x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ "გააპარეს" მამულიჩა სასამართლო დარბაზიდან?

imageნარკოდანაშაულში ბრალდებული პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე "მამულიჩა" სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. რის საფუძველზე გაათავისუფლეს მამულაშვილი, მისი გათავისუფლების მომენტში მედიისთვის უცნობი იყო, რადგან სასამართლო სხდომა მედიის გარეშე ჩატარდა. მამულაშვილის წინასასამართლო სხდომა სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი ახლობლები, მათ შორის ძმა, შვილი და მეგობრები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ. საქმის პროკურორმა, გიორგი დავითაშვილმა პროცესამდე ცოტა ხნით ადრე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომა გადაიდებოდა და შენობა დატოვა.ცოტა ხანში, საქმის პროკურორი მოსამართლის თანაშემწესთან მივიდა, რის შემდეგ დარბაზიდან თანაშემწე გავიდა და განმარტება არ გაუკთებია, როდის დაიწყებოდა პროცესი. ამ პერიოდში, ბრალდებულის ახლობლებთან და რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, დარბაზში იმყოფებოდა საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ორი წარმომადგენელი, თუმცა მათ მედიისთვის არ უცნობებიათ, რატომ ჭიანურდებოდა პროცესი. ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ კახა მამულაშვილი მეორე სართულზე, მე-18 დარბაზიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მედიის არც ერთ წარმომადგენელს მის პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. მამულაშვილის გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც იგი სასამართლოს ეზოში, ავტომობილში ჯდებოდა. სასამართლოს პრესსამსახურის განმარტებით, მამულაშვილის საქმეზე წინასასამართლოს სხდომის სხვა დარბაზში გამართვის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა, კერძოდ, მე-12 დარბაზში არ მუშაობდა მიკროფონი, რის გამოც სხდომა ჩატარდა მე-18 დარბაზში.imageშეგახსენებთ, რომ ლელა წურწუმიას მეუღლე კახა მამულაშვილი 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, რომელსაც პირადი ჩხრეკისას 5.591 გრ კოკაინი, 1, 15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0, 2048 გრ. კახი ამოუღეს.

image

2
791
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
791
  
2015, 14 სექტემბერი, 10:29
ასეა მთავარია ცნობილი იყო და გინდა კანაფი მოიხმარე, გინდა კოკაინი და გინდა ჰეროინი...
საქართველოში სასამართლო სისტემა გარდაიცვალა
0 1 2