x
image
Guns N Roses
მეორე დღეა საქართველოს 130 მოქალაქე ანატილიიდან თბილისში გამოფრენის მოლოდინშია

image
უკვე მეორე დღეა საქართველოს 130 მოქალაქე ანატილიიდან თბილისში გამოფრენას
ელოდება. მათ შორის არიან ბავშვები. ისინი თურქეთის კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩასული. პრობლემები კი გამოფრენის დღეს შეექმნათ, როდესაც მათი თქმით ავიაკომპანია "აირზენამ" რეისის შესრულებაზე უარი თქვა.
მიზეზი მგზავრებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო, რეისის შერულების დრო კი რამდენჯერმე შეიცვალა. მათ ინფორმაცია ვერც ტურისტული კომპანია "ALLTOURS"-გან მიიღეს, რომლის მეშვეობითაც გაემგზავრნენ ისინი ანტალიაში.
როგორც გაირკვა, "ALLTOURS"-ს ავიაკომპანია "AIRZENA"-ს დავალიანება აქვს, რაც რეისის ჩაშლის მიზეზი გახდა და ლაინერი თბილისიდან ანტალიაში აღარ გაფრინდა მგზავრების ჩამოსაყვანად. ამის შემდეგ კი აეროპორტში დარჩენილი მგზავრები სასტუმროში გადაიყანეს, სადაც მათი თქმით, გაუსაძლისი პირობებია.
რეისი გუშინ დილის 10 საათზე უნდა შესრულებულიყო. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავის გამოფრენა თბილისიდან შუადღისთვის იგეგმება. ტურისტებისა და რეისის გადადების შესახებ ინფორმირებულია თურქეთში საქართველოს კონსულიც.






ქართველი ტურისტები განმარტავენ, რომ მათ სცადეს ინფორმაცია მიეღოთ ტურისტული კომპანია ოლ ტურისგან, თუმცა რეისის გადადების მიზეზებზე პასუხი ვერ მიიღეს.
ამის შემდეგ აეროპორტში ჩარჩენილი მგზავრები თურქეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ, სადაც მათ განუმარტეს, რომ რეისი თბილისის მიმართულებით სავარაუდოდ ღამის 02:00 საათზე შესრულდება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ თემაზე არც საელჩოში აქვთ.
მგზავრებმა რეგისტრაცია და სასაზღვრო კონტროლი უკვე გაიარეს, რის გამოც აეროპორტს ვერ ტოვებენ და სხვა რეისზე ბილეთს ვერ იღებენ.
კომაპანია აირზენაში, რომელსაც რეისი უნდა შეესრულებინა აცხადებენ, რომ მათთვის ტურისტულ კომპანია ოლ ტურს თანხა არ გადაურიცხია და რეისი არ შესრულდება.
თავად კომპანია ოლ ტურში განმარტებებს არ აკეთებენ. მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.




0
417
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0