x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ლარი მკვეთრად უფასურდება. "ლარის კრიზისი გრძელდება"

image
ლარი მკვეთრად უფასურდება ერთი დოლარი 2, 44 - 2, 48 ლარია..


ლარმა გაუფასურება ეროვნული ბანკის კურსისგან დამოუკიდებლად დაიწყო.
დღეის მონაცემებით კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.48 ლარს აღწევს, გადამცვლელ ჯიხურებში კი 2.44 ლარი ფიქსირდება მაშინ, როდესაც ოფიციალური კურსი უმნიშვნელოდ იცვლება.
ექსპერტები ეროვნული ვალუტის ნახტომისებურ გაუფასურებას ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას უკავშირებენ და ნეგატიურ მოლოდინებზე საუბრობენ.


ექსპერტების პროგნოზი ლარის კურსთან მიმართებით კვლავ უარყოფითია. მათი შეფასებით, ხელისუფლების მოლოდინი, როგორც მოსალოდნელი იყო არ გამართლდა და ლარის კურსს, ვერც ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანაკიდან გამოყოფამ უშველა. ისინი ისევ არ გამორიცხავენ, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდეს.
"საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფამ უფრო უარყოფითი შედეგი მოიტანა და კიდევ უარესს მოიტანს, ვიდრე ხელისუფლება ელოდებოდა. ხელისუფლება ამას თითქოს ლარის სტაბილიზაციისთვის აკეთებდა, მაგრამ ეს არის ლარის დესტაბილიზაციის უნივერსალური საშუალება, “-განაცხადა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გია ხუხაშვილმა.
ანალიტიკოსები ხელისუფლებას მოუწოდებენ, პრობლემის სხვაზე გადაბრალების მეთოდი შეწყვიტოს და ლარის გასამყარებლად ადეკვატური ნაბიჯები გადადგას. ექსპერტები მმართველ გუნდს ბიუჯეტის ხარჯების შემცირებასაც ურჩევენ.




0
254
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0