x
image
Guns N Roses
სტიქია - წყლით დაფარული დასახლებებიდან 170 ათასი ადამიანია ევაკუირებული

image
იაპონიის აღმოსავლეთით მდებარე ორი რეგიონი, იბარაკი და ტოჩიგი მთლიანად დატბორილია. რამდენიმეკვირიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ორივე პრეფექტურა წყლით დაფარა. ნიაღვარმა ათობით საცხოვრებელი სახლი წაიღო.
ყველაზე რთული ვითარება ქალაქ ძიოსოშია.
წყლით დაფარული დასახლებებიდან 170 ათსი ადამიანია ევაკუირებული. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. ამ დრომდე დაკარგულადაა მიჩნეული 8 ადამიანი, 14 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
გადაუღებელმა წვიმამ დააზარალა ფუკუსიმის რეაქტორიც. გავრცელებული ცნობით, სადგურის სადრენაჟო სისტემა წყლით გაივსო და ტონობით დაბინძურებული წყალი ოკეანეში ჩაიღვარა. თუმცა რეაქტორის ოპერატორი კომპანია ირწმუნება, რომ მომხდარი საფრთხეს არ წარმოადგენს.



ეს სიახლე კი რამდენიმე დღის წინ გავრცელდა:

იაპონიაში მასშტაბურ სტიქიას ებრძვიან. გადაუღებელი წვიმის გამო ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ათობით დასახლება დატბორა.
წყლის ძლიერმა ნაკადმა საცხოვრებელი სახლებიც წაიღო. მაშველებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი ავიაციის დეხმარებით გამოჰყავთ. სახლების დიდი ნაწილი წყლით დაიფარა. რამდენიმე ოჯახი თავის გადასარჩენად სახურავებზე ავიდა. ისინი სამაშველო ვერტმფრენებით გაიყვანეს.
ამ დროისთვის ერთი ადამიანია დაღუპული, 12 კი დაშავდა. ყველაზე მეტად წყალდიდობამ და მეწყერმა იბარაკისა და ტოჩიგის პრეფექტურები დააზარალა.

0
119
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0