x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სიკვდილის მიერ მოტანილი სახელი და დიდება

სიკვდილის მიერ მოტანილი სახელი და დიდება
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV-XVIII სს.), ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე. გეოგრაფიული აჩმოჩენები, თავისთავად ხდებოდა, „სანელებლებისკე“ მიმავალი გზის აღმოსაჩენად დაგეგმილი ექსპედიციების კვალდაკვალ. იმ დროს, ევროპაში, მდიდარ ადამიანს „პილპილის ტომრად“ მოიხსენიებდნენ. ვიდრე ინდოეთიდან და მალაის არქიპელაგის კუნძულებიდან სანელებლები ევროპაში ჩამოაღწევდა, დიდ გზას და 12 ხელს გადიოდა (ვაჭრები, მებაჟეები, აუქციონები) და ყოველი „ხელი“ ხეირს ნახულობდა. ამის შემდეგ, ევროპაში ჩასულ სანელებლებს, ოქროს კი არა, ბრილიანტის ფასი ედებოდა. ამიტომ, ესპანეთი და პორტუგალია, რომლებსაც იმ დროს ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი ჰყავდათ, ცდილობდნენ ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზის აღმოჩენას.
მას შემდეგ, რაც 1492 წ. ქ. კოლუმბი, ესპანეთის მეფის სახელით, ამერიკის სანაპიროებს მიადგა, ზემოთ ხსენებულმა ქვეყნებმა, დედამიწის სფეროს შუაზე გაყოფა
გადაწყვიტეს. საზღვარი დას. გრძედის 46 გრადუსიან მერიდიანზე გაატარეს,
რომლის დასავლეთით, ესპანეთის სამფლოები იყო, ხოლო აღმოსავლეთით - პორტუგალიის. ეს მოხდა 1494 წელს. მაშინ ამერიკა აზია ეგონათ და წყნარი ოკეანის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
პორტუგალია და ესპანეთი მუდმივად აწყობდნენ ექსპედიციებს „საკუთარ ზონებში“,
იპყრობდნენ ქვეყნებს და აარსებდნენ კოლონიებს.
პორტუგალიის მიერ მოწყობილ ორ ექსპედიციაში, ღარიბი პორტუგალიელი თავადი,
ფერნანდო მაგელანიც იღებდა მონაწილეობას. უფულობის გამო, ის სამეფო ფლოტში მსახურობდა. 1505-1511 წწ. ინდოეთის ექსპდიციაში მონაწილეობდა. იქიდან დაბრუნებული მაგელანი, 1512 წელს, ჩრდ. აფრიკის სამხედრო კამპანიაში ჩაება, სადაც 1515 წელს დაიჭრა და იძულებული გახდა პორტუგალიაში დაბრუნებულიყო. სამშობლოში დაბრუნებულმა მაგელანმა, მეფეს თანამდებობაზე დაწინაურება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. დამცირებული და გაბრაზებული, ესპანეთში წავიდა ბედის საძიებლად, სადაც ასტრონომი რ.ფალეირე გაეცნო. ამ უკანასკნელმა, მაგელანი დაარწმუნა, რომ მან ზუსტად იცოდა კოორდინატების გამოთვლა და რომ მოლუკის („სანელებლების“) კუნძულები, ესპანეთის ნაწილში შედიოდა (სინამდვილეში, ეს კუნძულები, პორტუგალიის ნაწილში, 125-130 გრადუსიან მერიდიანებს შორის არის მოქცეული).
იმ პერიოდისთვის, ნუნის დე ბალბუას მიერ, „სამხრეთის ზღვა“ უკვე აღმოჩენებული (1513 წ.) იყო და მაგელანმა შეიმუშავა მოლუკის კუნძულებზე ზღვით მისვლის გეგმა.
