა კრიზისი".


13. პომადა


image

მოგეხსენებათ, რომ ქალებს შოპინგისადმი დიდი სიყვარული გვახასიათებს, ხოლო ეკონომიკური კრიზისის დროს თურმე სუსტი სქესის წარმომადგენლები ამჯობინებენ ფული დაზოგონ ფეხსაცმელებსა და ტანსაცმელზე, მაგრამ არამც და არამც კოსმეტიკაზე. უფრო მეტიც, ამ დროს ისინი ორჯერ უფრო მეტი რაოდენობის პომადას და სხვა კოსმეტიკურ ნაწარმს ყიდულობენ.


14. ახალი ოფისები


image

კიდევ ერთი უცნაური კანონზომიერება: თუ მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აპირებს ახალ შტაბ-ბინაში გადასვლას, სასწრაფოდ გაყიდეთ მისი აქციები, რადგან სავარაუდოდ ის მალე გაუფასურდება. ეს მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს, თუმცა უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა უმსხვილეს კომპანიებს სწორედ ეს ინდექსი შეეხო: მაგალითად New York Times, AOL და MySpace - იც საკმარისია.


15. ქვედაკაბების სიგრძე


image

1920-იან წლებში ეკონომიკის ექსპერტმა ჯორჯ ტეილორმა შესთავაზა ეკონომიკის მაჩვენებლის ყველაზე ექსცენტრული ინდექსი "ქვედაკაბის ხაზის ინდექსი" (Hemline Index), ამტკიცებდა რა, რომ რაც უფრო მოკლეა ქალის ქვედაბოლო, მით უფრო კარგია ეკონომიკური მაჩვენებლები. მოდის კანონმდებლები ირწმუნებიან, რომ ეს ბოდვაა, მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წლის კრიზისის დროს მოდაში შემოვიდა გრძელი ქვედაკაბები და "მაქსი" წლევანდელი ზაფხული-შემოდგომის ჰიტადაც იქცა.


p.s. ასე რომ, გოგოებო, დაამოკლეთ კაბები, იქნება და ეშველოს რამე ჩვენი ქვეყნის დანგრეულ ეკონომიკას!





7
3759
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3759
  
2015, 15 სექტემბერი, 9:53
მაგრად ვიხალისე :))
2015, 14 სექტემბერი, 20:37
:)
2015, 14 სექტემბერი, 19:50
: ))
2015, 13 სექტემბერი, 23:38
და ქალები გრძელკაბიანები :D
2015, 13 სექტემბერი, 19:14
რა გამაცინეეეეე :DDDDD
2015, 13 სექტემბერი, 19:13
ძალიან დიდ პენისიანი ერი ვყოფილვართ :D
0 1 7