x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მარიხუანა თუ თამბაქო - რომელი უფრო საზიანოა?

image
მარიხუანა გავრცელებული აზრის თანახმად ძალიან საშიში "ნარკოტიკია". ბევრი იმაშიც არის დარწმუნებული, რომ ნებისმიერი, ვინც მას ერთხელ მაინც გასინჯავს, მომენტალურად ხდება ნარკოდამოკიდებული.

ეს ყველაფერი, ცხადია მითია, თუმცა მისი წარმოშობის მიზეზი სრულიად გასაგები და მისაღებია: მოაშოროს ახალგაზრდები ნარკოტიკს. მაგრამ მეორე მხრივ, როცა მშობლების თაობა ასე დაჟინებით აცხადებს, რომ მარიხუანა საშიში ნარკოტიკია, ახალგაზრდებს (რომლებსაც უამრავი ალტერნატიული წყარო გააჩნიათ ამის გადასამოწმებლად და ადვილად იგებენ, რომ ეს ტყუილია) მშობლების მიმართ რწმენა ეკარგებათ, ეჭვქვეშ აყენებენ ზოგადად მოწევის (მათ შორის თამბაქოს) მავნებლობის ფაქტს. უარესი კი ის არის, რომ მათ შეიძლება ეჭვი გაუჩნდეთ - იქნებ ჭეშმარიტად მძიმე ნარკოტიკებიც არ არის ისეთი საბედისწერო, როგორც მშობელთა თაობა ამბობს? ამის დაჯერება კი მათთვის საბედისწერო შეიძლება გამოდგეს. ამიტომ საინტერესოა შევადაროთ ერთმანეთს მარიხუანა და თამბაქო და შედარება დაეყრდნოს არა მითებსა და ემოციებს, არამედ მხოლოდ ფაქტებს. ამასთან, მოგვიხდება გავაქარწყლოთ რამდენიმე მითი, რომელთა ნაწილი მარიხუანას მომხრეების მოგონილია, ნაწილი კი - თამბაქოს მწეველების.

მაშ ასე, მარიხუანა თამბაქოს წინააღმდეგ!

ფიზიკური დამოკიდებულება

თამბაქოს მხარდამჭერთა მითები:

1. ნიკოტინი არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას, ამიტომ ვერ ჩაითვლება ნარკოტიკად.

2. მარიხუანა იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას, ამიტომ ნიკოტინისგან განსხვავებით, წარმოადგენს ნარკოტიკს.


ფიზიოლოგიური (ფიზიკური) დამოკიდებულება - ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ცალკეული ფიზიოლოგიური ფუნქციები დაკავშირებულია ორგანიზმში თამბაქოში, მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებში შემავალი ნივთირებების შესვლასთან. ამგვარად, ნარკომანობის დროს ჯერ მიიღწევა სიამოვნების მდგომარეობა, რომელიც ტვინის გარკვეულ რეცეპტორებზე ნარკოტიკის ზემოქმედებას უკავშირდება. მაგრამ პრეპარატი მოქმედებს არა მხოლოდ ამ რეცეპტორებზე, იგი განსაზღვრული (ქიმიური) მეთოდით გავლენას ახდენს ორგანიზმის სხვა სისტემებზეც. შედეგად, ნარკოტიკის არარსებობის დროს ორგანიზმი იწყებს ქცევს არა ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ სიტუაციაში გააკეთებდა. მძაფრდება მგრძნობელობა ტკივილის მიმართ და დგება ე.წ. "ლომკა", იწყება პრობლემები გულ-სისხლძღღვთა სისტემაზე, რომელიც უკვე გამუდმებულ დოპინგს არის შეჩვეული, და ა.შ.
image

თამბაქო იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას. სხვა საკითხია, თუ რა დონეზეა ეს დამოკიდებულება გამოხატული და რამდენად სწრაფად ვითარდება. მწეველთა უმრავლესობას თამბაქოზე ფიზიკური დამოკიდებულება რამდენიმე წელიწადში უყალიბდება. ამასთან, თამბაქოსადმი ფიზიკური დამოკიდებულება არც იმდენად ძლიერია, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იყოს. მაგრამ მას თან სდევს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და სწორედ მის გამო ხდება სიგარეტის წევაზე თავის დანებება ძალიან ძნელი. რაც შეეხება მარიხუანას, იგი ფიზიკურ დამოკიდებულებას თითქმის არ იწვევს.


ფსიქოლოგიური დამოკიდებულება

მარიხუანას მომხრეთა მითი:

1. მარიხუანას მიმართ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა ძალიან ადვილის.