მისი აზრით, ბრაზილიის ქვემოთ სრუტე უნდა ყოფილიყო, რომელიც ატლანტის ოკეანეს „სამხრეთის ზღვასთან“ აკავშირებდა. მან თავის გეგმის განხორციეკების შესაძლებლობაში ესპსნეთის მეფის კარიც დაარწმუნა და 1519 წ. 20 სექტემბერს, 5 გემით და 265 მეზღვაურით, ზღვაში გავიდა. ამერიკამდე სწრაფად მივიდნენ, მაგრამ სრუტის მოძებნა, ორ ოკეანეს შორის, ადვილი არ იყო. როგორც იქნქ აღმოაჩინეს სრუტე, რომელიც ძალიან ვიწრო და კლდოვანი იყო, ამასთან, გამუდმებით უბერავდა ძლიერი ქარი. სრუტის მეორე მხარეს, მხოლოდ ორი გემი გამოვიდა: „ვიქტორია“ და „ტრინიდადი“. დანარჩენი გემების ბედი უცნობია. გემები უცნობ ოკეანეში გავიდნენ. ფილიპილებამდე ისე იცურეს, რომ შტორმი არ ყოფილა და ამიტომ, მაგელანმა ოკეანეს „წყნარი“ დაარქვა.
მაგელანი ფილიპილებზე ადგილობრივ ტომებს შორი ომში ჩაება და სასიკვდილოდ დაიჭრა. ექსპედიციის ხელმძღვანელობა, თავის თავზე, ხუან სებასტიან ელკანომ აიღო. მან ერთი გემი დაშალა და მისი ნაწილებით მეორე შეაკეთა. გემი, მოლუკის კ-ზე სანელებლებით დატვირთა და ამით მაგელანის გეგმის პირველი ნაწილი შეასრულა. ამის შემდეგ, მაგელანი უკან იგივე გზით აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ახალმა კაპიტანმა, წყნარი ოკეანის ხელახლა გადაცურვას, ისევ ინდოეთის ოკეანეში, პორტუგალიურ წყლებში ცურვა ამჯობინა და 1522 წ. სექტემბერში, „ვიქტორია“ 18 კაციანი ეკიპაჟით სამშობლოში დაბრუნდა.
ეს იყო პირველი, მაგრამ დაუგეგმავი მოგზაურობა დედამიწის გარშემო, რომელიც არ შედგებოდა, მაგელანი ფილიპინებზე რომ არ დაღუპულიყი, რადგან მაგელანი პორტუგალიურ წყლებში არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდა. ის პირტუგალიისთვის მოღალატე და მტერი იყო. მაგელანი ისევ წყნარი ოკეანის გავლით დაბრუნდებოდა (თუ საერთოდ დაბრუნდებოდა. 5 გემით გამოსული ექსპედიცია, დანიშნულების ადგილზე, მხოლოდ ერთი გემით ჩავიდა. ისიც ძალიან გაუმართლად, რომ წყნარ ოკეანეში ცურვისას, შტორმში არ მოყვნენ.) და მისი მოგზაურობის შესახებ, უზომოდ გამდიდრებული, ესპანეთის მეფის გარდა, ვერავინ გაიგებდა.
P. S. ესპანეთში, გემით ჩატანილმა სანელებლებმა, სრულად აანაზღაურა ექსპედიციის ხარჯები. გულუხვად დააჯილდოვა ესპანეთის მეფემ, კარლოს I, კაპიტანი ელკალო. საჩუქრად, „ვიქტორიას“ კაპიტანმა, აზნაურის წოდება და გერბი მიიღო, რომელზეც დედამიწის გამოსახულება იყო, ხოლო მასზე შემოვლებულ ბაფთაზე ეწერა: „შენ პირველი ხარ, რომელმაც მე შემომიარა“.
ამრიგად, დედამიწას მაგელანმა კი არა, ელკანომ შემოუარა.

1
205
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
205
  
2015, 11 სექტემბერი, 14:22
ესეიგი აქამდე მაგელანს აბრალებდნენ არა!!!!
საწყალი ფერნანდო!!!!!!!
0 1 1