x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
როგორ გამოიყურება ნანუკა ჟორჟოლიანი საცურაო კოსტიუმში.
image
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და საავტორო გადაცემის "ნანუკას შოუს" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პოპულარობის პიკზეა. იგი სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჟურნალისტია და მთავრობის მიმართ მწარე კრიტიკას ხშირად გამოთქვავს ხოლმე. მისი "ფეისბუქის" სტატუსები ყოველთვის განხილვის თემა ხდება.

ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ ინტერესი არ წყდება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც მან სასურველ წონას მიაღწია. ყველას, განსაკუთრებით კი სუსტი სქესის წარმომადგენლებს აინტერესებთ, თუ როგორ შეძლო ნანუკამ ასეთ შესანიშნავ ფორმაში ჩადგომა. ამიტომ ნანუკა ჟორჟოლიანმა, იმისათვის რომ საზოგადოების ინტერესები დაეკმაყოფილებინა, სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წონაში კლების საიდუმლოც კი გაამხილა:


"ბევრი მეკითხება დიეტაზე და ამიტომ აქ დავწერ. ბევრნი ხართ და არ მინდა რომელიმემ იფიქროთ, რომ მენანება ან მეზარება მოყოლა...
ყველფერი ნატა გაგუათი დაიწყო. რაც უფრო იკლებდა წონა, მით უფრო ვხვდებოდი რომ ცხოვრება მშვენიერია. თითქოს ყველაფერს თავიდან იწყებ... ამ შეგრძნებამ ჩემს მადას ბოლო მოუღო. მაგრამ აუცილებელია ვარჯიში. თბილად ჩაცმული დავრბივარ ბილიკზე.
არ დაგეზაროთ ვარჯიში. დამიჯერეთ, აუცილებელია. წარმატებას გისურვებთ ყველას. იცოდეთ, რომ ფორმაში ყოფნა არის შანსი იყოთ ბედნიერები.
ხოდა, ბედნიერება თქვენ ყველას!"


სოციალურ ქსელ "ინსტაგარამაზე" საგრძნობლად გამხდარი ნანუკა საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც იგი შესანიშნავად გამოიყურება.


გთავაზობთ გარუჯულ და ფანტასტიურ ფორმაში მყოფი ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტოებს მისი "ინსტაგარმიდან", რომელებიც უკრაინაში, ოდესის სანაპიროზე აქვს გადაღებული

imageimageimageimageimageimageimage

0
6899
6-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
6899
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0