x
image
Guns N Roses
რუსეთი მსოფლიო ომისთვის ემზადება?..

image
ამ ბოლო დროს რუსეთი ხშირად ხვდება ყურადღების ცენტრში. როგორც მოგეხსენებათ რუსეთში საჰაერო ძალების წვრთნები მიმდინარეობდა. ბომბდამშენების, მოიერიშეებისა და საბრძოლო ვერტმფრენების პილოტები წერტოლოვანი დარტყმების განხორციელებასა და სხვა საბრძოლო უნარების დახვეწაში ვარჯიშობენ.
წვრთნებისას სამხედროებმა ასევე ანტისარაკეტო სისტემები და S 300 ტიპის საზენიტო კომპლექსებიც გამოსცადეს.



ამერიკა კი ვარაუდობს, რომ რუსეთის ქმედებები სირიაში კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს... აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაურეკა და სირიაში რუსი სამხედროების რაოდენობის გაზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხა.


ასევე აღსანიშნავია რომ ინფორმაცია დამასკოსთან სამხედრო ბაზაზე რუსული თვითმფრინავების ყოფნის შესახებ რამდენიმე დღის წინ ისრაელის და თურქეთის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
ისინი წერდნენ, რომ ეს რუსული თვითმფრინავები ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსძალების წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებში უნდა ჩაერთვნენ.


ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე იმას, რომ რუსეთის სამხედრო ოლქი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, სხვადასხვა დანაყოფების მოულოდნელი შემოწმების ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა.
პირველ დღეებში სამხედროების ფიზიკური მომზადების დონეს შეისწავლიან, მოგვიანებით კი მათ საბრძოლო დავალებების შესრულება მოუწევთ.
განსაკუთრებული ყურადღება საჰაერო–სადესანტო ძალების შორ მანძილზე გადასხმის მომზადებას დაეთმობა.
წვრთნები 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.ცენტრალური სამხედრო ოლქის პარალელურად, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, საომარ პირობებში, რამდენიმე უწყებისა და რეგიონის ადმინისტრაციის მუშაობასაც შეამოწმებენ.



ახლა კი ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მოსკოვი სომხეთს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის კრედიტის სახით 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს. მოსკოვი სომხეთს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის კრედიტის სახით 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინმა სერჟ სარქისიანთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც კრემლში გაიმართა.
ლიდერებმა ურთიერთობების გაღრმავებაზე ილაპარაკეს, რაც ევრაზიულ ეკონომიური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში უნდა მოხდეს.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხეთმა შეღავათიანი 200 მილიონიანი კრედიტით არმიის მოდერნიზება უნდა მოახდინოს და რუსული იარაღი შეიძინოს.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთისგან მსოფლიო კარგს არ უნდა ელოდოს..




0
871
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
871
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0