x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508450
წამებში იდეალური მაკიაჟი
image თუ კი მოინდომებთ თავის წესრიგში მოყვანა რამოდენიმე წუთშიც კი შეიძლება.

ტონალური კრემი თანაბრად და ბუნებრივად გადანაწილდება სახესა და ყელზე, თუ მას სწრაფი მოძრაობით წაისვამთ, ცალკეული დეფექტები სპეციალური ფანქრით დაფარეთ.

თხევადი კონტური მხოლოდ თვალის ზედა ნაწილში წაისვით, თხელი აკურატული ხაზი.

ყავისფერი ტუში მაკიაჟს გაცილებით ბუნებრივ ელფერს შესძენს.


მქრქალი პომადა დახვეწილი მაკიაჯის საუკეთესო ფინალია. პომადა ფუნჯით წაისვით, რადგან გაცილებით თანაბრად განაწილდება, დიდხანს გაძლებს და კონტურსაც უკეთ გამოკვეთს.

image
ფრჩხილებზე ლაქის წასმა საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა, თუ ამისთვის დრო არ გყოფნით, უბრალოდ, ფრჩხილებს მიეცით სწორი ფორმა. იდეალური ვარიანტია, თუ ლაქი პომადის ფერს შეესაბამება.

სუნამო ქალისთვის საკმაოდ ეფექტური იარაღია, მაგრამ თქვენი მიზანი პარტნიორის “გაგუდვა" არაა, პირიქით - ის თქვენდამი კეთილად უნდა განაწყოთ და მოხიბლოთ. ამდენად, იპკურეთ რამდენიმე წვეთი ყურის უკან, ხელის მტევანსა და ყელზე. ეს სრულებით საკმარისია.

დაბოლოს, ჩაიხედეთ სარკეში, ვის ხედავთ? არ გაგიკვირდეთ, ეს მომხიბვლელი ქალი ნამდვილად თქვენ ხართ. გახსოვდეთ: სიმტკიცე და თავდაჯერებულობა თქვენი განუყრელი თანამგზავრი უნდა იყოს მთელი ცხოვრების მანძილზე, ასე ბევრად მარტივია....

0
4093
4-ს მოსწონს
ავტორი:მეგუ
მეგუ
4093
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0