სინამდვილეში სწორედ ფსიქოგიური დამოკიდებულება არის ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორი, რაც აძნელებს როგორც მარიხუანას, ასევე თამბაქოზე თავის დანებებას. თუ თამბაქოს გამოყენების შეწყვეტის შემდეგ მასზე ფიზიკური დამოკიდებულება შედარებით ნაკლებ ხანს გრძელდება, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს - დროდადრო გაძლიერდეს ან შესუსტდეს გარემოფაქტორების მიხედვით. სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში, მოწევის შედეგად განვითარებული ფსიქოლოგიური დამოკიდებულება თამბაქოსა და მარიხუანას თითქმის ერთნაირი სიძლიერის აქვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარიხუანა გაცილებით ძლიერად მოქმედებს მწეველის ცნობიერებაზე, ვიდრე თამბაქო.


ზიანი, რომელსაც მოწევა მწეველის ფიზიკურ ჯანმრთელობას აყენებს

მარიხუანას მხარდამჭერთა მითი:

1. მარიხუანა მწეველის ფიზიკურ ჯანმრთელობას ნაკლებად ვნებს, ვიდრე თამბაქო.

ეს ასე არ არის! ბრიტანეთის პულმონოლოგიური საზოგადოების დასკვნების მიხედვით მარიხუანა ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე თამბაქო. ჩატარებული კვლევების მიხედვით დღეში 3-ჯერ მარიხუანას მოწევით ორგანიზმზე მიყენებული ზიანი უტოლდება 20 ღერი სიგარეტის მოწევას. მარიხუანას მწეველები ღრმად და მეტი რაოდენობით ისუნთქავენ კვამლს და ცოტა ხნით იკავებენ სუნთქვას ამოსუნთქვისას. ამის შედეგად ორგანიზმში ხვდება მეტი რაოდენობით ნახშირბადისა და ფისის ოქსიდები. ამას გარდა, კანცეროგენური ნივთიერებების შემცველობა მარიხუანაში 50%-ით მეტია, ვიდრე თამბაქოში.
image

მაგრამ ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დღეში 3-ჯერ მოწვენ მარიხუანას, ძალიან ცოტაა, ხოლო 20 ღერი სიგარეტის მწეველი ადამიანები საკმაოდ ხშირად გვხვდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ადამიანი დღეში 7 სიგარეტს ეწევა, იგი ისეთსავე ზიანს აყენებს ორგანიზმს, როგორც მარიხუანას ერთხელ მოწევის შემთხვევაში.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ:


1. მარიხუანაც და თამბაქოც საკმაოდ ძლიერ ფსიქიკურ დამოკიდებულებას იწვევს. ამასთან, თამბაქოსგან განსხვავებით, მარიხუანა არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას.

2. მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა მეტად მავნეა მწეველის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თამბაქო, მისი მოხმარების თავისებურებები განაპირობებს იმას, რომ მწეველთა უმეტესობისთვის მის მიერ მიყენებული რეალური ზიანი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე თამბაქოს მოხმარების მიერ მიყენებული.

3. ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში მარიხუანას მიერ მწეველის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მიყენებული ზიანი უფრო მეტია, ვიდრე თამბაქოს მიერ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ფსიქიკაზე მისი მოქმედება არ ატარებს მკვეთრად გამოხატულ და შეუქცევად ხასიათს.

4. მარიხუანა თამბაქოსთან შედარებით გაცილებით ძლიერად მოქმედებს მწეველის ცნობიერებაზე, მაგრამ ამ გავლენას არა აქვს აგრესიული ხასიათი და არ წარმოადგენს გარშემომყოფთათვის საშიშროებას.


image


1
1063
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1063
  
2016, 19 აგვისტო, 15:02
საერთოდ უნდა აიკრძალოს არაკომმპეტენტური წერილების გამოქვეყნება რადგან ამას უზარმაზარი ზიანი მოაქვს ხალხისთვის, ეს უკვე მავნებლობაა!!!! კარგი გასაგებია რომ თამბაქო. არაყი და ბევრი რამ კიდევ მაგალითად ზომაზე მეტი ჭამა მავნეა ადამიანისთვის მაგრამ ამის და ნარკომანიის ერთ სიბრტყეზე შეიძლება დააყენება???? ნარკომანია არის 20=21 საუკუნის უმძიმესი დაავადება რომელიც ერს დაღუპვის ზღვარზე მიიყვანს და წარმოგიდგენიათ თქვენ თუ რა არის ნარკომანი თუნდაც პლანაქეში?? კარგი გასაგებია რომ თამბაქო მავნებელია ეს მეტწილად ორგანიზმის ჯანმრთელობას ეხება და არა ფსიქიკას ბევრი გენიოსი და ქვეყნის სასახელო ადამიანი ყოფილა ამ სისუსტის მსხვერპლი მაგრამ ვის უნდა უსაქმური, არაფრისმაქნისი არც საკუთარი ოჯახისთვის და არც საკუთარი თავისთვის დადებილებული ნარკომანი თუნდაც პლანაქეში???. ნუ წარმოადგენთ მარიხუანას როგორც უცოდველ საგანს ნუ აიგივებთ თუნდაც ძალიან მავნებელ თამბაქოსთან
0 1 1