x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უგემრიელესი ფუნთუშები
http://www.liveinternet.ru/users/3560462/post223596090/


მასალა ცომისთვის:


თბილი რძე - 250 მლ.

მშრალი საფუარი - 7 გრ. (2 ჩ. კ.)
მარილი - 1 მწიკვი
კვერცხი - 1 დიდი ან 2 პატარა
დარბილებული კარაქი - 200 გრ.
შაქარი - 3 ს. კ.


ვანილინი ან ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ. კ.
ფქვილი - 4 ჭიქა

მასალა გულსართისთვის:


შაქარი - 1 ჭიქა

დარიჩინი - 4 ს. კ.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი - 3 ს. კ.


მასალა მინანქარისთვის:


ყველი (მასკარპონე) - 150 გრ.

შაქრის პუდრა - ნახევარი ჭიქა

ნაღები - 2 ს. კ.

ვანილის ექსტრაქტი - 1/2 ჩ. კ.


ან


ყველი (მასკარპონე) - 2 ს. კ.

შაქრის პუდრა - 3/4 ჭ.

რძე - 4 ს. კ.
ვანილის ექსტრაქტი - 1/2 ჩ. კ.


1. თბილ რძეში ჩაყარეთ შაქარი და საფუარი > ათქვიფეთ კვერცხი

2. ფქვილს შეურიეთ მარილი და კვერცხი > თანდათანობით დაამატეთ რძე, ვნილი > შემდეგ, კარაქი > მოზილეთ ცომი.

3. გადააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილზე.
4. როდესაც ცომი ამოფუვდება, გაყავით ორ ნაწილად და ცალ-ცალკე გააბრტყელეთ, 5-7 მმ. სისქეზე > თითოეულს გადაუსვით დარბილებული კარაქი > თანაბრად მოაყარეთ შაქრისა და დარიჩინის ნაერთი.

5. გააკეთეთ ხვეულები და დაჭერით 4-5 სმ. შუალედებით (გადაჭრის ადგილზე ცომი რომ არ ჩაიკეცოს, დანის ნაცვლად, ძაფი გამოიყენეთ).

6. თუნუქის ფიირფიტაზე დააფინეთ ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი და დააწყეთ ფუნთუშები (გაითვალისწინეთ, რომ ცომის აფუებისა და ცხობის დროს, ფუნთუშების ზომა 2-ჯერ გაიზრდება).

7. გამზადებული ფირფიტა დადგით თბილ ადგილზე, რომ ცომი ამოვიდეს.

8. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 - 20 წთ.

9. ვიდრე ფუნთუშები ცხვება, მოამზადეთ მინანქარი: ყველს შეურიეთ შაქრის პუდრა და ვანილი > დაამატეთ რძე ან ნაღები.

შენიშვნა: ორიგინალურ რეცეპტში, მინანქარი მხოლოდ შაქრის პუდრით, რძით და ვანილით მზადდება. ამ მინანქარს, დასხმისთანავე ფუნთუშა შეიწოვს და “წვნიანი" გახდება, ყველის დამატების შემთხვევაში, მინანქარი ნაკლებად შეიწოვება.

10. როდესაც ფუნთუშები გამოცხვება, ღუმელიდან გამოღების თანავე, გადაუსვით (გადაასხით) მინანქარი.

0
728
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0