x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
"მის პლანეტა 2015" ქართველი გოგონა, თინათინ ბაბლუანი გახდა.
image

საქართველოში პირველად გაიმართა სილამაზის კონკურსი "მის პლანეტა 2015", რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ლამაზმანები ღებულობდნენ მონაწილეობას. ამის გამო 35 ქვეყნის ულამაზესი გოგონა სტუმრობდა თბილისს.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 12 სექტემბერს გაიმართა "მის პლანეტა 2015"-ის ფინალი, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 26 საოცრად ლამაზი გოგონა წარსდგა. კონკურენცია მართლაც დიდი იყო, თუმცა "მის პლანეტა 2015"-ის ტიტულის მფლობელი გახდა 18 წლის ქართველი ლამაზმანი, თინათინ ბაბლუანი. ეს მართლაც დიდი ბედნიერებაა საქართველოსთვის და მართლაც მისალოცად აქვს საქმე ულამაზეს თინათინს, რომელმაც ყველას სილამაზე დაჩრდილა.

მეორე და მესამე ადგილებს რაც შეეხება, ისინი გაინაწილეს შვედმა და ლიტველმა გოგონებმა.


თიკა ბაბლუანი სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელია. იგი უკვე 5 წელია რაც ამ სააგენტოს მოდელია. გოგონას დამთავრებული აქვს თეთრიწყაროს რაიონის პირველი საჯარო სკოლა, ახლა კი უკვე სტუდენტია. მისი პარამეტრებია 83-58-90, მისი სიმაღლეა 1, 77 მეტრი. თინათინს მოსწონს საშუალო ტანის, შავგვრემანი ძლიერი ბიჭები და როგორც ჩანს ასეთი მამაკაცი უკვე ნაპოვნი ჰყავს. ასე, რომ "მის პლანეტა 2015" შეყვარებულია. თუ ვინ არის მისი რჩეული მან საიდუმლოდ შეინახა. ახლა კი შემოგთავაზებთ გამარჯვებული გოგონასა და დანარჩენ კონკურსანტთა ფოტოებს.

imageimageimageimageimageimage





imageimageimageimageimageimageimage


0
1549
6-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1549
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0