x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტექნიკები, რომელსაც ხშირად იყენებენ მენტალისტები

დერენ ბრაუნი,  მენტალისტიბოლო დროს საქართველოში ძალიან გავრცელდა ცნება მენტალისტი,
რაც ალბათ, ამავე სახელწოდების სერიალის გამოჩენასთანაა დაკავშირებული. თუმცა, სავარაუდოდ,
ცოტამ თუ იცის ვინ არის მენტალისტი და რა სამუშაოს ასრულებს ის. მენტალისტებად არ იბადებიან, მენტალისტები ხდებიან. ეს არის კარგად დასწავლილი და დამუშავებული ფსიქოლოგიური ტექნიკების ერთობლიობა. ამ სტატიით თქვენ გაეცნობით მენტალისტების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებად ტექნიკებს, რომელთა კარგად გამოყენებაც ეხმარება მენტალისტს,
გაფიქრებინოთ, თითქოს ის ჯადოქარია.

ცივი კითხვა

ცივი კითხვა არის ტექნიკება, რომელსაც ფართოდ იყენებენ მენტალისტები, მედიუმები, ილუზიონისტები, ექსტრასენსები, ნათელმხილვეები და ა.შ. ამ ტექნიკის გამოყენებით ადამიანს შეუძლია გაიგოს ბევრი რამ უცნობის შესახებ. ეს ხდება სხეულის ენაზე, ასაკზე, ჩაცმულობაზე, სქესზე, ვარცხნილობაზე, რელიგიაზე, რასაზე, განათლებაზე,
წარმომავლობაზე და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით. ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთი ვარაუდები, რომლებიც სტატისტიკურად მეტი ალბათობით იქნება ჭეშმარიტი. ვარაუდის გამოთქმის შემდეგ, თუ ის არასწორი აღმოჩნდა მენტალისტი სწრაფადვე აკორექტირებს მას ან გადაჰყავს ლაპარაკი სხვა თემაზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი „ინგრედიენტი“ ცივი კითხვისას არის დაკვირვება. მაგალითად, როდესაც გვაინტერესებს ჰყავს თუ არა ადამიანს კატა, უნდა ვთქვათ რაიმე კატის შესახებ და დავაკვირდეთ სუბიექტის თვალებს (თვალები სულის სარკეა). თუ ადამიანს გაუფართოვდება თვალის გუგა, დიდი ალბათობით ის ფიქრობს თავის კატაზე. შემდეგ, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგიძლიათ „წაიკითხოთ“ მისი აზრები.

ცხელი კითხვა

ცხელი კითხვა მენტალისტების კიდევ ერთი ხერხია, რომელიც ხშირად ცივ კითხვასთან კომბინაციაში გამოიყენება. ცივი კითხვისგან განსხვავებით, რომლის დროსაც მენტალისტმა წინასწარ არაფერი იცის სუბიექტის შესახებ, ცხელი კითხვის შემთხვევაში მენტალისტმა რაღაც ინფორმაცია უკვე იცის სუბიექტის შესახებ და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით აიგება სუბიექტის შემდგომი ანალიზი. ამ ტექნიკას ხშირად იყენებენ „მკურნალები“ თავიანთ მასობრივ გამოსვლებზე. ისინი გამოსვლის წინ აუდიტორიის წევრებს ავსებინებენ პატარა კითხვარებს, სადაც ისინი საკუთარ სახელსაც აფიქსირებენ. ამ ანკეტიდან მიღებული მონაცემები შემდეგ გამოიყენები გამოსვლის დროს, მაგალითად მკურნალი მაყურებელს სახელით მიმართავს.

გულმოდგინე დაკვირვება

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბაზისური ტექნიკა, რომლის გარეშეც ადამიანი მენტალისტი ვერ გახდება. ეს ტექნიკა გულისხმობს ყურადღების მიპყრობას ვიზუალურ სტიმულებზე, როგორიცაა: სხეულის ენა, გუგის გაფართოება, პულსი, უნებლიე მოძრაობა და ა.შ. ამ ტექნიკის დაუფლება არც თუ ისე ადვილია, მაგრამ გავარჯიშების შემდეგ ეს ცხოვრების სტილი უფრო იქნება ვიდრე უბრალო ტექნიკა. გავარჯიშება შეიძლება შემდეგნაირად: თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დააკვიდით ყველაფერს, რაც წინასწარმეტყველებისთვის გამოგადგებათ, დააკვირდით ადამიანის მიმიკებს, ეცადეთ გამოიცნოთ საუბრის დროს ადამიანის ყოველი მომდევნო წინადადება და
ა.შ.

შთაგონება

შთაგონება ძალიან ჭკვიანური ხერხია, რომლის დროსაც შენ შთააგონებ სუბიექტს ჩაიფიქროს ის სიტყვა ან საგანი, რომელზეც მიუთითებ. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არაცნობიერად მიმდინარეობს. მაგალითად, თუ მენტალისტს სურს, რომ სუბიექტმა
ჩაიფიქროს სიტყვა „ზარი“ გამოსვლის დროს შეიძლება სცენაზე მყოფ ზარზე მიუთითოს, ან საუბარში ახსენოს; ხოლო როცა სუბიექტს სთხოვს იფიქრობს რაიმე საგანზე, ის დიდი ალბათობით ზარს ჩაიფიქრებს.

პრაიმინგი

პრაიმინგი სემანტიკური ქსელის მოდელის თეორიას ეყრდნობა. ამ თეორიის თანახმად ცოდნა შენახულია ცნებათა შორის მიმართებათა ქსელის სახით. ყოველი სიტყვა, რომელიც გონებაში შემოდის ააქტიურებს იმ ქსელს, რომელსაც მიეკუთვნება. ადამიანის გონების ამ სპეციფიკას სათავისოდ იყენებენ მენტალისტები. მაგალითად, ბევრი ადამიანისთვის ციფრი შვიდი დაკავშირებულია იღბლის ცნებასთან (სამი შვიდიანი), ამიტომ თუ ციფრის (1 – 9) ჩაფიქრებამდე ადამიანს გავუაქტიურებთ ამ სქემას (მაგალითად, თუ ვეტყვით, რომ ამ მეთოდის შესასრულებლად საჭიროა იღბალი) დიდი ალბათობით ის ჩაიფიქრებს ციფრს - 7. თუ გვინდა, რომ ადამიანმა ჩაიფიქროს რაიმე სიტყვა, ამ შემთხვევაში უფრო მეტი ასოციაცია უნდა გავააქტიუროთ, რათა კავშირი უფრო მყარი იყოს და სიტყვაც მარტივად „ამოტივტივდეს“ გონებაში.

0
1170
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ავსაჯანიშვილი
თინათინ ავსაჯანიშვილი
1170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0